სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

23 მარტი 2021


Ge/Az

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ყველა შესაბამისი რეგულაცია, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადგენილი რეგულაციების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და, შესაბამისად, შეზღუდვების ხელახლა დაწესების საფუძველი არ გახდეს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. გარდა ამისა, ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება ვაქცინის დამატებით დოზებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე დროში მობილიზების მიზნით.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინრეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. ამასთან, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩის გამო, 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროსა და ავტობუსის მუშაობა.

ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე აღირიცხა ვირუსით ინფიცირების 278 178 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 270 668 პირი, გარდაიცვალა 3 714 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 203 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 179 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 467 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İdarələrarası Koordinasiya Şurası vətəndaşları fərdi şəxsdən maksimum dərəcədə maskadan istifadə

etməyə və ciddi şəkildə nəzarət ediləcək müəyyən edilmiş qaydalara riayət etməyə çağırır.

Qurumlararası Koordinasiya Şurası vətəndaşları maskadan maksimum dərəcədə istifadə etməyə və icrasına ciddi nəzarət ediləcək virusun yayılmasının qarşısının alınmasına yönəlmiş bütün müvafiq qaydalara riayət etməyə çağırır. Baş nazir İrakli Qaribaşvilinin rəhbərlik etdiyi şura iclası bu gün hökumət administrasiyasında keçirilib. Ölkədəki epidemioloji vəziyyət və məhdudiyyətlərin qaldırılması fonunda xəstəlik sayının artması müzakirə edildi. Tətbiq olunan məhdudiyyətlərin azaldılması işində, müəyyən edilmiş qaydalara riayət olunmasının daha da vacib olduğu qeyd edildi, belə ki, epidemioloji təhlükəsizlik normalarına məhəl qoyulmaması virusun üçüncü dalğasının yayılmasına və bunun nəticəsi olaraq məhdudiyyətlərin yenidən tətbiq edilməsi.

Şura bugünkü iclasında peyvəndin ölkəyə daxil olması ilə bağlı lojistik və ya əməliyyat məsələlərini müzakirə etdi. Artıq ölkədə tibb işçilərinin "Astrazeneca" peyvəndi ilə aşılanmasının aparıldığı qeyd edildi. 65 yaşdan yuxarı vətəndaşlar da 25 martdan etibarən peyvənd prosesində iştirak edə biləcəklər. Bundan əlavə, ölkə yaxın günlərdə əlavə peyvənd dozalarını gözləyir. Eyni zamanda, Baş nazirin göstərişi və birbaşa iştirakı ilə peyvənd istehsalçıları və tərəfdaş ölkələrlə mümkün qədər tez əlavə peyvənd dozalarını səfərbər etmək üçün aktiv danışıqlar aparılır.

Bundan əlavə, məlum olduğu kimi, 28 mart tarixində keçirilməsi planlaşdırılan Gürcüstan-İspaniya millisinin futbol matçı üçün Koordinasiya Şurasının qərarı tamaşaçıların 30 faizinə məsafəni və bütün müvafiq epidemioloji təhlükəsizlik standartlarını müşahidə etmək imkanı verəcəkdir. Biletlər onlayn satışa çıxarılacaq və matça qatılmaq üçün bilet alanlara səyahət məhdudiyyəti dövründə matçdan sonra evə qayıtmaq üçün saat 01: 00-a qədər səyahət etməyə icazə veriləcək. Lakin 28 mart tarixində bir futbol matçı səbəbindən ictimai nəqliyyat - metro və avtobus saat 01: 00-a qədər işə icazə veriləcək. Ayrıca, 28 Mart tarixində bir Gürcüstan-Rumıniya reqbi matçı planlaşdırılır ki, bu da tamaşaçıların 30% -nin epidemioloji təhlükəsizlik standartlarına tam uyğun gəlməsinə imkan verəcəkdir.

İdarələrarası Koordinasiya Şurası azarkeşləri yüksək məsuliyyət göstərməyə və növbə daxil olmaqla, müvafiq qurumlar tərəfindən nəzarət ediləcək bütün qaydalara riayət etməyə çağırır.

Gürcüstanda ilk koronavirus hadisəsinin aşkarlanmasından bəri, virusla əlaqəli laboratoriyada təsdiqlənmiş 278.178 hadisə qeydə alınıb, onlardan 270.668 nəfər sağalıb və 3.714 nəfər vefat edib.

Bu mərhələdə 203 nəfər karantinada, 179 vətəndaş klinik otellərdə, 1467 nəfər xəstəxana nəzarətindədir.

Parlamentin sədri Archil Talakvadzenin rəhbərlik etdiyi Gürcüstan parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi qurumlararası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება