A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა

03 ოქტომბერი 2023


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ემიგრაციის, ქვეყანაში ქართველი მიგრანტების დაბრუნებისა და მათი მდგარდი რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

????️2024 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტების განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში იგეგმება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, ასევე ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნის განვითარებისთვის მიგრაციის დადებითი პოტენციალის გამოყენებას.

ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობა, როგორც ინდივიდუალური დახმარების, ისე დაბრუნებული თემების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორებიცაა:
✅მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა;
✅დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეების დაფინანსება/თანადაფინანსება;
✅ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტების განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონთან ერთად იგეგმება სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

შეხვედრას რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრა