საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
11 ივნისი 2020
Ge/Az
გიორგი გახარია - ინფიცირების 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა არ არის ცნობილი, მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ
დღეს, 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან რომლის წყაროსაც, დღეის მდგომარეობით, ვერ ვადგენთ 3 გახლავთ თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გახსნა ეკონომიკა და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ ყოველდღიურად, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს. უნდა გვესმოდეს რომ 4 ახალი შემთხვევა რომლის წყაროც დღეს დაუდგენელია დიდი რისკის შემცველია. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის, ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც საგანგაშოა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რაც გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ მინდა, თითოეულ უწყებას, მოქალაქეს მოუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, სამედიცინო თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კრიზისს მარტო, ამიტომ გვმართებს ურთიერთთანადგომა,“- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყოველდღიურად კავშირზეა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან.
„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. მისივე თქმით, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად, ყოველდღიურად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრები და ჩვენ უკვე მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ, ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარია, ყურადღება შიდა ტურიზმზე გაამახვილა. მისი თქმით, შიდა ტურიზმის გახსნა ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ბიზნესოპერატორს და მოქალაქეს მართებს სიფრთხილე.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ელოდება ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობასთან დაკავშრებით.
“ორშაბათიდან, 15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით დასვენების და უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე, ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, ბიზნესოპერატორს, თითოეულ მოქალაქეს მართებს სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრიობას, რომელზეც საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ივლისიდან პენსიის გაზრდასა და ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე გაამახვილა.
„მინდა შევეხო ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა. ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელშიც გადაზღვეულია, როგორც ქვეყნაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა ასევე, ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შეგხვდეს, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებით ქვეყანამ შეინარჩუნა პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გამოცხადებული იყო წლის დასაწყისიდან.
„მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ პირველი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები. არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად შესთავაზოს პენსიონერებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, წელს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 58 სოფელს მიენიჭა და დღეის მდგომარეობით, 1800 დასახლებულ პუნქტს ასეთი სტატუსი აქვს.
„რადგან აღვნიშნეთ მაღალმთიან სტატუსის მატარებელ რეგიონებში განსაკუთრებული პენსიის ზრდა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ წელს დამატებით 58 სოფელს მივანიჭეთ ეს სტატუსი და დღეის მდგომარეობით 1800 დასახლებულ აქვს ესეთი სტატუსი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აგრეთვე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
„მინდა ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის 4 წელია უკვე ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით, ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და კულტურული მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს სერიოზული წვლილი მიუძღვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ქეთევან ციხელაშვილი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.
„გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით, ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. თუ ვინ შეცვლის ქალბატონ ქეთევანს, ამ ძალზედ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Giorgi Gaxaria - 6 yoluxma hadisəsindən 4-nin mənşəyi bilinmir, mən hər bir vətəndaşı son dərəcə ehtiyatlı olmağa çağırmaq istəyirəm.
Bu gün, 11 iyun tarixində 6 yeni yoluxma hadisəsi var. Bu, ilk baxışdan çox deyil, lakin bu 6 hadisədən 4-nün mənşəyi, olduqca narahatdır, bu günə qədər məlum deyil və bu 4 infeksiyanın mənbəyi, bu günə qədər müəyyənləşdirə bilmədiyimiz, Tiflisdə 3-dür, - Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria bugünkü hökumət iclasında bəyan etdi.
Hökumət iqtisadiyyatı açdı və vətəndaşlara gündəlik olaraq daha az məhdudiyyətlərlə yaşamağa imkan verən qərarlar qəbul etsə də, virusun məğlub olduğu xəyali olmamalıdır.
“Hamımız başa düşməliyik ki, iqtisadiyyatı açsaq da, vətəndaşlarımızın gündəlik olaraq daha az məhdudiyyətlə yaşamalarına imkan verən qərarlar qəbul etdik, adi iqtisadi fəaliyyətimizi davam etdirmək üçün unutmamalıyıq və heç kimin virusun məğlub edildiyi illüziyası olmamalıdır və bu nə ola biləcəyinin yaxşı bir nümunəsidir. Bu gün mənbəyi bilinməyən 4 yeni hadisənin böyük risk altında olduğunu başa düşməliyik. Bunlar əslində 4 yeni qrupdur ki, bu infeksiyanın harada, nə vaxt və harada baş verdiyi barədə heç bir məlumatımız yoxdur, bu da narahatlıq doğurur. Heç bir halda bu addımları atmamalıyıq, əlimizdə olanı itirməmək üçün son dərəcə diqqətli və ehtiyatlı olmalıyıq. Dünyada ikinci epidemioloji yayılmanın bu gün necə baş verdiyinə dair bir çox nümunə var. Buna görə hər bir agentliyi, vətəndaşı son dərəcə ehtiyatlı və ehtiyatlı olmağa çağırmaq istəyirəm, bu son dərəcə vacibdir. Bu, həm epidemioloji, həm tibbi, həm də iqtisadi cəhətdən qlobal bir böhrandır və heç bir ölkə böhranı təkbaşına həll edə bilməz, buna görə də qarşılıqlı dəstəyə ehtiyacımız var "dedi Baş nazir.
Giorgi Qaxaria, Ermənistanın Baş naziri ilə gündəlik təmasda olduğunu qeyd etdi.
"Əlbəttə, Səhiyyə Nazirliyinin qarşısında Gürcüstanın qonşu Ermənistana göstərə biləcəyi köməyə hazırlaşmaq vəzifəsi var" dedi Baş nazir.
Giorgi Gaxaria bunun ilk növbədə tibb işçilərinə kömək edəcəyini izah etdi. Onun sözlərinə görə, qonşularımız tərəfindən belə bir müraciət edilib.
“Bildiyiniz kimi, yaxın vaxtlarda qonşu ölkələrimizdə vəziyyət olduqca gərginləşdi. Şəxsən mən Ermənistanın Baş naziri ilə, həmkarlarım, Səhiyyə, İqtisadiyyat və Xarici İşlər Nazirləri ilə gündəlik əlaqədəyəm və qonşularımızın hansı köməyə ehtiyacı olduğunu artıq müəyyənləşdirdik. Burada qarşılıqlı dəstək son dərəcə vacibdir "dedi Baş nazir.
Giorgi Qaxaria daxili turizmə diqqət yetirdi. Dedi ki, daxili turizmin açılması turizm sektoruna daha sürətli bərpa etmək imkanı verir, lakin hər bir biznes operatoru və vətəndaş ehtiyatlı olmalıdır.
Onun sözlərinə görə, Gürcüstan hökuməti bu istiqamətdə müvafiq qərarlar gözləyir və bundan sonra yaşıl zonalarla bağlı ikitərəfli razılaşmaların tədricən icrası barədə qərar qəbul ediləcək.
“Bazar ertəsi, 15 İyundan etibarən daxili turizm açacağıq. Bu düzgün qərardır. Bu, vətəndaşlarımıza istirahət etmək və ölkə daxilində daha çox səyahət etmək imkanı verir. Ayrıca turizm sektoruna daha sürətli bərpa etmək imkanı verir, lakin hər birimiz, bir iş operatoru, hər bir vətəndaş diqqətli olmalıyıq. Bildiyiniz kimi, Avropa Birliyi daxildə necə hərəkət etmək və ya Avropa İttifaqının üçüncü ölkələrlə turist axınlarını idarə etmək məsələsində nə ilə əlaqəli olacağı ilə bağlı hələlik qərar qəbul etməyib. Biz bu qərarlar gözləyirik və bundan sonra Xarici İşlər və Səhiyyə nazirliklərinin fəal işlədikləri yaşıl zonalarla bağlı ikitərəfli sazişlərin mərhələli şəkildə icrası barədə qərar verəcəyik "dedi Giorgi Gaxaria.
Baş nazir, hökumətin bugünkü iclasında, iyul ayından etibarən pensiyaların artırılması və böhran əleyhinə büdcəni müzakirə etdi.
“Maliyyə Nazirliyinin və bütün iqtisadi qurumların sistemli şəkildə işlədikləri böhran əleyhinə büdcəyə toxunmaq istərdim. Bu, həqiqətən də ciddi bir işdir, ölkədə mümkün infeksiyaların ikinci dalğası, eləcə də ilin sonuna qədər üzləşə biləcəyiniz bütün sosial risklər təkrar sığortalanır. - Giorgi Qaxaria dedi.
Hökumət başçısının sözlərinə görə, büdcə variantları ilə ölkədə ilin əvvəlində elan edilmiş pensiyaların artırılması planını qorudu.
"Maliyyə Nazirliyinə təşəkkür edirəm və vurğulamaq istərdim ki, ilin əvvəlindən elan etdiyimiz pensiya artımı planını bu büdcənin parametrləri ilə qoruduq. Əlbəttə, ilin əvvəlində ölkənin iqtisadi parametrləri tamamilə fərqli idi. Bu saxlanılan mexanizmlər ilə təqaüdçülərimiz, 1 iyul tarixindən etibarən 70-dən yuxarı olan təqaüdlərini 30 lari artıracaq, pensiyaları 250 lariyə çatacaqdır, bundan əlavə, dağlıq kəndlərdə yaşayan təqaüdçülərimiz daha çox pensiya alacaq və pensiya müavinətləri 300 lari olacaq. Bundan əlavə, vacib olan budur ki, bu il hər il pensiyaların artırılmasına zəmanət verən sığorta mexanizmlərini tətbiq edə bildik. Bu artım həm inflyasiya, həm də 70 yaşdan yuxarı pensiyaçıların 80% iqtisadi artım tempi ilə əlaqəli olacaqdır. Daha da vacib olanı, alt kilidlərin dizayn və sabit olmasıdır. Heç bir halda, hər hansı bir iqtisadi böyümə və ya inflyasiya tempi altında təqaüdçülərimizin hər birinə 20 lari və 70 yaşdan yuxarı 25 lati təmin ediləcəkdir. Bu, ölkəmizin təqaüdçülərə zəmanətli təklif edə biləcəyi minimumdur. Əlbəttə ki, bunun kifayət olmadığını başa düşürük və hər il pensionerlərimizin vəziyyətinin yaxşılaşdırılması üçün daha da çox çalışmalıyıq "dedi Baş nazir.
Onun sözlərinə görə, bu il əlavə 58 kəndə dağlıq yaşayış məntəqələri statusu verilib və bu günə kimi 1800 yaşayış məntəqəsi belə statusa malikdir.
"Qeyd ettiyimiz kimi yüksək dağ statuslu bölgələrdə xüsusi pensiyaların artırılmasını, xüsusi vurğulamaq istərdim ki, bu il bu statusu əlavə 58 kəndə verdik və bu gün 1800 sakin belə bir statusa sahibdir "dedi Giorgi Gaxaria.
Ayrıca, bugünkü hökumət iclasında Gürcüstanın Baş naziri, Barışıq və Vətəndaş Bərabərliyi üzrə keçmiş dövlət naziri Ketevan Tsikhelashviliyə etdiyi işlərə görə təşəkkür etdi.
Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi, o, "daha yaxşı gələcəyə doğru addım" da daxil olmaqla bir çox vacib təşəbbüslərə sahibdir.
“Ketevan Tsikhelashviliyə gördüyü işlərə görə təşəkkür edirəm. Təxminən 4 ildir ki, Gürcüstan hökumətində çalışır. Bu, "daha yaxşı gələcəyə addım" daxil olmaqla bir çox vacib təşəbbüslərlə əlaqələndirilir, hansısa ciddi, irəliyə doğru addım, işğal xəttimizin hər iki tərəfində yaşayan vətəndaşlarımız üçün normal şərait yaratmaq cəhdi, və iqtisadiyyat, biznes, sosial və mədəni də daxil olmaqla müxtəlif sahələrdə vətəndaş körpülərini yenidən qurun. Ketevan xanım buna ciddi töhfə verəcək "dedi Giorgi Gaxaria.
Baş nazirin sözlərinə görə, Ketevan Tsikhelashvili diplomatik xidmətdə işini davam etdirəcək. Onu əvəzedicisinə gəlincə, hökumət başçısının sözlərinə görə, bu barədə ictimaiyyətə daha sonra məlumat veriləcəkdir.
"O, diplomatik cəbhədə işini davam etdirəcək və əminəm ki, onun keyfiyyətləri, biliyi və təcrübəsi kömək edəcəkdir və ölkəmizdəki diplomatik nailiyyətlərimizi Avropa istiqamətində daha da dərinləşdirəcək və ucaltacaq.Bu çox məsuliyyətli vəzifədə Ketevan xanımı kimin əvəz edəcəyu barədə daha sonra ictimaiyyətə məlumat verəcəyik "dedi Giorgi Gaxaria.