სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს

11 ივნისი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს, - გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით, ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა COVID-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს.

11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი და საბაბი ილუზიის შექმნისა, რომ ვირუსი დამარცხებულია. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ეპიდემიოლოგიური აფეთქება მეორედ მოხდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გლობალური პანდემიის დაძლევის პროცესში ერთობლივი მოქმედებისა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან განიხილა როგორც ცხელების კლინიკებსა და 112-ზე შესულ ზარებთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე ტესტირების მაქსიმალურად გაფართოების რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტებს, ივლისში კი ეს რიცხვი 24-მდე გაიზრდება. დღეს ტესტირებების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1500-ია, უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 4500-მდე გაიზრდება, ხოლო შემოდგომისთვის ტესტირების დღიური რაოდენობა 6000-8000-ს მიაღწევს. ამ ეტაპზე, შესაძლო შემთხვევებთან ერთად, ტესტირება ჩაუტარდება მთელ რიგ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობის დადგენილებით უახლოეს პერიოდში განისაზღვრება. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ტესტების მარაგები პერიოდულად იზრდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას აძლიერებს.

Qiorqi Qaxaria – Bütün vətəndaşlar hərarət və ya digər respirator simptomlar aşkar edilən kimi COVID-19 üzrə PCR test edilməsi üçün həkimə müraciət etməlidirlər

Gürcüstan Baş naziri iqtisadiyyatın açılması ilə paralel olaraq artan epidemioloji risklər fonunda müvafiq orqanlara testlərin genişləndirilməsini tapşırır – Qiorqi Qaxaria bu mövzuda bugün işgüzar görüş keçirdi.

Ölkədə COVID-19 infeksiyasının sirkulyasiyası və qadağanedici tədbirlərin yüngülləşdirilməsi fonunda mümkün halların vaxtında aşkarlanması və müalicəsi daha da əhəmiyyət qazanır. Bu məqsədlə bütün vətəndaşlar artan hərarət, öskürək, nəfəs çatışmazlığı və digər respirator simptomlar aşkar olunan kimi 112 və ya ailə həkiminə COVID-19 üzrə laboratoriyada, PCR texnologiya ilə tədqiqat aparılması üçün müraciət etməlidir.

İyunun 11-i üçün olan vəziyyətə görə 6 yeni yoluxma halından 4-nün mənbəyi məlum deyil ki, bu da xüsusilə diqqətli olmaq üçün əsasdır, müvafiq olaraq hökumət və ictimai səhiyyə mütəxəssisləri bir daha əhalini zəruri tədbirlərə ciddi şəkildə əməl etməyə çağırır.

Məhdudiyyətlərin tədricən götürülməsi və iqtisadiyyatın işlək vəziyyətə gəlməsi rahatlamaq üçün əsas kimi görülməməli və virusun məğlub edildiyi xəyalının yaranmasına səbəb olmamalıdır. İşgüzar görüş zamanı ikinci dəfə epidemioloji partlayış olan müxtəlif ölkələrin nümunələri müzakirə edildi. Bir daha qlobal pandemiyanın öhdəsindən gəlinməsi prosesində birgə fəaliyyətin və yüksək ictimai məsuliyyətin vacibliyi vurğulandı.
Baş nazir Səhiyyə Nazirliyi və Milli Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinin rəhbər şəxsləri ilə həm hərarət klinikaları və 112-ə daxil olan zənglərlə bağlı vəziyyəti, həm də testlərin maksimal dərəcədə genişləndirilməsi resurslarını müzakirə etdi. Qeyd edildi ki, bugünə olan vəziyyətə görə Gürcüstanda 18 laboratoriya PCR testləri həyata keçirir, iyul ayında bu say 24-ə qədər artacaq. Bugün ortalama gündəlik test sayı 1500-dür, yaxın gələcəkdə bu say 4500-ə qədər artacaq, payızda isə gündəlik test sayı 6000-8000-ə çatacaqdır. Bu mərhələdə mümkün hallarla bərabər yaxın gələcəkdə hökumət sərəncamı ilə müəyyən olunacaq bir sıra qruplara da test ediləcək. Hökumət başçısının tapşırığı ilə testlərin tədarükü vaxtaşırı artır və Milli Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzi maddi-texniki bazanı gücləndirir.


  • გიორგი გახარია - ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს