საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 ივლისი 2021
Ge/Az
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია. მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს და ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის უწყება ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებული 5700-ზე მეტი საწოლიდან, თავისუფალია დაახლოებით 1300 ადგილი და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ასევე, დეფიციტი არ არსებობს ბავშვთა საწოლფონდის კუთხით.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა, რომელიც აქტიურად გრძელდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯამურად მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების - „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ჯამში 1,5 მილიონი დოზა. ვაქცინაცია გრძელდება „ასტრაზენეკათი“, ასევე - „ფაიზერის“ ვაქცინით, რომლის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად წარმართვისთვის მოკლე ვადაში მომზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში.
საბჭოს წევრებმა, ინტენსიური ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ხაზი გაუსვეს დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებებზე, ბაზრობებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში.
19 ივლისიდან ამოქმედდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები, ან პირები, წინასწარი PCR თუ ანტიგენ-ტესტირების საფუძველზე;
ასევე, აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა სავალდებულო ტესტირების რეგულაციის ნაწილში და სავალდებულო ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები.
ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 390 945 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 367 130 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 592 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 70 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1120 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4495 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün Hökumət Administrasiyasında Baş nazir İrakli Ğaribaşvilinin rəhbərliyi ilə keçirilən iclasında koronavirusa yoluxma hallarının sayının artması, xəstəxana sektorunda mövcud vəziyyət və peyvənt etmə prosesinin gedişatı müzakirə edildi.
Son 24 saat ərzində 2600-dən çox yoluxma hadisəsinin aşkarlandığı qeyd edildi ki, bu da diqqət tələb edən göstəricidir. Hökumət vəziyyəti tam nəzarətdə saxlayır, ancaq epidemioloji vəziyyətin kəskin şəkildə pisləşməməsi və ölkənin yenidən məhdudiyyətlər tətbiq etmək məcburiyyəti qarşısında qalmaması üçün hakimiyyətin və cəmiyyətin birgə səyləri lazımdır. Baş nazirin təlimatı ilə Səhiyyə Nazirliyi xəstəxana sektorunda əlavə çarpayıların səfərbər olunması üçün əlavə addımlar atacaq. Nazirliyin verdiyi məlumata əsasən, hazırda səfərbər edilmiş 5700-dən çox çarpayıdan təxmini 1300 yer boşdur və bu say daha da artacaq, həmçinin uşaq yataqları baxımından da çatışmazlıq yoxdur.
Şura üzvləri ölkədə fəal şəkildə davam edən peyvənd prosesinin gedişatını müzakirə etdilər. Ölkədə cəmi 1,5 milyon doza Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı tərəfindən təsdiqlənmiş Sinofarm və Sinovak peyvəndlərinin səfərbər olunduğu qeyd olundu. Həmçinin ölkənin yaxın günlərdə əlavə dozalarını gözlədiyi Astrazeneka və “Pfizer” peyvəndi ilə də peyvəndetmə prosesi davam edir. Bununla belə peyvənd prosesinin daha aktiv və sürətli aparılması üçün qısa müddət ərzində, o cümlədən ticarət mərkəzlərində kütləvi peyvənd mərkəzləri hazırlanacaq.
Şura üzvləri intensiv peyvənd prosesi ilə paralel olaraq, epidemioloji vəziyyətin kəskin şəkildə pisləşməməsi üçün müəyyən edilmiş qaydalara riayət edilməsinin vacibliyini vurğuladılar. Məlum olduğu kimi, qapalı məkanlarda, ictimai nəqliyyatda, dayanacaqlarda, yarmarkalarda və insanların sıx toplaşdığı yerlərdə yenə də qoruyucu maskadan istifadə məcburidir.
19 iyuldan qüvvəyə minən hökumətin fərmanına əsasən təlimlərə, konfranslara və seminarlara yalnız tam peyvənd edilmiş şəxslə, ya da öncədən “PCR” və ya “antigen” testləri etdirmiş şəxslər buraxılacaq; həmçinin təşkil olunma formasından və həyata keçirilmə yerindən asılı olmayaraq, düşərgə tipli toplantılar qadağandır; 18 yaşınadək yeniyetmələr üçün idman turnirləri və təlim-məşq toplantılarının keçirilməsi yalnız bütün iştirakçıların öncədən “PCR” test edilməsi əsasında yolveriləndir.
Şuranın qərarı ilə məcburi test qaydalarının hissələrində dəyişiklik olunacaq və məcburi testlər tam peyvənd olunmuş şəxslərə şamil edilməyəcək.
Həmçinin hökumətin qərarı ilə həm açıq, həm də qapalı məkanlarda yenə də toy, yas, müxtəlif ildönümləri kimi sosial tədbirlər qadağandır.
Gürcüstanda ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bu günə qədər 390 945 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 367 130 şəxs sağalmışdır. 5 592 insan həyatını itirmişdir.
Bu mərhələdə 70 insan karantində, 1120 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 4495 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.
Parlament sədri Kaxa Kuçavanın rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.