სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან

22 მაისი 2020


Ge/Az
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ხუცაიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  რეგიონში მცხოვრებ ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს პროგრამის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დარგის განვითარების კონკრეტულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
 
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის   ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს  შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.   ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა. 

სოფლის მეურნეობის ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით  თითოეულ ფერმერს შეუძლია, მეტი შეღავათი მიიღოს სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. 

,,ჩვენ მზად ვართ მსგავსი შეხვედრები კიდევ გავაგრძელოთ, რომ გავზარდოთ ცნობიერება ჩვენი ფერმერების, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ის შეთავაზებები რაც ხელისუფლებისგან მოდის. აქ იყო აქცენტირებული ხაზგასმა კოოპერაციული მეურნეობების განვითარების და იმ განსაკუთრებულ დახმარებებზე რაც გაერთიანებებს  უწყობს ხელს. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა დამატებით სტიმულს მისცეს ჩვენ ადგილობრივ ფერმერებს, რაც კიდევ უფრო მეტ, პერსპექტივას ქმნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების და მათი წვლილის შეტანის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეში“  - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა  რეგიონში იმართება.

Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili və Kənd və Kənd Təsərrüfatı İnkişafı Agentliyinin Kənd Təsərrüfatı Kooperativlərinin İnkişaf və İdarəetmə Departamentinin rəhbəri Konstantine Xutsaidze yerli hakimiyyət nümayəndələri ilə birgə bölgədə yaşayan fermerlərlə kənd təsərrüfatı antiböhran planı ilə nəzərdə tutulan proqram haqqında məlumat xarakterli görüş keçirdi.

Hakimiyyət nümayəndələri yerli fermerlərə “Kənd və Fermerlərə Qayğı” proqramı haqqında ətraflı məlumat verdilər və sektorun konkret inkişaf imkanlarından danışdılar.

Kənd təsərrüfatı işi ilə məşğul olan fermerlərə və sahibkarlara kənd təsərrüfatı antiböhran planı çərçivəsində dövlətdən əhəmiyyətli maliyyə dəstəyi almaq imkanı verilir. Antiböhran planı 1 hektar qeydiyyatdan keçirilmiş torpaq  sahəsi üzrə fermerlər üçün 850-dən 1700 lariyədək yardım verilməsini nəzərdə tutur. Bundan əlavə, dövlət tərəfindən kredit və qrant yardımının həcmi, texniki yardım və s. artırılmışdır.

Kənd təsərrüfatı çərçivəsində işlənilmiş proqram ilə hər bir fermer dövlətdən daha çox güzəşt əldə edə biləcək, öz təsərrüfatını inkişaf etdirə biləcək ki, bu da yekunda aqrar təsərrüfatın böyüməsində və ölkənin aqrar ərzaq təhlükəsizliyinin təmin olunmasında özünü göstərəcəkdir.

“Hakimiyyətdən gələn təklifləri maksimal dərəcədə istifadə etmələri üçün fermerləri məlumatlandırmaq məqsədilə bənzər görüşləri yenə davam etdirməyə hazırıq. Burada kooperativ təsərrüfatların inkişafına və ittifaqlara, birliklərə dəstək olacaq xüsusi yardımlar vurğulanaraq qeyd edildi. Ümid edirəm ki, bu görüş bizim fermerlərimizə əlavə stimul verəcəkdir ki, bu da kənd təsərrüfatı sahəsinin inkişafı və onların ölkə iqtisadiyyatının gücünə öz töhfələrini verməkləri üçün perspektiv yaradır” – Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili bəyan etdi.
Kənd təsərrüfatı antiböhran planı “Kənd və fermerlərə qayğı”-nın  təqdimatı Gürcüstanın bütün bölgələrində həyata keçirilir.
 


  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან