Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
11 ნოემბერი 2022
,,რუსთავის წყალი“ 2023 წლამდე, რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია ,,რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ წარადგინა და სამომავლო გეგმები და კონკრეტული პროექტები განიხილა.
პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომპანია ,,რუსთავის წყლის” გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს შარტავას მოედანზე გაეცნენ.
,,რუსთავის წყლის’’ მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით მოხდება როგორც მაგისტრალური მილსადენის, ასევე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია. შარტავას მოედანზე ,,რუსთავის წყალმა“ უკვე განახორციელა 200 მეტრი სიგრძის 400 მმ-იანი ფოლადის მილების რეაბილიტაცია. წელსვე დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მაგისტრალური ქსელის, ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, შევჩენკოსა და მარჯანიშვილის ქუჩების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაც.
30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც რუსთავის წყალმომარაგების მასშტაბურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის შედეგად ქალაქის დღის წესრიგში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა 2023 წლის ბოლოდან აღარ დადგება.