სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

25 ივნისი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი, შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 000 ჰა მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება, ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, უფასოდ, საფასურის გარეშე რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს უკვე 3-წლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესს ოპერირებას გაუმარტივებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, მე რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან უკვე არსებულს დაუკანონებს.

„496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსგავსი დადგენილება იქნება, რომელიც დამატებით 500 დევნილს შეეხება.

„წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები, ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება, დაახლოებით, 500 დევნილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აგრეთვე, პრემიერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ყურადღება დაუთმო მშენებლობის სტიმულირების ღონისძიებებს. მისი თქმით, მშენებლობის სტიმულირების ყველა ნაბიჯი, მიმართულია იმ 25 000 მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელთაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი.

„გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის მიმართულებით, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც წარვადგინეთ, ის პირველი ნაბიჯები, სამთავრობო დონეზე დადგენილების სახით დღეს იქნება მიღებული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ სახლს წლის ბოლომდე სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს, 5 წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სისრულეში მოიყვანონ გადაწყვეტილება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად, მიმართული არის ჩვენი იმ 25 000 მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელთაც უკვე აქვთ იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს,“- განაცხადა პრემიერმა.

აგრეთვე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გიორგი გახარიამ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ და აღნიშნა, რომ ჩვენი ფუნქცია რეგიონში არის, პირველ რიგში, უსაფრთხოება, სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იძენს სულ უფრო მეტ დატვირთვას.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, ჩვენი, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებულები,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კოოპერირება იყოს სულ უფრო და უფრო ეფექტური.

„მათი ქმედითუნარიანობა არის უმაღლეს დონეზე შეფასებული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი კოოპერირება იყოს სულ უფრო და უფრო ეფექტური. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში, ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება, სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იძენს სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir Qiorqi Qaxaria hökumət iclası öncəsi açıqlamalar verdi

Torpaqların sistemli qeydiyyatının yeni, növbəti mərhələsi başlayır, hansı ki, 5 munisipalitetə aid ediləcək: Tetritskaro, Qardabani, Kareli, Qori və Saqareco munisipalitetinin 28 inzibati vahidi. Bu çox vacib məsələdir, çünki 111 000 ha torpaq sahəsi faktiki olaraq tənzimlənəcək, bunun üçün artıq maliyyələşmə mövcuddur – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria bugünkü hökumət iclasında bəyan edib.

Onun sözlərinə görə bütün bunlar kənd təsərrüfatında iqtisadi fəaliyyətin aktivləşməsinə dəstək olacaq.

“Faktiki olaraq, vətəndaşlarımız heç bir xərc çəkməli olmayacaqlar, Ədliyyə Nazirliyi müvafiq infrastrukturla bu məsələni tam həll edəcək. Bu, pulsuz, ödənişsiz yaradılmış tam təşəkküllü kadastr məlumatları olacaq, hansı ki, əlbəttə, kənd təsərrüfatında iqtisadi fəaliyyətin aktivləşməsinə dəstək olacaq, bu çox vacibdir. Bildiyiniz kimi ölkədə sistemli qeydiyyatı sona çatdırmaq üçün hökumətin ayrılmış büdcə ilə 3 illik planı var” – hökumət başçısı bəyan etdi.

Hökumətin bugünkü iclasında Baş nazir digər vacib məsələlərlə yanaşı ərzaq və qida məhsulları ticarəti sahəsində təbii itkilərin silinməsinə də diqqət çəkdi və qeyd etdi ki, bu biznesin idarə edilməsini asanlaşdıracaq.

“Daha bir sevindirici və uzun müddətdir davam edən məsələ ərzaq və qida məhsulları ticarəti sahəsində təbii itkilər məsələsidir, hansı ki, mən özümü xatırladığımdan bəri Maliyyə Nazirliyi və özəl sahə arasında daim mübahisə mövzusu idi. Maliyyə Nazirliyi nəhayət bu qərarı qəbul etdi və faktiki olaraq, bu şərait yaradır ki, bu sahədə təbii itkilər ən asan şəkildə silinsin, bu da əlbəttə ki, biznes sektorunun həyatını və idarə olunmasını asanlaşdıracaq” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Həmçinin Baş nazirin sözlərinə görə Səhiyyə Nazirliyi 496 məcburi köçkün ailəyə yeni ərazi, yeni mənzil verəcək və ya artıq mövcud olanı qanuniləşdirəcək.

“496 ailəyə, məcburi köçkünlərimizə Səhiyyə Nazirliyi yeni ərazi, yeni mənzil təhvil verəcək və ya artıq mövcud olanı qanuniləşdirəcək. Bu irəliyə atılmış daha bir addım və məcburi köçkünlərə qayğı istiqamətinin davamıdır” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Baş nazirin sözlərinə görə ilin sonunadək 500 məcburi köçkünə şamil olunacaq bənzər bir neçə qərar olacaq.

“İlin sonunadək ölkə miqyasında təxminən 500 məcburi köçkünə şamil olunacaq bir sıra bənzər qərarlarımız olacaq” – hökumət başçısı bəyan etdi.

Həmçinin hökumətin bugünkü iclasında Baş nazir tikintinin stimullaşdırılması tədbirlərinə də diqqət ayırdı. Onun sözlərinə görə tikintinin stimullaşdırılmasının hər bir addımı ipoteka krediti olan 25 000 vətəndaşın rifahının yaxşılaşdırılmasına yönəldilmişdir və tikintisinə başlanılmış heç bir inşaatın yarımçıq qalmamasına tam zəmanət veriləcək.

“İnşaat sektoru istiqamətində qərar, təqdim etdiyimizi antiböhran planı, ilkin addımlar hökumət səviyyəsində qərar şəklində bugün qəbul ediləcək. Burada ən vacibi odur ki, ilin sonundadək ipoteka krediti ilə ev alan hər bir vətəndaşın ipoteka faizlərinə 5 il müddətinə dövlət qismən subsidiya edəcək” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Onun sözlərinə görə iqtisadi böhrana baxmayaraq vətəndaşların yaşayış şəritinin yaxşılaşdırılması barədə qərar qəbul etmələrinə imkan verən çox vacib bir addımdır.

“Bu, vətəndaşlarımıza iqtisadi böhrana baxmayaraq yaşayış şəraitinin yaxşılaşdırılması haqqında aldıqları qərarı həyata keçirmək imkanı verən çox mühüm bir addımdır. Bundan əlavə, inşaatın stimullaşdırılmasına istiqamətlənmiş bütün addımlar, tədbirlər, əsasən, artıq ipoteka krediti olan 25 000 vətəndaşımıza yönəldilmişdir və tikintisinı başlanılmış heç bir inşaatın yarımçıq qalmayacağına tam zəmanət veriləcəkdir” – Baş nazir bəyan etdi.

Qiorqi Qaxaria hökumətin bugünkü iclasında, həmçinin ABŞ Dövlət Departamentinin hesabatı haqqında danışdı və qeyd etdi ki, bölgədəki funksiyamız ilk növbədə təhlükəsizlik, bölgədə əmin-amanlıqdır və bu istiqamətdə Amerika Birləşmiş Ştatları ilə əməkdaşlıq getdikcə daha da çox yük qazanır.

“Terrorizm haqqında 2019-cu il göstəricilərinə aid dövlət departamenti hesabatında bizim, Gürcüstanın xüsusi xidmətləri həddən artıq yüksək keyfiyyətlə qiymətləndirilmişdir” – Baş nazir bəyan etdi.

Hökumət başçısı Gürcüstanın strateji tərəfdaşı Amerika Birləşmiş Ştatlarıyla, xüsusilə də təhlükəsizlik sahəsində iş birliyinin hər zaman daha da effektiv olması üçün əlindən gələni etməli olduğunu vurğuladı.

“Onların effektivliyi yüksək səviyyədə qiymətləndirilir və əlbəttə ki, strateji tərəfdaşımız olan Amerika Birləşmiş Ştatlarıyla, xüsusilə də təhlükəsizlik sahəsində əməkdaşlığımızın daha da effektiv olması üçün əlimizdən gələni etməliyik. Biz hamımız yaxşı anlamalıyıq ki, bölgədə öz funksiyamız var, bu funksiya ilk növbədə təhlükəsizlik, bölgədə əmin-amanlıqdır və ABŞ ilə bu istiqamətdə əməkdaşlığımız getdikcə daha da çox yük və məzmun qazanır” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

 


  • პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა