სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება

01 ივნისი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება

„დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის. დღეს გვაქვს ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინ წინ 9, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ესაა გლობალური პანდემია. ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს ვირუსს. ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო ორი დღის განმავლობაში გაჩნდა ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი, ერთი თბილისში და ერთი - მარნეულში, სოფელ მარეთში. ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაშინ როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მარტივია და შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ეკონომიკა გახსნას და ადამიანებს მისცეს საშუალება, აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ Covid-19-მდე ჰქონდათ.

„ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც უწევს მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს.

„ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ Covid-19-მდე ჰქონდათ, შემოსავალი რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება. ამიტომ ის გეგმები, რომელიც მთავრობას გააჩნია, ეკონომიკის გახსნის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად. სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი - დავიცვათ წესები, მეორე -ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ აუცილებელია წესების დაცვა.

„ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Qiorqi Qaxaria – Biz buradan daha da güclənmiş şəkildə çıxacağıq, Gürcüstan böhranı effektiv şəkildə idarə etdiyini, adaptasiyanı, səhiyyə sistemini gücləndirməyi bacardığını hər kəsə sübut edə biləcək

“Bugün hökumətin qərarı ilə bir çox iqtisadi fəaliyyət açılır, ictimai nəqliyyatın tamamilə işləməyə başlamasından sonra açıq restoranlar, ticarət mərkəzləri, mollar, bütün növ bazarlar açılmışdır, faktdır ki, bu ölkədə insanların şəhərlərdə mobilizə olunmasını artırır və bu da virusun yayılması üçün daha çox risk yaradır. Bugün 11 yeni yoluxma halı var, dünən 26 idi, sırahagün 9, bu gözlənilən idi, amma hamımız anlamalıyıq ki, virusu hələ məğlub etməmişik. Ayrıca götürülmüş bir ölkədə virusu məğlub etmək mümkünsüzdür. Bu qlobal pandemiyadır. Ayrı götürülmüş heç bir ölkə virusu məğlub edə bilməz. Bu qlobal çağırış, çətinlikdir və onun üzərində qələbəni dünya birgə qeyd etməlidir. Buna görə də bizim əsas vəzifəmiz virusun yayılmasına zaman və məkanda effektiv nəzarət etməkdir. Son iki gün ərzində ölkədə iki yeni klaster meydana gəldi, biri Tbilisidə, biri Marneulidə, Mareti kəndində. Bizim vəzifəmiz virusun yayılmasına necə ki zamanda sürətlə, eləcə də coğrafi olaraq, məkanda effektiv nəzarət etməkdir, amma elementar qaydalara riayət etmək hər birimizin məsuliyyətidir və hər bir vətəndaşımızı hər zaman qoruyucu maska taxmağa, xüsusilə də ictimai nəqliyyatda, ictimai yerlərdə olarkən maskadan istifadə etməyə çağırmaq istəyirəm, bu son dərəcə vacibdir. Bəlkə də kiməsə elə gəlir ki, bu adi bir şeydir, bu həddən artıq vacibdir və hamımızın edə biləcəyi, sadə vətəndaş məsuliyyətidir” – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria İdarələrarası Koordinasiya Şurasının görüşü bitdikdən sonra brifinq zamanı bəyan etdi.

Onun sözlərinə görə hökumət iqtisadiyyatın açılması və insanlara Covid-19-a qədər sahib olduqları gəliri geri qaytarmaq imkanı vermək üçün hər şeyi edir.
“Biz iqtisadiyyatı yavaş-yavaş açmağa məcburuq və əsla geri qayıtmaq, iqtisadiyyatı növbəti dəfə və ya yenidən bağlamaq istəyimiz yoxdur” – Baş nazir bəyan etdi.

Qiorqi Qaxarianın qeyd etdiyinə görə hökumət gəlirini itirmiş vətəndaşlara etdiyi sosial yardımı dərk edir.
“Bu sosial yardım yetərli deyil, buna görə də iqtisadiyyatı açmaq və insanlara Covid-19-a qədər sahib olduqları gəlirləri bərpa etmək imkanı vermək üçün hər şeyi edirik, onlar bu gəliri ailələrinə aparmalı və ilin əvvəlində mövcud olan həyat səviyyəsini qaytarmalıdırlar. Bu bizim bir-birimizə borcumuzdur. Buna görə hökumətin iqtisadiyyatın açılması, turizmin açılması kimi planları, hər şey son dəcərəcə diqqətlə və ağılla həyata keçiriləcəkdir. Başqa cür biz vətəndaşlarımızın sağlamlığını riskə ata bilmərik və atmarıq” – Baş nazir qeyd etdi.

Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə Gürcüstan böhranı effektiv şəkildə idarə etdiyini, adaptasiya və səhiyyə sistemini gücləndirməyi bacardığını hər kəsə sübut edə biləcəkdir.

Bizim əsas çağırış və vəzifəmiz aşağıdakılardır, birincisi – qaydalara riayət etmək, ikincisi – maskalar taxmaq. Səhiyyə Nazirliyi və hökumət effektiv planı həyata keçirmək üçün hər şeyi edəcəkdir, bu plan virusun sürətli aşkarlanması, sürətli müalicə olunması və insanın cəmiyyətə qaytarılmasından ibarətdir. Bizim etməli olduğumuz budur – Baş nazir qeyd etdi.

Onun sözlərinə görə Gürcüstan turizmi açan ilk ölkələrdən biri olmalıdır. Buna görə qaydalara riayət etmək vacibdir.
“Bizə qaydalara riayət etmək, qoruyucu maska gəzdirmək, sosial məsafəni qorumaq, bir-birimizin qayğısına qalmaq, ən əsası ölkəmizin iqtisadiyyatının qeydinə qalmaq mövzusunda vətəndaşlarımızın köməyi lazımdır və mənə inanın ki, biz buradan daha da güclənmiş şəkildə çıxacağıq və Gürcüstan virusu effektiv şəkildə idarə etdiyini, adaptasiyanı bacardığını, virusu sürətlə aşkarlamaq, sürətlə müalicə etmək və insanı iqtisadi fəaliyyətinə tez bir zamanda qaytarmaq üçün səhiyyə sisteminin gücləndirilməsini bacardığını hər kəsə sübut edə biləcək. Biz turizmi açan ilk ölkələrdən biri olmalıyıq. Buna görə də qaydalara riayət edək” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


  • გიორგი გახარია - ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება