Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 ივლისი 2021
საქართველოში, ზემო სილეზიის სავაჭრო მისიის ფარგლებში, გაიმარა „საქმიანი შეხვედრა პოლონური და ქართული კომპანიების მონაწილეობით“.
ღონისძიება, “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“, ზემო სილეზიის სავოევოდოს, პოლონეთის ინვესტიციების და სავაჭრო სააგენტოს თბილისის საგარეო ვაჭრობის ოფისის და ზემო სილეზიის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკის ზემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა იაკუბ ხევსტოვსკიმ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
სავაჭრო მისიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ კასრაძესთან, რომელმაც მათ, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ტენდეციების, ასევე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების (R&D) მიმართულებით დაგეგმილი და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გააცნო ინფორმაცია. ორ ქვეყანას შორის, ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობის მონაწილე კომპანიებს საშუალება ჰქონდათ პოლონურ კომპანიებს ბ2ბ ფორმატში შეხვედროდნენ.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის პარტნიორობით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ზემო სილეზიის მთავრობა და მეწარმეები, თანამშრომლობის განვითარების, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვისა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს 24 ივლისს ეწვივნენ და ვიზიტს 31 ივლისს დაასრულებენ. დელეგატებმა შეხვედრები გამართეს ქვემო ქართლის, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, და კახეთის ადგილობრივი ხელისუფლებების წამომადგენლებსა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებულ პირებთან.