სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე

22 მაისი 2020


Ge/Az/Am

გიორგი გახარია - ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე

ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საკოორდინაციო საბჭოს როლს Covid-19-თან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული სისტემური კოორდინირება პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს, ყველა მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ ეს საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ზუსტად ორი თვის შემდგომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის და არ ნიშნავს, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე, როგორც გლობალურად. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმართულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე, ორი მიმართულებით ბრძოლა, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული სისტემური კოორდინირება პანდემიის შეჩერების და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს, ყველა მიმართულებით. ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული. ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, იმისთვის რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, არავის უნდა მივცეთ საშუალება, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საფრთხეების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, შემდგომ ეხება უკვე ეკონომიკის აღორძინებას, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას და შემდგომ ეხება ქვეყნისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან ხარისხიან არჩევნებს წლის ბოლოს. აქ დათმობის არც უფლება, არც შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ჩვენს ნაბიჯებში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ. არავის უნდა მივცეთ საშუალება, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საფრთხეების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს; ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები. აგრეთვე, უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვართ იძულებულები, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის. მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, თუ საქართველო არის წარმატებული Covid-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ რიგში, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად 2, 5 და შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახები არჩინონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა.

„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები, რომელსაც გავაგრძელებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, კომუნიკაცია. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტიურად ახლა შედის პიკში. ის, რაც ხდება სომხეთში, რაც ხდება რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს. ეს არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ ნელ-ნელა ტურიზმი, ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ პოზიციები არ დავკარგოთ. მარტივია - ჩვენ კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ამიტომ, ძირითადი გასაღები არის იმაში, რომ ამ კრიზისს ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად მივიღეთ ეფექტური ნაბიჯები. ამ ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად, საკონსტიტუციო პროცესი იქნება ეს თუ საკანონმდებლო ჩარჩო იქნება, ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ უკან დავიხიოთ. ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაწესებულია იმისათვის, რომ მისი უპირველესი ღირებულება არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ კრიზისიდან როდესაც გამოვალთ, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო. ჩვენც ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა, ფრთხილად ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, წელს არის საარჩევნო წელიწადი და კარგი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების, მთლიანად გუნდის ვალდებულება, რასაც წარმატებით გაართმევენ თავს.

„ყველაფერთან ერთად, მთავრობას აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოდით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი. ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მოქალაქისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეზღუდვის სახით, ხელი შევუშალოთ ქვეყანაში ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა, სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას, გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექტურად ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს დაქვემდებარებაში შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალური მასშტაბით და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა, თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენდნენ. აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა.

„მე მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას. ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ შემდეგი, რომ ჩვენ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა, გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო, დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული ზაფხულის თვე, შემოდგომამდე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ უკვე გაჩნდა ასეთი ლექსიკა, პირველი ტალღის ეტაპზე, ამიტომ, საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და პოლიტიკური პროცესი, არჩევნებზე ზრუნვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Giorgi Gaxaria - İnsan sağlamlığı və həyatı bütün dövrlərdə hökumət üçün prioritet olacaq və heç kim hökumətin və dövlətin, insanların sağlamlığına qayğı göstərməli olduğu məhdudiyyətlərin davam etdirilməsinin qarşısını ala bilməyəcəkdir.

Dünən kəşf etdik ki, insanları riskə atan və insan sağlamlığı və həyatı üçün təhlükə yarada biləcək siyasi maskarad şəklində yeni bir cəbhə açmışıq, istəyirəm ki, hamı birmənalı şəkildə bilsin - əlbəttə ki, bütün mərhələlərdə hökumət üçün prioritet insan sağlamlığı və həyatı olacaq və heç kim lazım olan məhdudiyyətlərin davam etdirilməsinin qarşısını ala bilməyəcəkdir, hökumətin və dövlətin ilk növbədə insanların sağlamlığına qayğı göstərmələri üçün, - Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında bəyan etdi.

Hökumət başçısı Covid-19 ilə mübarizədə Koordinasiya Şurasının rolunu vurğuladı və qeyd etdi ki, bu şura pandemiya ilə bütün istiqamətlərdə səmərəli mübarizə aparmaq üçün tam sistemli işləri əlaqələndirən qurumdur.

“Bildiyiniz kimi, bu koordinasiya şurası yanvarın 28-də yaradıldı və bu, Gürcüstanda heç bir yoluxma hadisəsinin qeydə alınmadığı dövr idi. Ölkədə infeksiyanın yalnız bir ay sonra olduğu bildirildi. Düz iki ay sonra ölkədə fövqəladə vəziyyət elan edildi və bu gün rəsmi olaraq fövqəladə vəziyyətin qaldırılması istiqamətində bir addım ata bilərik, ancaq bu, hər şeyin yaxşı olduğunu və pandemiyanın məğlub olduğunu bildirmir. Dünyada olduğu kimi, Gürcüstanda da pandemiya məğlub olmayıb. Həmişə söyləmişik ki, pandemia xəstəliyi istiqamətində iki cəbhədə, yəni iki istiqamətdə, yəni insan sağlamlığı və həyatı, sonra iqtisadiyyatımızın canlanması ilə mübarizə aparacağıq. Birmənalı şəkildə deyə bilərik ki, birinci hissəyə, insan sağlamlığına qayğı göstərmişik və bu bu məclisin böyük əməyidir. Bu şura, bütün istiqamətlərdə pandemiyanın dayandırılması və pandemiya ilə effektiv mübarizə aparmaq üçün tam sistemli işi əlaqələndirən qurum idi. Artıq ikinci istiqamətdə, iqtisadiyyatın sürətli, effektiv şəkildə dirçəldilməsi istiqamətində mübarizə aparırıq. Bütün bunların bir-biri ilə bir-birinə bağlı olduğunu unutmamalıyıq. Dünən kəşf etdik ki, insanları riskə atan və insan sağlamlığı və həyatı üçün təhlükə yarada biləcək siyasi maskarad şəklində yeni bir cəbhə açmışıq. İstəyirəm ki, hamı əmin olsun - əlbəttə ki, bütün mərhələlərdə hökumət üçün prioritet insan sağlamlığı və həyatı olacaq və heç kim lazım olan məhdudiyyətlərin davam etdirilməsinin qarşısını ala bilməyəcəkdir, hökümətin və hakimiyyətin insanların sağlamlığına ilk növbədə qayğı göstərmələri üçün "dedi. Giorgi Qaxaria.

Baş nazirin sözlərinə görə, heç kimin sağlamlığı və insan həyatı kimi təhdidlərdən siyasi fərziyyə üçün istifadə edilməsinə icazə verilməməlidir. İqtisadiyyatda ehtiyatlı olmaq da vacibdir.

"Təəssüf ki, insanın sağlamlığı və həyatı ilə əlaqəli məsələlərə belə məsuliyyətsiz münasibət göstərilməsinin iqtisadiyyatın dirçəldilməsi ilə daha da əlaqəli olması" ölkədəki və sonradan ölkə üçün yoxsulluq da ilin sonunda çox vacib keyfiyyətli seçkilərdir. Burada güzəştə getmək üçün nə hüququmuz var, nə də fürsətimiz var, ancaq addımlarımızda ardıcıl olmalıyıq. Ümumiyyətlə, müxalifət də hakimiyyətin bir hissəsidir, normal bir ölkədə hər kəs bir yerdə durur və biz bir iş görməliyik. Təəssüflər olsun, amma biz də buna dözməliyik. Heç kimin sağlamlığı, və insan həyatı kimi təhdidlərdən siyasi fərziyyə üçün istifadə etməsinə icazə verməməliyik. İqtisadi ehtiyatlı olmaq da vacibdir "dedi Giorgi Qaxaria.

Baş nazirin sözlərinə görə, hökumət vətəndaşların mümkün qədər çox işləmələrinə və ailələrinə gəlir gətirməsinə imkan verən qərarlar qəbul etdi.

"1 avtomobildə olan 3 nəfərin sayına görə yalnız bir taksiyə müraciət etmək və bütün digər nəqliyyat vasitələrini ləğv etmək üçün məlum bir məhdudiyyət düşündük və qərar verdik; Ölkə bu gün bir addım atmağa və fövqəladə vəziyyət rejimini qaldırmağa hazırdır, bu da paralel olaraq komendant saatı qaldırılacağını və bunun ardınca bir qədər rahatlama tətbiq olunacağını bildirir. Biz anlamalıyiqki müəyyən iqtisadi fəaliyyətlər, mülki və bələdiyyə nəqliyyatının hərəkəti, idman və mədəniyyət tədbirləri, sərhəd nəzarəti kimi müəyyən məhdudiyyət növlərini qorumağa məcburuq. Hökumət vətəndaşların bacardıqları qədər çalışmasına və ailələrinə gəlir gətirməsinə imkan verən qərarlar qəbul etdi, ancaq heç bir halda insan sağlamlığı və həyatı üçün bir təhlükə olduğu yerdə bu edilməyəcəkdir. Hər kəs başa düşməlidir ki, bu gün Gürcüstan Covid-19 yayılması ilə mübarizədə uğur qazanırsa, bu, yalnız vaxtında, qabaqlayıcı addımlar atdığımıza görə uğur qazanır,əvvala, sərhədlərə nəzarət etmək üçün ölkəyə idxal olunan infeksiyanın yayılmasının qarşısını ala bildik. Karantin zonaları yaratmaq çox təsirli idi. Ölkədəki hərəkətliliyi azaltmağa imkan verən addımlar son dərəcə təsirli oldu. Əgər bu gün Gürcüstanda orta hesabla hər gün yoluxmuş insanların sayı var, məsələn 2, 5 və biz 10 nəfər ola biləriksə, bu, virusun məğlub olması demək deyil. Hamımız başa düşməliyik ki, əsas vəzifəmiz insan sağlamlığına qayğı göstərməkdir,ancaq gəlin bunu elə edək ki, vətəndaşlarımıza diqqətlə, addım-addım və birdən-birə deyil, yalnız ailələri böyütmək üçün iqtisadi fəaliyyətlərini bərpa etmək imkanı verək. "- deyə Baş nazir vurğulayıb.

Onun sözlərinə görə, Gürcüstan böhrandan fürsət kimi istifadə etməlidir.

"İndi bizim üçün ən vacib olan odur ki, davam edəcəyimiz məhdudiyyətlər hər bir vətəndaşımızın tam dəstəyinə sahib olmağımızdan əmin olmalıdır. Bəzi iş, ünsiyyət tələb olunur. Hamımız çox yaxşı başa düşürük ki, qonşu ölkələrimizdə epidemiya hazırda öz pik nöqtəsindədir. Ermənistanda baş verənlər, Rusiyada baş verənlər sərhədimizə yaxındır. Bu, ən böyük riskdir, lakin bu, bizə heç nə bağlamamağa, hərəkət etməyə və heç bir şey etməyə imkan vermir. Çünki mövqelərimizi itirmədiyimiz üçün iqtisadiyyatımızı yavaş-yavaş, çox diqqətlə yavaşlatmalıyıq. Buna görə əsas odur ki, vaxtında səmərəli addımlar atdığımıza görə bu böhranı hamıdan yaxşı həll edə bilək. Bu hissədə, istər konstitusiya prosesi olsun, istərsə də bir qanunvericilik bazası olsun, geri çəkilmək imkanımız yoxdur. Hər cür qanunvericilik bazası yaradıldı və konstitusiya quruluşu quruldu ki, onun ilkin dəyəri insan sağlamlığı və həyatıdır. Bu böhrandan çıxanda dünyanın nə olacağını heç kim bilmir. Biz də hesab edirik ki, iqtisadiyyat yavaş, diqqətli olmalıdır, siyasi prosesi canlandırmalı, seçkilər normal keçirilməlidir "- deyə Baş nazir vurğulayıb.

Giorgi Gaxaria'nın sözlərinə görə, bu il seçki ilidir və demokratik seçkilərin keçirilməsi yaxşıdır - bu, Gürcüstan hökuməti və dövlətinim, bütövlükdə bir komandanın vəzifəsidir.

“Hökumətin ölkədə siyasi prosesi və konstitusiya prosesini təşviq etmək öhdəliyi var. Hamımız başa düşürük ki, bu il bir seçki ilimiz var və yaxşı, nümunəvi, demokratik seçkilər - bu, Gürcüstan hökumətinin, dövlətinin, komandasının uğurla yerinə yetirəcəyi öhdəliyimizdir. Əvvəllər iki cəbhədə - səhiyyə və iqtisadi inkişafda mübarizə aparırdıqsa, indi yenisi əlavə olundu. Buna dözməliyik və bu cəbhədə də uğurlu və qalib olmalıyıq. Ölkə üçün son dərəcə vacib, vətəndaş üçün son dərəcə vacib olduğunu görəndə,bir məhdudiyyət olaraq ölkədə infeksiyanın sürətli və geniş yayılmasının qarşısını alacaq elementar qanunverici addımlar, bu məsələlər siyasi fərziyyə mövzusuna çevrilir, amma hamı başa düşməlidir ki, Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı martın 11-də qlobal pandemiya elan etdi və bu pandemiya Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı tərəfindən qaldırılmadı, artıq bu, özümüzü dünya ilə təsirli şəkildə həyata keçirdiyimiz bu pandemiya ilə mübarizə aparmağa məcbur etməyə imkan verir. Bir daha vurğulamaq istərdim ki, bu Şuranın həm milli, həm də regional səviyyədə qərargahları olduğu kimi, Koordinasiya Şurasının işi də mühüm əhəmiyyət kəsb edir və bütün bunlar davam etməlidir "dedi Giorgi Qaxaria.

Baş nazir gündəlik olaraq bildirdikləri vətəndaş məsuliyyətlərinə görə hər bir vətəndaşa təşəkkür etdi. Baş nazir Agentliklərarası Koordinasiya Şurasının üzvlərinə də təşəkkür etdi və bunun son dərəcə əhəmiyyətli bir döyüş olduğunu vurğuladı.

"Anlayıram ki, bu məhdudiyyətlər gündəlik həyatımızda son dərəcə narahatdır, amma biz hamısını etməliyik,birincisi , bir-birimiz üçün iqtisadiyyatı mümkün qədər tez canlandırmaq və təbii ki, sonda bu ölkəyə qayğı göstərmək üçün əlimizdən gələni etməliyik. İndi əsas vəzifəmiz iqtisadiyyatın hamısını birdən-birə deyil, addım-addım çalışmaqdır. Siyasi prosesi canlandırmaq üçün başqa bir vəzifəmiz var, amma unutmamalıyıq ki, bütün dünya, bu gün və Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı son dərəcə böyük bir problem olan epidemiyanın ikinci dalğasına hazırlaşır. Hər yay ayı, payıza qədər hazır olmaq və bu pandemiya ilə mübarizədə olduğumuz qədər uğurlu olmaq üçün istifadə etməliyik. Təəssüf ki, bu cür söz ehtiyatı artıq yaranmışdır, ilk dalğa mərhələsində, buna görə şura eyni formatda işləməyə davam edəcək, bizim üçün heç nə dəyişməyəcək, iqtisadiyyata və siyasi prosesə diqqət yetirməliyik, seçkilərə diqqət yetirməli olacağıq "dedi Baş nazir.

 

Բոլոր փուլերում կառավարության համար առաջնահերթություն է լինելու մարդու առողջությունը, ոչ մեկ չի խանգարի այն սահմանափակումների երկարացմանը, որոնք անհրաժեշտ են մարդկանց առողջության ապահովման համար - Գիորգի Գախարիա
«Մենք երեկ պարզեցինք, որ բացվել է նոր քաղաքական ճակատ, ինչ-որ քաղաքական դիմակահանդեսի տեսքով, որը վտանգի տակ է դնում և հնարավոր է վտանգի տակ դնի մարդու առողջությունն ու կյանքը: Ցանկանում եմ, որ բոլորն իմանան, բոլոր փուլերում կառավարության համար առաջնահերթություն է լինելու մարդու առողջությունը, ոչ ոք չի խանգարի այն սահմանափակումների երկարացմանը, որոնք անհրաժեշտ են առաջին հերթին մարդկանց առողջության ապահովման համար»,- նշեց Գիորգի Գախարիան միջգերատեսչական համակարգի խորհրդի նիստին։
Կառավարության ղեկավարն ընդգծեց միջգերատեսչական համակարգի խորհրդի դերը Covid-19-ի դեմ պայքարի ուղղությամբ և նշեց, որ այս խորհուրդն այն մարմինն էր, որը կարողացավ լիովին համակարգել համավարակի դեմ արդյունավետ պայքարը՝ բոլոր ուղղություններով։
«Ինչպես գիտեք, համակարգող խորհուրդը ստեղծվեց հունվարի 28-ին այն ժամանակահատվածում, երբ Վրաստանում վարակման դեպքեր չէին գրանցված։ Վարակման առաջին դեպքը գրանցվեց մեկ ամիս անց։ Ուղիղ երկու ամսից, երկրում հայտարարվեց արտակարգ դրություն և այսօր մենք պաշտոնապես կարող ենք արտակարգ դրությունը չեղարկել, սակայն սա չի նշանակում, որ ամեն բան լավ է և համավարակը հաղթահարվել է։ Համավարակը ոչ Վրաստանում, ոչ էլ համաշխարհային մակարդակով հաղթահարված չէ։ Մենք Միշտ ասում էինք, որ համավարակի ուղղությամբ պարտավոր կլինենք երկու ուղղությամբ պայքարել՝ մարդու առողջությունն ու կյանքն է և մեր տնտեսության վերածնունդը։ Միանշանակ կարող ենք ասել, որ առաջին մասը, որը մարդու առողջությանն էր վերաբերում, կարողացանք իրականացնել՝ խորհրդի ջանքերով։ Այս խորհուրդը իրենց ներկայացնում էր մարմին, որը կարողացավ համակարգել համավարակի դադարեցման և համավարակի դեմ պայքարի գործը՝ բոլոր ուղղություններով։ Այժմ պայքարում ենք այլ ուղղությամբ, տնտեսության արագ, արդյունավետ վերածննդի ուղղությամբ։ Չպետք է մոռանանք, որ այս ամենը խիստ կապված են իրար հետ։ Մենք երեկ պարզեցինք, որ հայտնվել է նոր ճակատ, քաղաքական դիմակահանդեսի տեսքով, որը հնարավոր է վտանգի տակ դնի մարդկանց առողջությունը և կյանքը։ Ցանկանում եմ, միանշանակ բոլորն իմանան – իհարկե, բոլոր փուլում, կառավարության համար առաջնահերթություն է ներկայացնում մարդու առողջությունն ու կյանքը և ոչ ոք չի կարողանա խանգարել շարունակել այն սահմանափակումները, որոնք հարկավոր են, որպեսզի կառավարությունն ու ղեկավարությունն առաջին հերթին, կարողանա հոգ տանել մարդկանց առողջության մասին», - հայտնեց Գիորգի Գախարիան։
Վարչապետի խոսքով, ոչ ոքի չպետք է տանք հնարավորություն, քաղաքական շահ ստանալու համար այնպիսի վտանգներ օգտագործել ինչպիսին են առողջապահությունը, առողջությունը և մարդու կյանքը։ Նաև կարևոր է տնտեսության իրականացումը զգուշությամբ։

«Ցավալի է այն փաստը, որ նման անպատասխանատու վերբերմունքը այն թեմաների հետ, որոնք վերաբերում են մարդու առողջությանը և կյանքին, հետագայում վերաբերում է նաև տնտեսության վերածննդին, երկրում աղքատությունը հաղթահարելուն և ապա երկրի համար խիստ կարևոր որակի ընտրություններ անցկացնելուն։ Այստեղ զիջելու ոչ իրավունք, ոչ էլ հնարավարություն ուղղակի չունենք։ Ընդհանրապես, ընդդիմությունն էլ կառավարոււթյան մասն է ներկայացնում, նորմալ երկրում բոլորը միասին կկանգնեին և կծառայեին մեկ գործի։ Ցավալի է, բայց սրան էլ պետք է դիմանանք։ Ոչ ոքի չպետք է տանք հնարավորություն, քաղաքական շահ ստանալու համար օգտագործել այնպիսի վտանգներ, ինչպիսին առողջապահությունը, առողջությունն ու մարդու կյանքն են։ Նաև կարևոր է զգուշությամբ վավերացնել տնտեսությունը։
Վարչապետի խոսքով, կառավարությունն ընդունեց այնպիսի որոշումներ, որոնք քաղաքացիներին տալիս են հնարավորություն, աշխատել և եկամուտի աղբյուր լինել իրենց ընտանիքներում։
«Մենք խորհեցինք և ընդունեցինք որոշում, չեղարկել 1 ավտոմեքենայում 3 անձից ավելի գտնվելու մասին արգելքը, բացառությամբ տաքսիների։ Երկիրը պատրաստ է անել քայլեր և չեղարկել արտակարգ դրությունը, որը զուգահեռաբար նշանակում է, որ կչեղարկվի պարետային ժամը և սրան կհետևի որոշ մեղմացումներ։ Նաև պետք է հասկանանք, որ մենք ստիպված ենք պահպանել որոշ տեսակի սահմանափակումներ, օրինակ որոշ տնտեսական գործունեության, քաղաքացիական և մունիցիպալիտետային տրանսպորտի տեղաշարժ, սպորտային և մշակութային միջոցառումներ, սահմանների վերահսկում», - նշեց Գիորգի Գախարիան։


  • გიორგი გახარია - ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე