საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
26 აგვისტო 2020
Ge/Az
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში; 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში, სადაც ამ ეტაპზე საყოველთაო ტესტირების ბოლო ფაზა მიმდინარეობს - საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, დაბა მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აუცილებელია შენარჩუნდეს ეტაპობრივი მიდგომები მობილობის შესამცირებლად, რაც საერთაშორისო მაგალითებით დასტურდება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გაიხსნება საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებიდან (15 სექტემბერი) 2 კვირის ინტერვალით - 1 ოქტომბრიდან. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან, სწავლის ეტაპობრივად დაწყებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრებმა დღეს მიიღეს კინოთეატრებისა და თეატრების გახსნას შეეხება - მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო თეატრები ასევე, 2 კვირის ინტერვალით - 1-ლი ოქტომბრიდან.
დღესვე, საბჭოს სხდომაზე ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ზღვისპირა კურორტებზე აქტიური ტესტირება გრძელდება. აღინიშნა, რომ შექმნილია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს უფასო ტესტირება Covid-19-ზე.
უწყებათაშორისი საბჭო ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ ტესტირება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1436 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1150 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6010 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 236 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən sentyabrın 2-dən etibarən Mestiya qəsəbəsi və Lencerdə karantin məhdudiyyətləri qaldırılacaq; Oktyabrın 1-dən etibarən dövlət və özəl uşaq bağçaları açılacaq.
Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən hazırda hər kəsin test ilə yoxlanılmasının son mərhələsi davam edən Mestiya qəsəbəsi və Lencerdə 2 sentyabrdan etibarən karantin məhdudiyyətləri götürüləcək – şura iclasında qeyd edildi ki, vaxtınd və effektiv tədbirlər nəticəsində Mestiya qəsəbəsi və Lencerdə epidemioloji vəziyyət tam nəzarət altındadır.
Koordinasiya Şurasının bugün Hökumət Administrasiyasında keçirilən iclasında koronavirusun qarşısının alınması məqsədilə beynəlxalq nümunələrdən də sübut olunduğu kimi səfərbər olunmanı azaltmaq üçün mərhələli yanaşmanın qorunub saxlanılmasının vacibliyinə diqqət yönəldildi.
Şuranın qərarı ilə dövlət və özəl uşaq bağçaları dövlət məktəblərində tədrisin başlanmasından (15 sentyabr) 2 həftə sonra, yəni oktyabrın 1-də açılacaq. Eyni zamanda, qeyd edildi ki, tədrisin mərhələli şəkildə başlanılması ilə əlaqədar ali təhsil müəssisələri ilə iş aparılır.
Şura üzvlərinin bugün qəbul etdiyi daha bir vacib qərar kinoteatrların və teatrların açılmasına aiddir – qəbul edilmiş qərara əsasən kinoteatrlar sentyabrın 15-dən etibarən, teatrlar isə eynilə 2 həftəlik intervalla oktyabrın 1-dən etibarən açılacaqdır.
Bugün şuranın iclasında dənizkənarı kurortlarda aktiv testlərin davam etdirilməsinə diqqət yetirildi. Qeyd olundu ki, arzulayan hər kəsin pulsuz Covid-19 üçün müayinədən keçə biləcəyi müvəqqəti tibbi məntəqələr yaradılmışdır.
İdarələrarası Şura yerli sakinləri və turistləri bu fürsətdən istifadə etməyə və virusun yayılmasının qarşısının alınması üçün test etməyə çağırdı.
Bugünə olan məlumata əsasən Gürcüstanda 1436 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkar edilmişdir, buradan 1150 şəxs artıq sağalmışdır. 41 Gürcüstan vətəndaşı müalicə üçün xaricdən Gürcüstana gətirilmişdir. 19 nəfər həyatını itirmişdir.
Bu mərhələdə 6010 insan karantində, 236 şəxs isə stasionar müşahidə altındadır.
Parlament sədri Arçil Talakvadzenin rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.