სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად იფთარი გაიმართა

30 აპრილი 2022


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სტუმრებს უმასპინძლა.

ოფიციალურ მიღებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია, ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რესტორან „ფუნიკულიორში“ განაცხადა, სადაც საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სტუმრებს უმასპინძლა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, აფასებს მუსლიმი თემის შრომას, თავდადებას და თავის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გააკეთებს არსებული ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად.

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით გულითადად და გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს და დიდ მადლობას გიხდით იფთარზე მობრძანებისთვის. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობით, მეგობრობით და რა თქმა უნდა, ამ სიმდიდრეს გადავცემთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია. ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად. თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ზრუნვა ჩვენმა ხელისუფლებამ დაწყო 2012 წელს. 2014 წელს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება სწორედ ჩვენს მრავალფეროვან ქვეყანაში ტრადიციული რელიგიების დაცვა და განვითარებაა. ჩვენი გადაწყვეტილებით, სააგენტოს ფონდი ყოველწლიურად იზრდება და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 2015 წელს მუსლიმ თემს გადავეცით სამუფთო რეზიდენცია და მედრესეს შენობა ბათუმში. რამდენიმე თვის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით მუსლიმ თემს გადაეცა მიწა თბილისში, სადაც მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალური ოფისი აშენდება. სულ დღემდე ჯამში 200-მდე მეჩეთია გადაცემული. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 28 მეჩეთის გადაცემა.
საქართველო ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამშობლოა და თქვენ, ყოველდღიური შრომით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, გაძლიერებაში. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ძალიან ვაფასებთ თქვენს შრომას, თავდადებას, თავგანწირვას და ჩვენის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. 
ჩემო ძმებო, მე ასე მინდა მოგმართოთ. კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობას მოვახსენებ შეიხს, მუფთებს, რელიგიურ ლიდერებს, პატივცემულ ელჩებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს, გისურვებთ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას, რამაზან ბაირამინიზ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურს, მუსლიმთა თემის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს ყურანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, მუსლიმი ჯარისკაცებისთვის გამოიცა.

საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი.


  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა
  • საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად  იფთარი გაიმართა