საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 ივნისი 2022
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მოადგილე, ილია ჯალაღანია რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის რეკრეაციული სივრცის გახსნას დაესწრო
მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, 11000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი.
დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, კი ახალ სკვერში, 206 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეა დარგული.
მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, გახსნა.
გახსნას ასევე რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ