საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
13 აპრილი 2021
Ge/Az
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.
აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს.
საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და შემდგომ გადაწყვეტილებებს არსებული ეპიდვითარების შეფასების შემდეგ, უახლოეს პერიოდში მიიღებს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა არ დადგეს მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. ამასთან, როგორც ცნობილია, აკრძალულია ფართობის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 205 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 323 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 445 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Baş nazir İrakli Qaribaşvilinin sədrliyi ilə Təşkilatlararası Koordinasiya Şurası bu gün mürəkkəb epidemioloji vəziyyəti və icraya ciddi nəzarətin edilməsinin vacibliyini müzakirə etmək üçün video konfrans keçirdi.
Son 24 saat ərzində 1374 yeni virus infeksiyası hadisəsinin aşkarlandığı, bu xüsusilə əlamətdar bir göstəricidir. İnfeksiya hadisələrinin sayına görə Tbilisi birinci, Samegrelo-Zemo Svaneti bölgəsi ikinci yerdədir.
Şura, işğal olunmuş əraziləri tərk edənlər üçün qüvvədə olan qaydaları da müzakirə edəcək və mövcud epidemiyanı qiymətləndirdikdən sonra yaxın gələcəkdə əlavə qərarlar verəcəkdir.
Ölkədə qüvvədə olan qaydalara ciddi şəkildə riayət edilməsinin zəruriliyi bir daha vurğulandı ki, sərt məhdudiyyət qoyulmasına ehtiyac qalmasın.
Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları şəxsi əşyalarından düzgün istifadə etməyə, sosial məsafəni qorumağa və hökumətin fərmanı ilə icazə verilməyən izdihamlı toplantılardan və ictimai tədbirlərdən çəkindirməyə çağırır.
Eyni zamanda, məlum olduğu kimi, ictimai hadisələr (məsələn, toylar, hər hansı bir ildönümlər, şənliklər və s.) Və kütləvi əyləncə tədbirləri üçün yerin köçürülməsi / buraxılması qadağandır. Bu məhdudiyyətin pozulması qanun çərçivəsində məsuliyyətə səbəb olacaq. Hökümət başçısının təlimatı ilə əlaqədar qurumlar, virusun yayılmasının qarşısının alınmasına yönəlmiş bütün qaydaların icrasını daha da ciddi şəkildə izləyəcəklər.
İclasda, ölkədə davam edən peyvənd prosesinin daha da gücləndirilməsinin və genişləndirilməsinin vacibliyi də müzakirə edildi. Baş nazirin təlimatı və onun birbaşa iştirakı ilə sıx danışıqlar aparılır, nəticədə yaxın vaxtlarda ölkə yeni dozada peyvənd alacaq.
Gürcüstanda ilk koronavirus hadisəsindən bəri, virusla əlaqəli 290129 laboratoriya tərəfindən təsdiqlənmiş hadisə müəyyən edilmişdir ki, bunlardan 278251 nəfər sağalmış və 3858 nəfər vefat etmishdir.
Bu mərhələdə 205 nəfər karantində, 323 vətəndaş klinik otellərdə, 2445 nəfər xəstəxana nəzarətindədir.
Parlamentin sədri Archil Talakvadzenin rəhbərlik etdiyi Gürcüstan parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi qurumlararası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.