საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
16 ნოემბერი 2022
კრწანისის ტყეპარკში, გამწვანების მასშტაბური აქციის ფარგლებში, 300-მდე ხე-მცენარე დაირგო.
გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტის მიხედვით, კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული უნიკალური ეკოსისტემა.
აქციის პირველ ეტაპზე - კრწანისის ტყეპარკში, ჭალის ტყის აღდგენის მიზნით, 300-მდე, საქართველოს წითელი ნუსხისა და მარადმწვანე სახეობის მოზრდილი ხე-მცენარეები დაირგო. ტყეპარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელობის ტყე გაშენდა.
გამწვანების მაშტაბური სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება.
გამწვანების აქციაში სახელმწიფო რწმუნებულთან და მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებმა, ასევე „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ორგანიზატორებმა.