საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 აგვისტო 2017
წვერის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია თეთრიწყაროს ჩრდ.-აღმოსავლეთით მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. ეკლესიის აგების თარიღი უცნობია.
ეკლესია აგებულია შერეული სამშენებლო წყობით. სამშენებლო მასალას აგური, ქვა და დუღაბი წარმოადგენს. საბურველი თუნუქისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. მასში განთავსებულია ტრაპეზის ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. შიდა გადახურვა ცილინდრულია, აფსიდისა კი - კონქი. იატაკი კერამიკულია. მდებარეობს ქ.თეთრიწყაროდან 38კმ.ში.