სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა

22 ივნისი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა - 8, ასე თუ ისე, წყაროს ვხედავთ, თუმცა, მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად, მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა შევინარჩუნოთ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რთულ პერიოდში შევდივართ, ვინაიდან მსოფლიოში, გლობალურად, ციფრები იზრდება და უკვე კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 9 მილიონს აჭარბებს.

„რეალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს. ჩვენთან, რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში, პირიქით, იზრდება და აქ, ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ. ეს მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის განზომილებას, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება. გიორგი გახარიას შეფასებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე - ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო პოლიტიკური პროცესი.

„აქ, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას მისცემს.

„არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად, ჩვენ, ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

Baş nazir Hökumətlərarası Koordinasiya Şurasında epidemioloji vəziyyət, konstitusiya dəyişiklikləri və seçki prosesi haqqında danışdı.

Bu gün bizdə 2 yeni koronavirus infeksiyası var, dünən 8 - bu və ya digər şəkildə, mənbəni görürük, amma hərəkətlilik çox yüksəkdir, buna görə vətəndaşları və bəlkə də şirkətləri maksimum məsuliyyət almağa çağırmalıyıq- Bu barədə Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında məlumat verib.

Hökumət başçısının sözlərinə görə, ölkənin sahib olduğu virusun yayılmasına nəzarətin nəticələri qorunmalıdır. Giorgi Qaxaria qeyd etdi ki, çətin bir dövrə qədəm qoyuruq, çünki dünyada insanların sayı qlobal şəkildə böyüyür və artıq koronavirusa yoluxanların sayı 9 milyonu keçir.
“Əslində virusun yayılma sürəti azalmır. Ölkəmizdə, bölgədə, qonşu ölkələrdə, əksinə, böyüyür və burada ikiqat məsuliyyətimiz var. İlk növbədə,əlimizdə olan virusa nəzarət nəticələrini qorumaq. Bu, hökumətin, vətəndaşların və işəgötürənlərin, şirkətlərin birbaşa məsuliyyət zonasıdır və hamımız buradakı məsuliyyəti bölüşməliyik "dedi Giorgi Qaxaria.
Baş nazir konstitusiya dəyişikliklərindən danışdı və qeyd etdi ki, epidemiya ilə mübarizənin ölçüsü, sağlamlıq və iqtisadiyyatdan əlavə, artıq siyasi ölçüyə əlavə olunur. Giorgi Qaxaria'nın fikrincə, ölkənin demokratikləşmə keyfiyyətinin daha da yaxşılaşdırılması istiqamətində seçki sisteminin dəyişdirilməsi irəliyə doğru atılan daha bir addımdır.

“Əvvəlcə parlamentimizin üzvlərini bu uğur və bu nəticə münasibətilə təbrik etmək istərdim. Əlbəttə ki, bu hamımızın gözlədiyimiz bir qərar idi və dəfələrlə demişdik ki, daha proporsional seçki sistemi yeganə yoldur,ki "Bu ölkədəki siyasi mədəniyyət yavaş-yavaş inkişaf etsə, dəyişiklik daha demokratik, Avropa halına gələcək və bizi son hədəfimizə - Avroatlantik inteqrasiyaya aparacaq" dedi Baş Nazir.

Giorgi Qaxaria seçki sistemi ilə bağlı qanunvericilik dəyişikliklərindən sonra, əslində seçki siyasi prosesinin artıq başlayacağını vurğuladı.

"Burada hökumətin öhdəliyi və məsuliyyəti çox böyükdür, həmişə olduğu kimi şəffaf, ədalətli və maksimum demokratik seçkilər keçirə bilək, elə seçkilər, ki, Gürcüstanın daha da demokratikləşməsi istiqamətində daha bir keyfiyyət əlaməti olsun" - deyə Giorgi Qaxaria bildirib.

Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi, bir pandemiya altında seçkilər ölkənin uğurlu təcrübə qazanmasına imkan verəcək qlobal çağırışdır. 

“Seçkilər və pandemiya həm də uğurlu təcrübə qazanma fürsəti verəcək başqa bir ayrı məsələdir,pandemiya vəziyyətindəki seçkilər də qlobal bir problemdir və bu, həyatımızda yeni bir şeydir və burada da çox şey öyrənməliyik, Biliyi sistemləşdirəcəyik və bundan sonra ölkəmizdə daha da güclənmək üçün onu qurumlara buraxacağıq.
Cənab Amiran, düşünün ki, hər gün sağlamlığımız və iqtisadiyyatımızla yanaşı aktiv ictimai və siyasi həyatımız da əlavə olunur, bu da epidemioloji baxımdan nəzərə alınacaq "- deyə Baş nazir Xəstəliklərə Nəzarət Milli Mərkəzinin direktoru Amiran Qamkrelidzeyə müraciət etdi.


  • პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა