სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

02 თებერვალი 2022


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის თეატრის საიუბილეო,  55-ე სეზონის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო - ღონისძიება სიტყვით ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, სოსო ნემსაძესთან ერთად, დაგეგმილ სიახლეებზე ვრცლად ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, რუსთავის თეატრი 136 ღონისძიებას გამართავს, მათ შორის 6 სპექტაკლის პრემიერაა. გაიხსნება თეატრის მუზეუმიც და შედეგად, მასალა რომელიც აქრივში უნდა ინახებოდეს, ერთ სივრცეში განთავსდება. ამ დროისთვის უნდა დასრულდეს 0 სართულის ტერიტორიის  ე.წ სარდაფის სივრცის რეაბილიტაციაც, სადაც მაყურებლისთვის გარდერობიც მოეწყობა.

თებერვლის დასაწყისში, თეატრის დიდ სცენაზე, იგეგმება პირველი პრემიერა - მიუზიკლი ,,კუკარაჩა“, რომლის დამდგმელი რეჟისორი სოსო ნემსაძეა. მალევე, ო.ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერით წარდგება მაყურებლის წინაშე კოკო როინიშვილიც. ზაფხულში კი რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. სეზონის მიწურულს, თეატრალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავს საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან რეგიონის თეატრები. 

საიუბილეო სეზონს, 30 ნოემბერს, დასკვნითი, კოსწიუმირებული, გალა ღონისძიება დაასრულებს, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟამინდელი და ყოფილი დასის წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა სტუმრები.


  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
  • რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება