სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

11 იანვარი 2022


Ge/Az

ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გავლენა და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებას - პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილებას. ასევე ხაზი გაესვა ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისთვის. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური რეჟიმი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საკურორტო სეზონის გათვალისწინებით, გამოიკვეთა სამთო კურორტებზე ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია, ამიტომ საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, დაიცვან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები და ატარონ პირბადე, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 968 313 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 916 421 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 264 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 69 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 801 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 431 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Hökumət Administrasiyasında Baş nazir İrakli Qaribaşvilinin sədrliyi ilə İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün keçirilən iclasında “Omikron” ştammının epidemioloji vəziyyətə təsiri və xəstəxana sektorunun hazırlığı müzakirə edilib.

Bildirilib ki, “Omikron” ştamı yüksək yayılma sürəti ilə səciyyələnir, ona görə də epidemioloji təhlükəsizlik normalarına ciddi riayət olunması – maska taxılması, sosial məsafənin qorunması və izdihamlı toplaşmalara yol verilməməsi xüsusilə vacibdir.  Virusa yoluxma zamanı xəstəliyin yüngül gedişi üçün peyvəndin və buster doza adlanan peyvəndin vacibliyi də vurğulanıb. Məlum olduğu kimi, hökumətin qərarına əsasən, 200 larilik həvəsləndirmə tədbiri yanvarın sonuna qədər davam edəcək və peyvənddən sonra pulu alacaq şəxslərin yaşı 50 yaşa endirilib.
Koordinasiya Şurasının həm dövlət, həm də özəl qurumlarda distant iş rejimini mümkün qədər saxlamaqla bağlı tövsiyəsi qüvvədə qalır.
Şura iclasında qeyd olunub ki, tətil mövsümü ərəfəsində dağ kurortlarında yoluxma hallarının artması tendensiyası müşahidə olunur, ona görə də şura bir daha istirahət edənləri epidemioloji təhlükəsizlik standartlarına əməl etməyə,  maska taxmağa, özlərinin və ailə üzvlərinin qayğısına qalmağa çağırır. 
Koordinasiya Şurasında Beynəlxalq Protokola uyğun olaraq karantin müddətlərinin azaldılması məsələsi də müzakirə edilib və yaxın günlərdə müvafiq qərarlar qəbul ediləcək.

Gürcüstanda koronavirusa ilk yoluxma hadisəsindən indiyədək 968 313 laboratoriya təsdiqlənmiş virusa yoluxma faktı aşkarlanıb, onlardan 916 421 nəfər sağalıb, 14 264 nəfər həyatını itirib. 

Hazırkı mərhələdə 69 nəfər karantində, 1 801 nəfər kliniki otellərdə, 4 431 nəfər isə stasionarda nəzarət altındadır.

Gürcüstan parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა