Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
08 აგვისტო 2021
აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში, გვიან ღამით თემატური აქტივობა გაიმართა - მოეწყო რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება და საომარი მოქმედებებისას დაღუპული, ოთხი რუსთაველი ჯარისკაცის - ვახტანგ გზირიშვილის, კახაბერ თავგორაშვილის, ლევან იოსებიძისა და გიორგი ჯავახიშვილის ფოტოების გამოფენა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, მეგობრები და ომის ვეტერანები დაესწრნენ.
დღის განმავლობაში, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავები და გმირთა მემორიალი. ადგილზე აღევლინა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები და საგალობლები შეასრულეს ანსამბლ „მე რუსთველის“ წევრებმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდა, რომელიც 2008 წლის საომარი მოქმედებებისას გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით, საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აშენდა.
აღსანიშნავია, რომ გმირების ხსოვნას, სხვადასხვა სახის თემატური აქტივობებით, პატივს მიაგებენ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.