Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 მარტი 2023
გიორგი დოხტურიშვილი რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულების გახსნას დაესწრო.
,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სახით, ქალაქს უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება შეემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
მივესალმები მსგავსი ტიპის სამედიცინო დაწესებულებების გახსნას რეგიონში და წარმატებებს ვუსურვებ სამედიცინო ცენტრის გუნდს მომავალ საქმიანობაში“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა:
დიაგნოსტიკური კვლევები;
ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება.
ცენტრში ფუნქციონირებს:
თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება;
დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ გახსნას რწმუებულთან ერთად, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი მამუკა ხელაია, კოტე მარდალეიშვილი და კლინიკის დირექტორი, კობა კოკნაველიძე ესწრებოდნენ.
#ქვემოქართლისრეგიონი
#რუსთავი