საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 ივლისი 2023
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს.
პროექტი ითვალისწინებს ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობასა და აღჭურვას, რომელიც მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, მარნეულს, წალკას, ბოლნისსა და დმანისს.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და მათი მოსაზრებების მოსმენა იყო. აღნიშნული დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მიდგომა ეფუძნება კონცეფციას „ინფორმირება-მოწვევა-ჩართულობა“ და შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით. პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ყველა დაინეტრესებულ მხარესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მოხდეს მათი ინფორმირება, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი პროექტის შესახებ, დასვან კითხვები და წამოჭრან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც გათვალისწინებული იქნება პროექტის განხორციელების ეტაპზე.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი ესწრებოდნენ.