საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 მარტი 2023
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციასთან“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პირველად, ქვემო ქართლის რეგიონში, ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაცია“, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, „სასკოლო სპორტულ ლიგას“ ჩაატარებს.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სასკოლო ლიგის დებულებას.
მიმდინარე წელს, 22 აპრილიდან 25 ივლისის ჩათვლით, ასოციაცია მასშტაბური სასკოლო ლიგის გაზაფხულის სეზონის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც ქალაქ თბილისის და რეგიონების 300-მდე საჯარო და კერძო სკოლის 5000-მდე მოსწავლე ჩაერთვება.
მემორანდუმსა და სასკოლო ლიგის დებულების საფუძველზე, 2023 სასწავლო წლის სეზონისთვის სასკოლო ლიგის ტურნირი ქვემო ქართლის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს. რეგიონში გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს მასშტაბით რეგიონებიდან გამარჯვებულ გუნდებს შეხვდება.
სასკოლო ლიგის ტურნირი ხელს შეუწყობს ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე რეგიონში როგორც სასკოლო სპორტის, ისე მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ააიპ ,,კულტურისა და სპორტის ცენტრის“ დირექტორები და სასკოლო ლიგის კოორდინატორი, ოთარ აბულაძე ესწრებოდნენ.