Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
14 აპრილი 2022
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში, „სახელმწიფო ენის ელჩები“-ს კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონას დაესწრო და პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს სერთიფიკატები პირადად გადასცა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. დაჯილდოებაში მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელმა ქეთევან ჯაყელმა მიიღეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩების“ მნიშვნელობაზე და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება - მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მასშტაბით არსებულ მიღწევებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა – „სახელმწიფო ენის ელჩები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის გავლის შედეგად, თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან შეირჩა 20 ტრენერი, რომლებმაც 6 თვიანი, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გადამზადება გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ ისინი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.