სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქ.მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფ. ბაიდარის გზის პროექტი.

10 აპრილი 2023

გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფელ ბაიდარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

ორივე პროექტი ჯამში 22 000 ბენეფიციარს მოემსახურება. დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

 ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩა უკავშირდება მარნეული-ლომთაგორის საავტომობილო გზას, პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. მისი სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მოხდება ქალაქ რუსთავთან უმოკლესი გზით დაკავშირება.

ორივე პროექტი ფინანსდება როგორც რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მათი ღირებულება ჯამში შეადგენს 2 210 068 ლარს.

 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა მოინახულეს.

Giorgi Doxturişvili Marneuli Munisipalitetində, Marneuli şəhərində, Ağmaşenebeli küçəsinin və Baydar kəndinin yolunun bərpası işlərinə yerində baş çəkib.

Hər iki layihə ümumilikdə 22.000 benefisiara xidmət göstərəcək. Tamamlandıqdan sonra Munisipalitetin yol infrastrukturu əhəmiyyətli dərəcədə yaxşılaşacaq və əhalinin rahat gediş-gəlişi təmin olunacaq.

 Marneuli şəhərində Ağmaşenebeli küçəsi Marneuli-Lomtaqora avtomobil yoluna birləşir, layihə çərçivəsində yolun texniki göstəriciləri yaxşılaşdırılacaq, yolun hərəkət hissəsi nişanlanacaq, yol nişanları çəkiləcək, drenaj sistemi qurulacaq. Tam reabilitasiyadan sonra ən qısa yoldan Rustavi şəhərinə çatmaq mümkün olacaq.

Hər iki layihə həm Regional İnkişaf Fondundan, həm də yerli büdcədən maliyyələşir və onların ümumi dəyəri 2 210 068 lari təşkil edir.

 Yol infrastrukturu layihələrini dövlət nümayəndəsi ilə birlikdə onun müavini İlia Calağania, Gürcüstanın Regional İnkişaf və İnfrastruktur nazirinin birinci müavini İlia Begiaşvili, Marneuli Munisipalitetinin meri Kənan Ömərov, Marneuli Sakrebulosunun sədri Amiran Giorgadze, Marneuli və Qardabaninin majoritar deputatı Zaur Darğallı və yerli hökumət nümayəndələri nəzərdən keçiriblər.

  • ქ.მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფ. ბაიდარის გზის პროექტი.