საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
11 აპრილი 2022
დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო და შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად ახსნის ამ ინიციატივის არსს. დღეიდან, ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო, ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში.
„ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. ბატონი ზურა აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, დარგის სპეციალისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. ეს ყველაფერი გავლილია მათთან და დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, კიდევ უფრო შემცირებული, 60-70-80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც დამერწმუნებით, რომ მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. აქვე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში, პრაქტიკულად ყველგან. მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს - ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება დაეხმარება უკვე დაწყებულ პროცესს - თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას, რომლის შედეგადაც დაახლოებით 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
„კარგად იცით, რომ რამდენიმე თვის წინ მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროცესი, რეფორმა, პირველი ეს უკავშირდებოდა მედიკამენტების ფასების შემცირებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, თუმცა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია ეს საკითხი, მოგვარებულია. გახსოვთ ალბათ, როდესაც დავიწყეთ საუბარი, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტისგან, რომ ეს მიუღწეველი იყო, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან მალე, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის და ამავდროულად იაფიან მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. თორემ ბუნებრივია, ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო, სწორედ, მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს, ჩვენი მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი, როგორც აღვნიშნე, ბევრად იაფად, 60-70%-ით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე მანამდე იყო.
ასევე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, და ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. პრემიერის შეფასებით, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.
„გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, ბატონ მინისტრს მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება. რას ნიშნავს ეს ცვლილება - ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როდესაც ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ჰქვია, ეს დაღუპვა, რიგ შემთხვევაში ადამიანები ისე, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, იწვევს სავალალო შედეგებს. საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გარეშე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორედ მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია.
„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია გვაქვს. მაგალითად დღეს 107 შემთხვევა იყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. გახსოვთ კარგად, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა დაიწყო ცირკულირება და ჩაანაცვლა სხვა შტამები, მწვანე ბარათები გავაუქმეთ იმიტომ, რომ აზრს კარგავდა აღნიშნული მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან კრიტიკა მივიღეთ, რომ ეს როგორ გააკეთეს და ა.შ. სულ რაღაც ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორედ იმართა მინისტრის, მთავრობის მიერ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამიტომ, ყველაფერი არის სტაბილურად. სისტემას ზოგადად, მართვის თვალსაზრისით არავითარი გამოწვევა არ ჰქონია და დღეს, კიდევ გავიმეორებ, 100 შემთხვევაა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ეს პრობლემა, კრიზისი გადალახულია, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გავამარტივეთ, ნიღბის ტარება გარე სივრცეში მოვხსენით, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი, რა თქმა უნდა, მოიხსნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Bu gündən, aprelin 11-dən resept yalnız ümumi adla yazılacaq. Mən vətəndaşlarımıza izah etmək istəyirəm və sonra cənab nazir özü bu təşəbbüsün mahiyyətini izah edəcəy. Bundan sonra həkim dərmanı konkret istehsalçının brendinə görə deyil, yalnız ümumi, yəni beynəlxalq adla yazmağa borclu olacaq. Bu o deməkdir ki, əczaçı generik dərmanları istehlakçıya, vətəndaşımıza yazır. Müsbət siyahıdan 3 ən ucuz həb təklif edir. Bu onun öhdəliyi olacaq. Həkim bu resepti yazandan sonra əczaçı vətəndaşa 3 ən ucuz dərmanı təklif etməyə borclu olacaq. Bundan sonra təbii ki, hansı dərmanı alacağına vətəndaş özü qərar verir. Buna görə də bizim gözləntimiz odur ki, ümumi reseptlərin tətbiqi ilə həkimlərin ümumiyyətlə ən çox danışmadığı risklər, lakin bu problemlər var və etiraf etməliyik ki, həkimlər, əczaçılar, mümkün, markalı, konkret şirkətlər, əgər istehsalçıların lobbiçiliyi, dərman vasitələri, vicdansız marketinq və dərmanların süni qiymət artımı sığortalanacaq. Bu, praktiki olaraq bu riski aradan qaldıracaq və bu problem həll olunacaq. - Bu barədə Gürcüstanın baş naziri İrakli Qaribaşvili hökumətin iclasında bildirib.
Hökumət başçısının sözlərinə görə, generikləri təyin etmək öhdəliyi bütün normal, sivil dövlətlərdə keçərlidir.
“Bu bizim gözləntimizdir və müştərilərimizə, vətəndaşlarımıza ədalətli şəkildə dərmanlar təklif olunacaq. Cənab Zura parlamentin müvafiq komitəsi, sahə üzrə mütəxəssislər, müstəqil ekspertlərlə fəal əməkdaşlıq edib. Bütün bunlar onlarla edilib və mən böyük ümid edirəm ki, bu islahat çox uğurlu olacaq və ən əsası, xalqımıza, onun rifahına və cibinə xeyir verəcək, onların xərcləri bütün bunlarda öz əksini tapacaq, daha az olacaq dərman xərcləri. Çox məlumatlar almışıq ki, bir adam konkret dərman almaq üçün ayda 300-400-500 lari xərcləyirdisə, indi bu məbləğ iki dəfə yox daha da çox azaldılır, qiymətlər 60-70-80% ucuzlaşır. , bu məni əmin edir ki, bu, həqiqətən çox yaxşıdır. Bu, həqiqətən çox yaxşı işdir və bir daha Zuraya və bu prosesdə əməyi olan hər kəsə təşəkkür etmək istəyirəm. Burada vətəndaşlarımıza izah etmək istərdim ki, bu reseptlərə generiklərdə abunə olmaq öhdəliyi bütün normal, sivil ölkələrdə, Avropada, Amerikada, praktiki olaraq hər yerdə tətbiq olunur. "Mən özüm də görmüşəm və yəqin ki, imkanınız olubsa siz də Avropada, Amerikada dərman alarkən bir neçə variant təklif edilir və istehlakçı hansını alacağını seçir - bahalı, ucuz və s.", - hökumət başçısı bildirib.
Baş nazirin qeyd etdiyi kimi, bu qərar artıq başlanmış prosesə - Türkiyədən dərman vasitələrinin idxalına kömək edəcək, nəticədə ən çox tələb olunan 200-ə yaxın dərman bu gün 60-70% ucuz qiymətə və ümumilikdə, əczaçılıq bazarında vəziyyət kökündən dəyişəcək.
“Yaxşı bilirsiniz ki, bir neçə ay əvvəl mən və cənab Zurab Azaraşvili çox maraqlı prosesə, islahatlara başladıq, birincisi dərmanların qiymətinin aşağı salınması idi. Bildiyiniz kimi, bu, vətəndaşlarımız üçün əsas problemlərdən biri idi və hələ də dərmanların yüksək qiymətləri var, amma praktikada bu məsələ artıq tükənib, öz həllini tapıb. Yəqin ki, biz danışmağa başlayanda xatırlayırsınız, böyük qruplardan, əlbətdə hərkəsi nəzərə almıram, tənqidi fikirlər, haqsız tənqidlər, şübhələr, həddən artıq çox opponentlərdən bunun əlçatmaz, qeyri-mümkün olduğunu eşitdik, lakin bu işdə kifayət qədər təsirli addımlar atdıq, Çox keçmədən çox keyfiyyətli və eyni zamanda ucuz dərmanlar istehsal edən Türkiyə bazarı açıldıqdan sonra bu dərmanları Gürcüstana gətirməyə başladıq və bu gün 200-ə yaxın dərman 60-70% ucuz qiymətə satılır, ən çox tələb olunan dərmanlar , diqqətimizi buna yönəltdik.. Təbii ki, sistemimizdə 10 000-dən çox dərman vasitəsi qeydiyyatdan keçib, lakin ən çox tələbat olanı biz onlara yönəltdik. Ona görə də bu gün əhalimiz üçün vətəndaşlar üçün nəzərdə tutulan yüzlərlə dərman, qeyd etdiyim kimi, əvvəlkindən xeyli ucuz, 60-70 faiz ucuz qiymətə satılır.
Əhalinin nəzərinə onu da xatırlatmaq istərdim ki, keyfiyyətli və münasib qiymətə dərman preparatları ilə təmin etmək məqsədilə martın 1-dən ölkə üzrə tibbi xidmət göstərən bütün müəssisə və həkimlər ikinci qrup əczaçılıq məhsullarına yalnız elektron qaydada abunə olmağa borcludurlar. Təbii ki, bu da çox vacibdir və bu həm də bu aşağı qiymətləri saxlamaqla bağlıdır. “Həmçinin bizim məqsədimiz əczaçılıq sahəsini mümkün qədər açıq, şəffaf, rəqabətədavamlı etmək və dərman vasitələrinə ədalətli qiymətlər təyin etməkdir”, - deyə baş nazir bildirib.
Bundan əlavə, bu gündən psixotrop və onlara bərabər tutulan dərman vasitələri üçün reseptlər artıq maddi formada verilmir və yalnız elektron şəkildə yazıla bilər. Baş nazirin sözlərinə görə, bu dəyişiklik psixotrop dərmanların sui-istifadəsini əhəmiyyətli dərəcədə məhdudlaşdıracaq.
“Yadınızdadırsa, bir neçə ay əvvəl, təxminən iki ay bundan əvvəl mən nazirə göstəriş vermişdim ki, psixotrop və onlara bərabər tutulan dərmanların təyin edilməsi qaydaları sərtləşdirilməli və ümumilikdə bu psixotrop dərmanların dövriyyəsi gücləndirilməlidir. Bu, narkomaniya, qeyri-sağlam həyat tərzi və son nəticədə gələcək nəsillərimizə təsir edəcək bir çox başqa fəlakətlərlə əlaqədardır, ona görə də biz bu problemi də həll etməyə qərarlıyıq və qərarlıyıq. Bu gündən etibarən həmin dərman qrupunun maddi formada olan resepti artıq kağız üzərində verilməyəcək və yalnız elektron formada yazılacaq. Bu da tənzimlənəcək. Bu dəyişiklik nə deməkdir - bu dəyişiklik insanların sağlamlığına, həyatına və həyat tərzinə təhlükə yaradan, ölkədə narkomaniya vəziyyətini gərginləşdirən həmin psixotrop dərmanları şəxs gedib yersiz qəbul etdikdə psixotrop dərmanlardan sui-istifadə hallarını xeyli məhdudlaşdıracaq. Psixotrop dərmanlar həkim resepti olmadan buraxılmamalıdır. İstənilən müalicə xəstə tərəfindən həkim məsləhəti ilə aparılmalıdır və bu nəzarətsiz istehlak və öz-özünə dərman müalicəsi adlanırsa, bu ölüm, bəzi hallarda insanların heç bir resept olmadan psixotrop dərmanlardan istifadə etməsi acınacaqlı nəticələrə gətirib çıxarır. Gürcüstanda psixotrop dərmanların, həkimin təyin etdiyi reseptsiz dövriyyəsi ilə bağlı ciddi qayda var, baxmayaraq ki, prosesə maddi formada reseptlə nəzarət etmək müəyyən çətinliklərlə bağlı olub. Məhz buna görə də elektron reseptlə həm resept verən əczaçılıq müəssisəsinə, həm də resept yazan həkimlərə davamlı olaraq nəzarət etmək mümkün olacaq. Bu, həm də prosesin şəffaflığında, ümumilikdə monitorinqdə bizə çox kömək edəcək. Nəticə etibarı ilə bizim məqsədimiz psixotrop dərmanların dövriyyəsinin tam mənzərəsini rəqəmsallaşdırmaq və ən müasir dərman vasitələrinə kömək etmək üçün nəzarəti, monitorinqi və şəffaflığı sadələşdirməklə yanaşı, dərmanların çatdırılmasından xəstələrin çatdırılmasına qədər bütün zənciri sadələşdirmək olmalıdır. “Buda həll olundu, bu gündən bu məsələ həll olunacaq”, - deyə baş nazir bildirib.
Baş nazir ölkədəki epidemiyaya da reaksiya verib. İrakli Qaribaşvilinin sözlərinə görə, Kovid , Koordinasiya Şurası tərəfindən praktiki olaraq məğlub olundu.
“Vətəndaşlarımızı sevindirmək istəyirəm ki, Kovid demək olar ki, məğlub oldu. Bu gün belədir, ən azından bizdə bu vəziyyət var. Məsələn, bu gün 107 hadisə var, bu, əlbəttə ki, çox vacibdir. Bu yerdə 2 ay əvvəl açıqlamalarımı tənqid edən skeptikləri xatırlatmaq istəyirəm. Yaxşı xatırlayırsınızmı ki, Omicron dövriyyəyə girdikdən və digər ştammları əvəz etdikdən sonra biz yaşıl kartları ləğv etdik, çünki yaşıl kartın heç bir mənası yox idi. Sonra bəzi dahi ekspertlərdən tənqid aldıq, bunu necə etdilər və s. Cəmi iki ayda gördük ki, proses nazir, hökumət, Koordinasiya Şurası tərəfindən idarə olunub və ona görə də hər şey stabildir. Bütövlükdə sistemin idarəetmə baxımından heç bir problemi olmayıb və bu gün, yenə deyirəm, 100 hal var ki, bu, praktiki olaraq o deməkdir ki, bu problem, böhran aradan qaldırılıb, tükənib. Bildiyiniz kimi, biz bir sıra məhdudiyyətləri aradan qaldırmışıq, onları sadələşdirmişik, açıq məkandan maskanı götürmüşük ki, vətəndaşlarımız bu sahədə daha çox azadlıq əldə etsin. "Stress və təzyiq, əlbəttə ki, aradan qaldırılacaq", - İrakli Qaribaşvili bildirib.