სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

06 ივლისი 2021


Ge/Az

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ცნობილია, ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა, რის შემდეგაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა.

პრემიერმა ჯანდაცვის უწყებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასა და ჯავშნებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 160 სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ისე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ამასთან, ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელოდება ვაქცინების დამატებით დოზებს, რომელთა მოწოდება ეტაპობრივად განხორციელდება და, საერთო ჯამში, წლის ბოლომდე ქვეყანაში მობილიზებული იქნება ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანი მართვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია.

აღინიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად რჩება პირბადე, რომლის ტარება კვლავაც სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 371 293 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 355 718 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 383 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 69 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 837 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2961 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün Hökumət Administrasiyasında keçirilən iclasında kütləvi peyvənd etmə prosesi müzakirə olundu.

Məlum olduğu kimi, ölkə keçən həftə Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı tərəfindən təsdiqlənmiş peyvənd – Sinofarm və Sinovakın bir milyon dozasını qəbul etdi ki, bundan sonra peyvənd üçün qeydiyyat yeniləndi.

Baş nazir peyvənd prosesinin gedişatı və rezervlə əlaqədar Səhiyyə Nazirliyindən ətraflı məlumat dinlədi. Qeyd olundu ki, bu mərhələdə ölkə üzrə 160 tibb müəssisəsi peyvənd proqramına qoşulmuşdur və peyvənd üçün qeydiyyat həm elektron portal vasitəsilə, həm də birbaşa müəssisənin qaynar xəttindən yararlanmaqla mümkündür ki, bu barədə Milli Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinin veb səhifəsində məlumat yerləşdirilmişdir. Peyvənd üçün müraciət edənlər birbaşa klinikaya səfər zamanı da qeydiyyatdan keçə bilərlər.

Eyni zamanda, ölkə yaxın gələcəkdə tədarükü mərhələli şəkildə həyata keçiriləcək əlavə peyvənd dozalarını gözləyir və ümumilikdə ilin sonunadək ölkədə 4 milyona qədər peyvənd dozası səfərbər ediləcək.

Baş nazir peyvənd prosesinin səmərəli idarə olunmasının vacibliyini vurğuladı və qeyd etdi ki, peyvənd olunmanın sürətli şəkildə aparılması olduqca vacibdir və prosesin yolunda getməsi baxımından hər hansı bir qüsurun olması yolverilməzdir.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında, həmçinin ölkədə mövcud epidemioloji vəziyyəti də müzakirə etdilər.

Qeyd olundu ki, peyvənd prosesi ilə bərabər, insanların sıx toplaşdığı yerlərdə, o cümlədən, dayanacaqlarda, yarmarkalarda, həmçinin ictimai nəqliyyatda və qapalı məkanlarda istifadəsi hələ də məcburi olan qoruyucu maskadan istifadə virusun qarşısının alınmasının ən təsirli vasitələrindən biri olaraq qalmaqdadır.

Gürcüstanda ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bu günə qədər 371 293 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 355 718 şəxs sağalmışdır. 5 383 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə  69  insan karantində, 837 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 2961 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Kaxa Kuçavanın rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.

 


  • მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე