სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა

28 სექტემბერი 2021


Ge/Az

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სასწავლო პროცესის წარმართვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას. სკოლებში, ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მშობლებს კვლავაც დარჩებათ არჩევანის საშუალება, რაც გულისხმობს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, სწავლა დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში განაგრძოს.

საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენების აუცილებლობას, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 609 340 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 580 891 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 8 884 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 45 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 744 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 360 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Oktyabrın 4 -dən etibarən tədris prosesi sinif otaqlarında və auditoriyalarda bərpa olunacaq, məktəbəqədər təhsil müəssisələrinin və uşaq əyləncə mərkəzlərinin işi də bərpa olunacaq, - qeyd olunan qərarlar  Baş nazir İrakli Qaribaşvilinin rəhbərliyi ilə hökümət administrasiyasında keçrilən bugünkü iclasda İdarələrarası Koordinasiya Şurası tərəfindən qəbul edilib.

Təhsil prosesi zamanı Səhiyyə Nazirliyinin tövsiyələrinə ciddi riayət olunmasına xüsusi diqqət yetiriləcəkdir. Məktəblərdə bütün şagirdlərin maska taxması məcburi olacaq. Eyni zamanda, valideynlərin seçimi haqqı olacaq, yəni istəsələr, şagirdin təhsilini distant, onlayn şəkildə davam etdirmək imkanı əldə edəcəklər.
Şura ölkədəki epidemioloji tendensiyalar və davam edən peyvənd prosesi müzakirə edib.

Həm qapalı, həm də açıq havada maskadan istifadə etməyin zəruriliyi bir daha vurğulandı. İdarələrarası Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları maska taxmağa, sosial məsafəni qorumağa və pandemiya ilə mübarizənin ən yaxşı yolu olan peyvənd prosesində fəal iştirak etməyə çağırır.
Gürcüstanda koronavirusa ilk yoluxma hadisəsi aşkar edildikdən bugünə qədər, laboratoriyada təsdiqlənmiş 609 340 virus hadisəsi aşkarlandı, bunlardan 580 891  nəfər sağaldı və 8 884 nəfər insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 45 nəfər karantində, klinik otellərdə - 744 vətəndaş, xəstəxanada nəzarət altında isə - 4 360 nəfər var.
Parlament sədri Kaxa Kujavanın rəhbərlik etdiyi Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə faliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.


  • 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა