სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რეგიონებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებითი თანხა  გამოიყო.

24 ივლისი 2022


რეგიონებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებითი თანხა  გამოიყო.

ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თითოეულ მუნიციპალიტეტს დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა     მოადგილეებთან ერთად, რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა.

შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად განიხილა ყველა ის იფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გამოყოფილი თანხით დაფინანსდება.

,,დაფინანსების პროგრამა რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც მუნიციპალიტეტებში უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს.

რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, განვიხილეთ თითოეული პროექტის მნიშვნელობა და გამოვყავით მხარისთვის ის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა“ - გიორგი დოხტურიშვილი

#ქვემოქართლისმხარე
#ინფრასტრუქტურულიპროექტები


  • რეგიონებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებითი თანხა  გამოიყო.