სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

23 ივლისი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პირველი საკითხი, რასაც პრემიერი გამოეხმაურა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს უდიდესი ყურადღება იმისთვის, რო შენარჩუნდეს ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით.

„დღეს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს 12, ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც ყურადსაღებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებისა გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე. ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.

„შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რათა ეკონომიკური ცხოვრება გაგვეცოცხლებინა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, იმისთვის, რო შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ან ერთ ან მეორე სფეროში, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს, სამძიმარი გამოუცხადა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება. პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს, იყვნენ პროაქტიური მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, იმისათვის, რომ ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ დარჩეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური, სწრაფი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ქვეყანაში თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე თანხის გამოყოფაზე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან ახლის შეძენა.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს.

„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე, ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ სტუმრობისას ვიმყოფებოდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი, არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ასევე ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაციაზე და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა.

„შემდეგი საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Baş nazir hökumət iclası öncəsi açıqlamalar verdi
“Təəssüf ki, ölkədə infeksiyaya yoluxmanın kəskin artımı müşahidə olunur, bu da son dərəcədə diqqət ayrılması gərəkən mövzudur. Baxmayaraq ki, biz situasiyaya hakimik və virusun yayılma sürətinə nəzarət edirik, son dərəcədə diqqətli olmalıyıq” – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin bugünkü iclasında bəyan etdi.
Baş nazirin toxunduğu ilk məsələ ölkədə mövcud epidemioloji vəziyyət idi. Hökumət başçısını sözlərinə görə ölkənin virusun idarə edilməsi baxımından bugün əldə etdiyi nisbi uğurun qorunub saxlanması üçün hər bir vətəndaşımız son dərəcədə diqqətli olmalıdır.
“Bugün yenidən epidemioloji vəziyyət barədə danışmağa başlamalıyıq. Bildiyiniz kimi dünən 24 yoluxma hadisəsi baş vermişdir, bugün isə 12, təəssüf ki, son günlərdə ölkədə infeksiyaya yoluxmanın kəskin artımı qeydə alınır ki, bu da çox ciddi diqqət tələb edir, əlbəttə ki, situasiyaya hakim olmağımıza və virusun yayılma sürətinə nəzarət etməyimizə baxmayaraq, son dərəcədə diqqətli olmalıyıq. Yayılmanın əsasən Qardabani munisipalitetinin bir neçə kəndində cəmlənməsi xüsusilə diqqət çəkir, nəzərə alsaq ki, bu kəndlərin sosial quruluşu elədir ki, bu kəndlərdən olan bir çox vətəndaşımız Tbilisinin və ümumiyyətlə ölkənin müxtəlif bazarlarında və yarmarkalarda işləyir. Buna görə də müvafiq qərar alınmışdır ki, bazarlar və yarmarkalarda nəzarət sərtləşdirilsin, seçmə formada termoskrininq və testlər aparılsın, həmçinin bu kəndlərdə aktiv şəkildə testlər ediləcək. Diqqətinizə çatdıraq ki, qərargah vəziyyətin növbəti pisləşməsi halında müəyyən yerlərdə karantin şərtlərinin sürətli şəkildə sərtləşdirilə bilinməsi və bunun üçün hazır olunması barədə tapşırıq almışdır” – Hökumət başçısı qeyd etdi.
Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə virusun düzgün, effektiv idarə olunması və iqtisadiyyatın sürətli dirçəldilməsi bir-biri ilə əlaqəli iki məsələdir və qeyd olunan sahələrdə bunlardan biri olmadan digərində uğur qazanmaq mümkünsüzdür.
“Ölkədə iqtisadi həyatı canlandırmaq üçün virusun yayılması ilə əlaqədar qoyulan məhdudiyyətləri tədricən və ehtiyatla qaldırdıqdan sonra, buna baxmayaraq hər bir vətəndaşımız bugün virusun idarə olunması baxımından sahib olduğumuz nisbi uğuru qorumaq üçün çox diqqətli olmalıdır. Hamımız xatırlamalıyıq ki, virusun düzgün, effektiv idarə olunması və iqtisadiyyatın sürətli dirçəldilməsi bir-birilə birbaşa əlaqəli iki məsələdir, hamımız nəzərə almalıyıq ki, bu və ya digər sahədə bunlardan biri olmadan digərində uğur qazanmaq mümkünsüzdür” – Baş nazir bəyan etdi.
Qiorqi Qaxaria Tamar Baçaliaşvilinin ölümü məsələsinə də toxundu, ailəsinə başsağlığı verdi və qeyd etdi ki, bu faciə artıq ailənin hüdudlarını aşaraq ölkənin faciəsinə çevrilmişdir. Baş nazir Daxili İşlər Nazirliyinə vətəndaşları daha aktiv şəkildə məlumatlandırmağı tapşırdı.
“Bir neçə gün öncə ölkəmizdə baş verən faciəli hadisəyə mütləq toxunmalıyam. Əlbəttə ki, gənc bir qızın qeyri-müəyyən şəraitdə həyatını itirməsi son dərəcədə ağır hadisədir, ilk növbədə ailə üzvlərinə başsağlığı vermək istəyirəm, amma bu faciə ailə hüdudlarından kənara çıxır, bu ölkənin faciəsinə çevrilir və müvafiq olaraq, hamımız xatırlamalıyıq ki, ilk növbədə ailəninn qayğısına qalmalı və bənzər faciəvi hallara daha məsuliyyətlə yanaşmalıyıq.
İstintaq istiqamətinə gəldikdə Daxili İşlər Nazirliyinə bir daha tapşırmaq istəyirəm ki, vətəndaşları daha da aktiv məlumatlandırsınlar. Bəzilərinin bunu müəyyən təxribatlar, spekulyasiyalar üçün istifadə etməsi üçün heç bir boşluğun qalmaması son dərəcədə vacibdir. Əlbəttə ki, ilk növbədə sürətli, effektiv istintaq, ancaq bununla birgə bugün ilk növbədə ailənin və sonra cəmiyyətin aktiv şəkildə məlumatlandırılması çox önəm qazanır” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Hökumət başçısı, həmçinin istintaq strukturlarını vətəndaşlarla məlumat mübadiləsində faəl olmağa çağırdı ki, interpretasiya üçün kiçik bir yer də qalmasın.
“Ölkədə istintaqla bağlı mövcud problemləri hamımız yaxşı bilirik. Hər birimiz yaxşı anlayırıq və məhz buna görə Daxili İşlər Nazirliyində islahatlar və sistemli yenilənmələr başlandı və bu addımların necə ki ölkə üçün, eləcə də gündəlik vəzifəsini vicdanla yerinə yetirən sıravi vicdanlı polis məmurları üçün son dərəcədə əhəmiyyəti var. Bunu hər kəs və ilk növbədə Daxili İşlər Nazirliyi nəzərə almalıdır. İnterpretasiya üçün kiçik bir yer də buraxmamaq üçün hər bir istintaq strukturunu vətəndaşlarla məlumat mübadiləsində faəl olmağa çağırıram. Bugün bu bizə lazım deyil, çünki effektiv, sürətli istintaq və vətəndaşların məlumatlandırılması son dərəcə önəmlidir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Baş nazir hökumət iclasında ölkədə müasir, qaydasında çalışan yoluxucu xəstəliklər klinikasının mövcudluğunun vacibliyindən danışdı və qeyd etdi ki, hökumət iclasında əsas məqsədi binanın tikilməsi və ya yenisinin alınması olacaq yoluxucu xəstəliklər xəstəxanası üçün 40 milyon lariyədək məbləğin ayrılması müzakirə ediləcək.
“Əlbəttə ki, epidemiyanın yayılması və risklərin bugünkü nöqteyi-nəzərindən ölkədə müasir, qaydasında fəaliyyət göstərən yoluxucu xəstəliklər klinikasının olması son dərəcə vacibdir. Bunun üçün biz bugün hökumətdə qərar qəbul etdik ki, yoluxucu xəstəliklər xəstəxanasına 40 milyon lariyədək məbləğ ayrılsın, hansının ki, əsas məqsədi binanın tikilməsi və ya binanın satın alınması olacaq, bu da effektiv və sürətli qərar olacaq” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Baş nazir hökumətin bu problemi yaxın gələcəkdə həll etməli olduğunu vurğuladı.
“Tbilisi Yoluxucu Xəstəliklər Xəstəxanası artıq on illərdir ki, köhnəlmiş binada fəaliyyət göstərir. Mən orada qonaq olarkən öz gözlərimlə gördüm, həmçinin Səhiyyə Nazirliyi ilə bir sıra iclas zamanı bu, aktiv müzakirə mövzusu idi. Biz nazirliklərlə birgə sürətli həll tapmağa çalışırdıq. Bildiyiniz kimi bugün epidemiya ilə mübarizə baxımından xüsusilə vacibdir. Cənab Tenqiz Çerçvadzenin rəhbərlik etdiyi klinik qrup olduqca effektiv idi. Bu qrup nəinki Gürcüstandakı klinik vəziyyəti idarə edirdi, hətta bəzən bizim tərəfdaşlarımıza bəzi hallarda məsləhətlər verirdi” – hökumət başçısı qeyd etdi.
Baş nazir, həmçinin Ozurqeti rayonunun 49 kəndinin internetləşdirilməsindən də danışdı və qeyd etdi ki, hər bir Gürcüstan kəndində yüksək keyfiyyətli internet – bu son dərəcə önəmlidir və tez həll olunması lazım olan məsələdir.
“Bugün bizim müzakirə edəcəyimiz növbəti məsələ Ozurqeti rayonunun 49 kəndinin internetləşdirilməsidir. Bu, yüksək keyfiyyətli internetin çatdırılması olacaq. Bu, epidemiya və böhranın bizə göstərdiyi daha bir son dərəcədə vacib çağırışdır. Hər bir gürcü kəndində yüksək keyfiyyətli internet – bu son dərəcədə vacib və sürətli həll olunası məsələdir. Bu, sadəcə fermerlərin normal işləməsi, uşaqlarımızın normal təhsil alması və şəhərdə olduğu kimi normal həyat səviyyəsini kəndlərə aparmağımız üçün gündəlik həyat zərurətinə çevrilir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა