A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

ფიტარეთის სამონასტრო კომპლქსი | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ფიტარეთის სამონასტრო კომპლქსი

17 აგვისტო 2017


ფიტარეთის სამონასტრო კომპლქსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, მარნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისაგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს-ის მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და ზედმიწევნით მსგავსებას ამჟღავნებს ამავე პერიოდის ბეთანიის, ქვათახევის, ახტარის და სხვა ტაძრებთან. აღნიშნულ ეკლესიებში ცენტრალური სივრცეა გუმბათქვეშა კვადრატი, რომელიც შექმნილია თავისუფლად მდგომი ორი სვეტითა და საკურთხევლის კედლებთან შეზრდილი წყვილი პილონით. ტაძარი კვადრატული გეგმით გამოირჩევა.  მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს - სამხრეთ მხრიდან. ინტერიერში მისი მასშტაბები უფრო შემცირებულია ოდნავ შეისრული თაღების საშუალებით. ამ თაღებისა და ოთხკუთხა კომპაქტური სივრცის გამო ნაგებობის შიგნით ძალზე მყუდრო გარემო იქმნება. 
ტაძრის ფასადები XI-XII საუკუნეების ეკლესიათაგან განსხვავებით არ არის მთლიანად დაფარული კედლის თაღებითა და განუწყვეტელი დეკორატიული ელემენტებით, აქ მხოლოდ ნიშები და ღიობებია დეკორით აქცენტირებული, მორთულობა გამოირჩევა ორნამენტაციის მრავალფეროვნებითა და შესრულების უზადო ოსტატობით. ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარულია კედლის მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა, რომლებზეც ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებია. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვა.


  • ფიტარეთის სამონასტრო კომპლქსი