სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტის ონლაინ პრეზენტაცია

30 აპრილი 2021


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თანაორგანიზებით გამართულ პროექტის ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოში სოციალური მუშაობის მხარდაჭერას და მის გაძლიერებას მოემსახურება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და სხვა დაინტერესებული პირები.

მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიღების და მისი შემდგომი აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ დონეზე სამსახურის ეფექტიანი მუშაობის როლზე და უწყებათაშორის კორდინაციაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში იმ ძალისხმევისთვის, რასაც ორგანიზაცია საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების უფლებების გაუმჯობესებისთვის ეწევა.

სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტს ა(ა)იპ „სამართლებრივი ინიციატივა“, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.


  • სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტის ონლაინ პრეზენტაცია
  • სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტის ონლაინ პრეზენტაცია
  • სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტის ონლაინ პრეზენტაცია
  • სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტის ონლაინ პრეზენტაცია
  • სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტის ონლაინ პრეზენტაცია