A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

ფერმერის დღე 2022 | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ფერმერის დღე 2022

21 ნოემბერი 2022


”ფერმერის დღე 2022“ ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას  გიორგი დოხტურიშვილი დაესწრო.

 ღონისძიება გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან პარტნიორობით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერი ფერმერის დღედ 2015 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება.


ღონისძიებაზე წლის ფერმერები 12 ნომინაციაში (წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი) გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ.

კონკურსში მონაწილე ფერმერები, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან (ჯამში 12 ნომინაციაზე 36 ფერმერი) გამარჯვებული  შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, ფერმერებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ასევე,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


#ქვემოქართლი
#ფერმერისდღე
#სოფლისმეურნეობა2022
#მთავრობა2022


  • ფერმერის დღე 2022
  • ფერმერის დღე 2022
  • ფერმერის დღე 2022
  • ფერმერის დღე 2022
  • ფერმერის დღე 2022
  • ფერმერის დღე 2022
  • ფერმერის დღე 2022