საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
28 მაისი 2020
Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ აზრს და ფასს, თუ ჩვენ ეკონომიკა ეტაპობრივად, ნელ-ნელა არ გავხსენით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად უაზრო და უშედეგო იქნება, თუ მთავრობამ ჯანდაცვის სფეროში წარმატებების პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად არ აღადგინა.
„დღეს საქართველოში გვყავს 3 ახალი ინფიცირებული. აქედან 2, სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ხოლო ერთი - სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. ყველას უნდა გვესმოდეს - ის, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ არის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი დეველოპმენტი. მისი თქმით, აღნიშნული სექტორი კრიზისამდე, პანდემიამდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს შეადგენდა.
„პირველი ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. მეორე გეგმა იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ზრუნვა ფერმერზე, გლეხზე და სოფელზე, ხოლო მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს. მშენებლობა და დეველოპმენტი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად პირდაპირ დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი, ირიბად დაახლოებით ამდენივეა დასაქმებული. მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი უაღრესად დიდია. მასზეა დამოკიდებული ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები, სხვადასხვა სახის ტექნიკით და აღჭურვილობით ვაჭრობა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო კომპანიების და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება „აქსის თაუერსში“, რომლის მშენებლობა 2008 წლამდე დაიწყო და ის ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს“ დახმარება.
„სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ მთავრობის მიერ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. მხოლოდ ერთეულმა კომპანიებმა გაუძლეს მაშინდელ კრიზისს. სამშენებლო კომპანიების გარდა, მაშინ მიგდებულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დღგ-ს გადახდაზე შეღავათები, რომლის შედეგად მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაცოცხლდა. შემდეგ მერიამ დაიწყო თავისი პროგრამები, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით და კიდევ ათასობით ადამიანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. რაც მთავარია, ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცოცხლებულიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს“ დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ. პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი სისტემური პროექტი არ გაჩერებულა.
ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ, ის რაც ეკუთვნით. იმედია, უახლოეს პერიოდში, ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში, 25 000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტის და სამშენებლო კომპანიებისთვის. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში, დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში, ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ და განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და შევიმუშავეთ აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული პროგრამა. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის 4 პროცენტს, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებით, დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოიცვა. პრემიერ-მინისტრის ცნობით, მთავრობა 150 მილიონ ლარს მიმართავს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დევნილების 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას.
„აბსოლუტურად გონივრული, გააზრებული ნაბიჯია, რომ მე-4 ანტიკრიზისული პროგრამა უნდა იყოს მიძღვნილი სამშენებლო და დეველოპერული სექტორისთვის და ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის და დეველოპერების დახმარება, ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დახმარება. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის. არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო მერიის ის პროგრამა, რომელზეც ვფიქრობთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავავრცელოთ - ეს არის 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება. 9 პროექტი უკვე განხილული და დაკმაყოფილებულია, რაც დახლოებით 3500 ოჯახს ეხება და უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა, რომ საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდა, ბინა და საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს. 2019-2020 წლებში საქართველოს 25 000 მოქალაქეს აქვს, 25 000 იპოთეკური კონტრაქტი გაფორმებული იმ ბინათმშენებლობის პროექტებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ეს პროექტები დასრულდეს და ეს ადამიანები 2008 წლის კრიზისის მსგავსად, არ დარჩნენ ქუჩაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, თბილისის მერიას და დეველოპერულ სექტორს.
„ეს უაღრესად მნიშნველოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური პროგრამა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს - იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემა არის ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპუტატები, თბილისის მერი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Baş nazir inkişaf sektorunu dəstəkləmək üçün böhran əleyhinə bir plan təqdim etdi
Epidemioloji olaraq, virusa nəzarət baxımından uğurlarımız bütün mənasını və qiymətini itirəcəkdir,əyər biz İqtisadiyyatı addım-addım açmasaq, Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria inkişaf sektorunu dəstəkləyən anti-böhran planının təqdimatı zamanı söylədi.
Giorgi Gaxaria-ya görə, bunlar bir-biri ilə əlaqəli məsələlərdir ki, virusla mübarizədəki bütün qələbələr qlobal mənasız və təsirsiz olacaqdır,əyər hökumət, səhiyyə sahəsində uğurla paralel olaraq, Gürcüstan iqtisadiyyatını mümkün qədər tez və effektiv şəkildə bərpa etməsə.
“Bu gün Gürcüstanda 3 yeni yoluxmuş insanımız var.Bunlardan ikisi təəssüf ki, tibb sahəsindədir, biri qonşu ölkələrdən birindən gələn bir yük maşınının sürücüsüdür. Hamımız başa düşməliyik,ki, virusun sürətini və coğrafiyasını idarə etdiyimizi, virusu məğlub etdiyimiz demək deyil. Bu, sadəcə virusa nəzarət etdiyimiz və nəzarətin keyfiyyəti birbaşa davranışımızdan, tibb işçilərinin tövsiyələrinə necə əməl etməyimizdən və bir-birimizə necə qayğı göstərməyimizdən asılıdır. "- dedi hökumət başçısı.
Giorgi Gaxaria, anti-böhran planının dördüncü mərhələsinin niyə inkişaf olduğunu izah etdi. O, böhrandan əvvəl sektorun ölkənin ümumi daxili məhsulunun 9 faizini təşkil etdiyini söylədi.
“İlk anti-böhran planı turizm sektorunu dəstəkləmək məqsədi daşıyır və tamamilə məntiqlidir. İkinci plan əkinçilik üçün - fermerə, kəndli və kəndə qayğı, üçüncüsü isə təhsil idi və bu gün tikinti və inkişaf üçün dördüncü anti-böhran planı haqqında danışırıq. İnşaat və inkişaf ən sürətli böyüyən sektor idi və bu sektorda 120.000 insanın tam məşğulluğuna əlavə olaraq, bir çoxu dolayı yolla işlədi. İnşaatın və ötürülmənin təsiri son dərəcə böyükdür. Bu tikinti materialları, mebel istehsalı, təmir işləri, müxtəlif texnika və avadanlıqların ticarəti kimi məhsullardan asılıdır. Bu təkcə tikinti şirkətlərinin və inkişaf etdirici şirkətlərin köməyi demək deyil, bu, vətəndaşlarımızın köməyi deməkdir. "- Baş nazir vurğulayıb.
Hökumət başçısının sözlərinə görə, bu proqramın tikintisi 2008-ci ildən əvvəl başlanan Axis Towers-də təqdim olunması simvolikdir və Kartu Fondunun köməyi olmadan edilə bilməzdi.
"Bu proqramı burada, 2008-ci ildən əvvəl başlayan və 2008-ci il böhranından sonra bu sektorun hökumət tərəfindən tamamilə tərk edildiyi binada təqdim edəcəyimiz simvolikdir. O dövrdə yalnız bir şirkət böhrana tab gətirdi. İnşaat şirkətləri ilə yanaşı, bir mənzil tikib mənzil şəraitini yaxşılaşdırmağı ümid edən vətəndaşlarımız da qəbul edildi. Minlərlə insan idi. 2012-ci ildən bəri hökumət illərdir bu problemi həll etməyə çalışır.
2008-ci ilə qədər tikinti icazələri üçün ƏDV-dən azad edilən ilk proqramı xatırlayırsınız və bu zaman bir neçə mühüm layihə canlandırılmışdı.
Sonra Bələdiyyə 2013-cü ildə verilmiş bina icazələri ilə əlaqədar proqramlarına başladı və daha minlərlə insan yaşayış şəraitlərini yaxşılaşdıra bildi. Ən başlıcası, tarixi tikinti şirkətlərinə həyata gəlmək və işlərini davam etdirmək imkanı verildi.
Hər şeydən vaz keçsəkdə, 2008-ci ildən əvvəl başlayan bu xüsusi layihə Kartu Fondunun köməyi olmadan mümkün olmazdı. Bu, tikintinin davam etməli olduğunu sübut edir və bu ölkənin qurulması üçün əlimizdən gələni etməliyik.
Nəticədə tikinti çalışdığımız və gördüyümüz işlərdən bir saniyə dayanmamalıdır. Eyni zamanda, vəba xəstəliyinə baxmayaraq, sistem layihələrinin heç biri dayanmadığını söyləyə bilərik. 2008-ci ilin ən pis böhranından keçmiş şirkətlər, 2008-ci il böhranını yaşayan və hələ də aid olduqlarını əldə etmək reallığı ilə mübarizə aparan vətəndaşlarımız qarşısında xüsusi bir məsuliyyət daşıyırıq. Ümid edirəm ki, yaxın gələcəkdə bunu birlikdə edə biləcəyik "dedi Giorgi Qaxaria.
Baş nazir son 2 ildə, 2019 və 2020-ci illərdə, hələ başa çatmamış tikinti layihələri üçün 25 min ipoteka krediti və müqavilə imzalandığını vurğuladı. "Əlbəttə, biz, hökumət,bu insanları yolun ortasında tərk edə bilməyəcəyik və bu tikinti şirkətlərinin taleyini tərk edə bilməyəcəyik. Buna görə Dördüncü Böhran Əleyhinə Plan inkişaf və tikinti şirkətlərinə həsr edilmişdir. Buna görə biz ilk növbədə yaşayış şəraitinin yaxşılaşdırılması prosesinə başlamış və ya müqavilə öhdəlikləri olan vətəndaşlara kömək üçün bu addımı atırıq, yaxud onsuz da əmanətləri var və yaşayış şəraitlərini yaxşılaşdırmağı planlaşdırır.
Əlbəttə ki, inşaat sektoruna tamamilə real və konkret bir proqram hazırladıq. Bu proqramdan yalnız bir neçə məqamı sadalayacağam:
Gürcüstan hökuməti ilin sonuna qədər imzalanacaq beş il müddətinə bütün ipoteka müqavilələrinin 4 faizini subsidiya edəcək, yəni tikinti bazarında real tələbat yaradacaqdır.5 il ərzində yanınızda olacağıq və yaşayış şəraitini yaxşılaşdırmaq qərarına gələn hər bir vətəndaşımıza kömək edəcəyik "dedi. Giorgi Qaxaria.
Hökumət başçısının sözlərinə görə, son aylarda böhran dövründə hökumət bir çox sosial qrupları konkret addımlar və yardımlarla əhatə etmişdir. Baş nazirin sözlərinə görə, hökumət ilin sonuna qədər məcburi köçkünlər, 1800 ailə üçün üç qat daha çox tikinti müqaviləsi üçün 150 milyon Lari xərcləyəcəkdir, bu o deməkdir ki, təxminən 6000 nəfərdən olan 1800 məcburi köçkün ailəsi üç il əvvəldən mənzil alacaqdır. "4-cü böhran əleyhinə proqramın inşaat və inkişaf sektoruna həsr olunması tamamilə ağlabatan, yaxşı düşünülmüşdür. Bu, yalnız inşaat və inkişaf etdiricilərə kömək etmək deyil, vətəndaşlarımızın hər birinə kömək etməkdən ibarətdir."Əlbəttə ki, bu likvidlik ilə birbaşa kömək, tikinti şirkətləri üçün birbaşa tələbatın ödənilməsidir.
Bələdiyyənin ölkə daxilində yayılmağı düşündüyümüz proqramı vurğulamaya bilmərəm - bu, 2013-cü ildən əvvəl verilmiş tikinti icazələrinə xüsusi güzəştlər etməkdir. Artıq 3500 ailəyə aid 9 layihə müzakirə edilmiş və razı qalmışdır və 30-dan çox layihə artıq baxılmaqdadır. Bunlar, son 10 il ərzində yaşayış şərtlərini yaxşılaşdırmağı,bir mənzil və bir yaşayış sahəsinə sahib olmağı gözləyənlərdir. Bu, xüsusilə 2008-ci ildəki böhrandan sonrakı vəziyyət və böhranlı tikinti şirkətləri ilə əlaqədardır. 2019-2020-ci illərdə Gürcüstanın 25.000 vətəndaşı, hələ tamamlanmamış mənzil layihələri üçün imzalanan 25.000 ipoteka müqaviləsi var.
Əlbəttə ki, hökumət bu layihələrin tamamlandığına və bu insanların 2008-ci il böhranı kimi küçələrdə qalmadığına qayğı göstərəcək”dedi Giorgi Gaxaria.
Baş nazir anti-böhran planının hazırlanmasında fəal iştirak etdiklərinə görə Milli Banka, Tbilisi meriyasına və inkişaf sektoruna təşəkkür etdi.
“Bu çox vacib bir addımdır. İdeal bir proqram olmaya bilər, amma iqtisadiyyatımız üçün, inkişaf səviyyəmiz üçün bu, mümkün qədər bütün sosial qrupları əhatə edən ən optimal addımdır-Gələcəkdə ipoteka krediti vermiş insanlar, məcburi köçkünlərimizə kömək edəcək və əlbətdə ki, əsas məqsədimiz olan sektorda iş yerlərini qorumaq üçün əlimizdən gələni edəcəyik. İndi növbəti anti-böhran planının nə olacağını düşünürük və ehtimal ki səhiyyə olacaq. Səhiyyə sistemi dövlətin ciddi dəstəyinə ehtiyacı olan bir sistemdir "Baş nazir qeyd etdi.
Gürcüstan Hökumətinin İqtisadi Hökumətinin üzvləri inkişaf sektorunu dəstəkləmək üçün anti-böhran planını təqdim edirlər, Milli Bankın prezidenti, millət vəkilləri, paytaxt Tiflisin meri, Birgə İnvestisiya Fondunun rəhbəri, İnvestisiya Şurasının katibi, İş Ombudsmanı və tikinti-inkişaf sektorunun nümayəndələri iştirak edirdilər.