სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მემორანდუმი კლინიკებსა და მუნიციპალიტეტებს შორის

28 ივნისი 2023

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლში, ბაგა-ბაღების გაერთიანების ასობით თანამშრომელი ოცდათზე მეტი დასახელების  სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს.

,,მემორანდუმს ხელი შვიდივე მუნიციპალიტეტის მერმა და 13 კლინიკის ხელმძღვანელმა პირმა მოაწერა. აღნიშნული მემორანდუმის უპირველესი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ნამდვილად მისასალმებელია მუნიციპალიტეტებისა და სამედიცინო კლინიკების ჩართულობა და მე, ჩემი მხრივ ყოველთვის მზად ვარ, ხელი შევუწყო ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიღებულ ინიციატივებს“ - აღნიშნა შეხვედრის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით რეგიონში ოპერირებად სამედიცინო კლინიკებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ.

ბენეფიციარები სამედიცინო მომსახურების მიღებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე შემდეგ სამედიცინო კლინიკებში შეძლებენ:
რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი;
კლინიკა რუსთავი;
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავი;
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო;
რუსთავის მედიცინის სახლი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი;
„ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“;
დმანისის რეგიონალური ჯანდაცვა;
თეთრიწყაროს რეგიონალური ჯანდაცვა;
წალკის რეგიონალური ჯანდაცვა;
მარნეულის ჯეოჰოსპიტალსი ჯანდაცვა;
მარნეულის ავერსის კლინიკა;
მარნეულის პოლიკლინიკა მედიქსი;
გარდაბნის ჯეოჰოსპიტალსი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მემორანდუმის გაფორმებას რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, სამედიცინო კლინიკებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • მემორანდუმი კლინიკებსა და მუნიციპალიტეტებს შორის