სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ონლაინ-სამუშაო შეხვედრა იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში

24 ივნისი 2021


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლერი ბარნაბიშვილის, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იმამურა აკირას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძის, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების, ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩართულობით წარიმართა.

დიპლომატიური კორპუსისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილი აქტივობა ონლაინ ფორმატში, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება - საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად, სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენადაა განკუთვნილი.

შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლერი ბარნაბიშვილმა, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას იაპონიის სახელმწიფოსთან, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.

2020-2021 წელს, იაპონიის საელჩომ, გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი დააფინანსა, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განხორციელდა და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს დაეთმო. შეიქმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამედიცინო მხარდაჭერისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებისა და სხვა სარგებლის შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად - ბოლო 20 წლის განმავლობაში, საელჩომ, GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში თითქმის 200 პროექტი დააფინანსა.


  • ონლაინ-სამუშაო შეხვედრა იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში
  • ონლაინ-სამუშაო შეხვედრა იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში
  • ონლაინ-სამუშაო შეხვედრა იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში
  • ონლაინ-სამუშაო შეხვედრა იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში
  • ონლაინ-სამუშაო შეხვედრა იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში