საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 სექტემბერი 2022
კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების დელეგაციები ქვემო ქართლში ოფიცილაური ვიზიტით იმყოფებიან.
,,დღეს, პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას, კობილნიცის გმინას მერის, ლეშეკ კულინსკის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციას, მუნიციპალიტეტის მერის, იან ბალოგას ხელმძღვანელობით და კანადის ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულის მერთან, კენან ომაროვთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი.
შეხვედრის ფარგლებში აქცენტები რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროების განვითარებაზე გავაკეთეთ”- გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.
საქართველოსა და პოლონეთს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. აქტიურად მოქმედებდა საგანმანათლებლო მიმართულებით გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს უწყობდა რეგიონების დამეგობრებასა და განათლების დონის ამაღლებას. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ყურადღება სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე გამახვილდა.
სლოვაკეთის დელეგაციასთან შეხვედრის ფარგლებში აქცენტები ორ რეგიონს შორის სამომავლო დამეგობრებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, კულტურისა და ტურიზმის სფეროების განვითარებაზე გაკეთდა.
კანადა დიდი ხანია, აქტიურად მონაწილეობს მარნეულში, გადაჭრილ გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში. არაერთმა მნიშვნელოვანმა ისტორიულმა აღმოჩენამ არამხოლოდ ქვემო ქართლისთვის, არამედ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი,
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტი მეგობარი ქვეყნების დელეგაციებს სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.