Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
12 ოქტომბერი 2023
რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე არსებულ ახლადრეაბილიტირებულ საზოგადოებრივ სივრცეში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის, მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
მიხეილ ნარინდოშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2012 წლიდან მსახურობდა. 2013 წლის 6 ივნისს, 26 წლის რიგითი ჯარისკაცი, ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ექვს ქართველ მებრძოლთან ერთად დაიღუპა.
„ჩვენი ვალია გმირების ხსოვნა დავიწყებას არ მიეცეს და მაქსიმალურად ვეცადოთ მომავალ თაობებსაც კარგად ახსოვდეთ მათი ღვაწლისა და თავდადების შესახებ.
სწორედ ამიტომ, მადლობას ვუხდი რუსთავის მერიის გუნდს მსგავსი ინიციატივისთვის“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთაველი ჯარისკაცის, მიხეილ ნარინდოშვილის სახელობის გახდება სკვერიც, რომლის რეაბილიტაციაც, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, რუსთავის მერის მოადგილეები: კახა გურული და ოთარ ტატალაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.