საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
16 ნოემბერი 2021
Ge/Az
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების შედეგად აცრების პროცესის ინტენსიფიკაცია განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 და მეტი ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას უერთდება. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება იმუნიზაციის კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 791 115 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 727 184 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 11 140 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 70 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 156 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 718 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Baş nazir İrakli Qaribaşvilinin sədrliyi ilə bu gün Hökumət Administrasiyasında keçirilən İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında ölkədəki epidemioloji vəziyyət və peyvəndin təbliği tədbirləri nəticəsində peyvəndləmə prosesinin intensivləşdirilməsi müzakirə edilib.
Məlum olduğu kimi, Koordinasiya Şurasının qərarına əsasən, 2021-ci ilin 8 noyabrından, 2021-ci ilin 31 dekabrına qədər yeni koronavirus xəstəliyi - COVID-19-a qarşı peyvənd olunacaq Gürcüstanın 60 və yuxarı yaşdan hər bir vətəndaşına birdəfəlik 200 lari pensiya əlavə olunacaq. Əlavə ilk peyvənddən sonra verilir.
Eyni zamanda, İdarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında Gürcüstanın Avropa İttifaqının rəqəmsal Covid-sertifikasiya sisteminə qoşulması ilə bağlı Avropa Komissiyasının qərarı müsbət qiymətləndirilib. Müvafiq olaraq, İttifaq vasitəsilə Gürcüstan tərəfindən verilən Covid-Sertifikatı Peyvənd, Testlər və Covid-dən sağalma ilə tanınan və müvafiq AB qaydaları ilə verilmiş sertifikatlara bərabərdir, illərin məqsədi də insanların Avropa İttifaqında sərbəst hərəkətini təşviq etməkdir.
Bundan əlavə, məlum olduğu kimi, İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən, dekabrın 1-dən “yaşıl pasport” adlanan konsepsiyanın tətbiqinə başlanılacaq ki, bu da dekabrın 1-dən vətəndaşların yalnız "yaşıl pasport" prinsipi ilə daxil ola biləcəklər: yemək müəssisələrinin, restoranların, kafe və barların, kinoteatrların, teatrların, opera teatrlarının, muzeylərin, konsert salonlarının, əyləncə mərkəzlərinin, kazino və şans oyunları müəssisələrinin, spa, fitnes mərkəzlərinin, mehmanxanaların, habelə dağ kurortlarının açıq və qapalı yerləri; Bu tələb sadalanan obyektlərin qonaqlarına da şamil ediləcək. Uşaq əyləncə mərkəzlərinə gəlincə, “yaşıl pasport” tələbi yalnız 18 yaşdan yuxarı vətəndaşlara şamil olunacaq. Bir şəxs tam peyvənd olunubsa, 72 saatlıq etibarlılıq PCR testindən və ya 24 saatlıq etibarlılıq antigen testindən keçibsə və ya koronavirusa məruz qalıbsa, yaşıl statusa malikdir.
Baş nazirin göstərişi ilə bütün bələdiyyələrdə immunizasiya kampaniyaları və peyvənd təşviqatı tədbirləri fəal şəkildə davam etdiriləcək.
İdarələrarası Koordinasiya Şurası vətəndaşları peyvənd prosesində fəal iştirak etməyə, maska taxmağa və sosial məsafəni qorumağa çağırır.
Gürcüstanda koronavirusa ilk yoluxma hadisəsi aşkar edildikdən bugünə qədər, laboratoriyada təsdiqlənmiş 791 115 virus hadisəsi aşkarlandı, bunlardan 727 184 nəfər sağaldı və 11 140 nəfər insan həyatını itirmişdir.
Bu mərhələdə 70 nəfər karantində, klinik otellərdə - 1 156 vətəndaş, xəstəxanada isə nəzarət altında – 6 718 nəfər var.
Parlament sədri Kaxa Kujavanın rəhbərlik etdiyi Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə faliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.