სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება

21 მაისი 2020


Ge/Az

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ იზრდება როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

დღეს საქართველოში Covid-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე. ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა. ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში საჭირო იქნება.

„დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ Covid-19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა. ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ დავიცავთ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების რისკები. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის გარეშეა. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არის ინტერესი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პრემიერის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ეს განმარტებები გააკეთოს პარლამენტის ტრიბუნიდან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდ, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი.

„ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის ოდენობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის.

გიორგი გახარიამ მოუწოდა ყველა იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

„ასევე, მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება მთავრობის მხრიდან სჭირდება, ეს დახმარება მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს დროულად ვაძლევთ მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო სოციალური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთობლივად, საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

პრემიერის თქმით, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირებიც, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი.
„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის, ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდეგს - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე, მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ქვეყანაში აქტივობას, მოქალაქეების მობილობას გაზრდის, რაც ეკონომიკურად გააქტიურების შესაძლებლობას იძლევა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს შესწევს ძალა, კრიზისი აქციოს შესაძლებლობად და იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.

„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფრთხილად. გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა, იმ შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი და, შესაბამისად, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ, სწორედ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს და მოვუწოდებთ ყოველდღიურად თითოეულ მოქალაქეს, რომ დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომელიც საჭიროა, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება დ ამით შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვწევს ძალა, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის და საქართველო იყოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომელიც უახლოეს დღეებში და თვეებში დაიწყება”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

23 maydan etibarən fövqəladə vəziyyət və komendant saatı ləğv olunur

Hökumət fövqəladə vəziyyətin və müvafiq olaraq, komendant saatının daha uzadılmamasına qərar verdi, lakin virus heç yerə getməyib – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin bugünkü iclasında bəyan edib.

Baş nazirin sözlərinə görə fövqəladə vəziyyətin ləğvindən sonra necə ki, hökumətin, eləcə də hər bir vətəndaşın məsuliyyəti daha da artır.

Bugün Gürcüstanda 8 yeni Covid-19-a yoluxma halı var, eyni vaxtda 224 insan stasionar müalicədən keçir. Qlobal pandemiyadan sonra çağırışlar getdikcə daha da ağırlaşır, eyni zamanda bizim borcumuzdur ki, ölkə yavaş-yavaş, rasional şəkildə və ehtiyatla normal həyata qayıtsın. Təəssüf ki, bugün heç kim koviddən sonrakı dünyanın necə olacağını deyə bilmir, bu da vətəndaşlar qarşısında bizim məsuliyyətimizi daha da artırır. Həm iqtisadi, həm sosial baxımdan yavaş-yavaş, effektiv şəkildə və vəziyyəti dərk edərək normal həyatımıza qayıtmaq öhdəliyi son dərəcə vacibdir. Buna görə hökumət fövqəladə vəziyyəti və müvafiq olaraq, komendant saatını davam etdirməmək qərarı aldı, lakin virus heç yerə getməyib. Bu mübarizə bugün dünyada heç kimin dəqiqliklə deyə bilmədiyi bir dövr ərzində bizimlə olacaq. Buna görə fövqəladə vəziyyət ləğv edildikdən sonra necə ki, hökumətin, eləcə də hər bir vətəndaşın məsuliyyəti daha da artır. Sosial məsafə, qoruyucu maska və səhiyyə mütəxəssislərinin qoyduğu digər tələblər daha da vacibdir – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin bugünkü iclasında bəyan edib.

Onun sözlərinə görə fövqəladə vəziyyətin ləğvindən sonra ölkədə bəzi məhdudiyyətlərə ehtiyac olacaq.

“Bugün artıq dünyada Covid-19-un ikinci dalğasının təhlükəsi barədə açıq danışılır və qərarlar aldığımız zaman bütün bunları nəzərə almaq lazımdır. Hamımız yaxşı anlamalıyıq ki, fövqəladə vəziyyət ləğv edildikdən sonra ölkədə müəyyən məhdudiyyətlərə ehtiyac olacaq. Bunlar virusun öhdəsindən gəlməyimiz və iqtisadiyyatı ehtiyatla, lakin effektiv şəkildə hərəkətləndirmək üçün zəruri olan məhdudiyyətlərdir. Hökumətimizin əsas məqsədi və şüarı bu çağırışdan, böhrandan ilk növbədə ölkədə iqtisadiyyatın inkişafı, sonra isə uğur üçün fürsət kimi istifadə etməkdir. Hamımız başa düşməliyik ki, qlobal rəqabət daha da kəskin olacaq və bu halda bizim effektivliyimiz qaydalara necə riayət edəcəyimizlə birbaşa əlaqəlidir, çünki bu bizə virusun inkişafı risklərinin qarşısını almaq və onu idarə etmək imkanı verəcək. Buna görə bu məhdudiyyətlərin qorunub saxlanması, daha effektiv işlədilməsi üçün qanunvericilik bazası fövqəladə hala ehtiyac duymur. Biz bu tələblə Parlamentə baş vurduq, bu iş davam etməkdədir və ümid edirəm ki, səhiyyə sahəsi üçün zəruri olan müəyyən məhdudiyyətlər olacaq” – Baş nazir qeyd etdi.

Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi ictimaiyyətdə son iki ay ərzində hökumətin fəaliyyəti ilə bağlı maraq var, müvafiq olaraq Baş nazirin bəyanatına görə hökumət bu açıqlamaları Parlament tribunasından verməyə hazırdır.

Baş nazirin dediyinə görə o artıq Parlament sədrinə məktub göndərib və Gürcüstan Hökuməti Parlamentə getməyə və bütün aktual suallara yaxın günlərdə cavab verməyə hazırdır.

“Hamımız anlayırıq ki, ölkə 21 martdan 23 maya qədər fövqəladə vəziyyət şəraitində yaşayırdı. Fövqəladə vəziyyət hökumətin müəyyən əlavə hesabatlılığını nəzərdə tutur. Biz başa düşürük ki, cəmiyyətdə hökumətin müxtəlif istiqamətlərdə fəaliyyəti ilə bağlı müəyyən suallar toplanmışdır. Yekun nəticədə, bu məsələlər hökumətin bu 2 ay ərzində ölkəni necə idarə etməsi ilə əlaqədardır. Buna uyğun olaraq, biz Parlament tribunasından bu açıqlamaları verməyə hazırıq. Mən artıq Parlamentin sədrinə, Parlamentə məktub göndərdim ki, hökumət yaxın günlərdə Parlamentə getməyə və bütün aktual suallara cavab verməyə hazırdır. Əlbəttə ki, bu prosesdə iştirak edənlər Parlamentə gedəcəyik və hökumət qarşısında mövcud bütün suallara cavab verəcəyik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazirin sözlərinə görə hökumətin məqsədi konstitusiya prosesini davam etdirməkdir.

“Məqsədimiz konstitusiya prosesinin davam etdirilməsidir. Bizim məqsədimiz effektiv, uğurlu, dinc və demokratik seçkilərdir. Bu hökumətin məsuliyyətidir və Gürcüstan Hökuməti ölkənin uğurlu, tam açıq, demokratik seçkilər keçirməsi üçün hər şeyi edəcəkdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazirin hökumət iclasında dediyi kimi, sosial-iqtisadi antiböhran planına əsasən işlərini itirmiş vətəndaşlar 1 200 lari məbləğində kompensasiya alacaqlar, ancaq bu kompensasiyanın alınması üçün necə ki, hökumət və vətəndaş, eləcə də hökumət və konkret biznes operatorlar arasında effektiv əməkdaşlıq vacibdir.

Qiorqi Qaxaria işçilərini işdən çıxarmaq məcburiyyətində qalan bütün biznes operatorlarını bu cür yardımlara ehtiyacı olan vətəndaşların sayının daha detallı qeyd olunması və heç bir vətəndaşın yardımsız qalmaması üçün Gəlirlər Xidməti, Maliyyə Nazirliyi ilə daha da effektiv və nəticə verəcək şəkildə əməkdaşlıq etməyə çağırdı.

“Həmçinin Gəlirlər Xidmətinə tapşırmaq istəyirəm ki, bu kompensasiyaların sürətli və effektiv şəkildə verilməsi üçün vacib olan göstərici və məlumatlar mümkün qədər tez toplansın ki, hökumət tərəfindən bu cür yardıma ehtiyacı olan hər bir vətəndaş bu yardımı vaxtında alsın. Bu yardımlar yalnız və yalnız bunları vətəndaşlara vaxtında, məhz ehtiyacları olduğu zaman verdiyimizdə qiymətlidir – Baş nazir bəyan edib.

Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi işlərini itirmiş və sosial antiböhran planına əsasən dövlətin yardım etdiyi hər bir vətəndaş üçün növbəti üç ay ərzində avtomatik olaraq kredit xidmətləri ertələnəcəkdir. Baş nazirin bəyanatına görə qeyd olunan qərar bank sektoru ilə görüşdən sonra birgə verilmişdir.

Baş nazirin dediyinə görə qeyd olunan güzəştlərdən gəlirləri azalmış şəxslər də yararlanacaqlar.

“Dünən bizim bank sektoru ilə görüşümüz vardı. Bildiyiniz kimi Gürcüstan Hökuməti və bank sektorunun, Milli Bank ilə birgə əməkdaşlığı nəticəsində böhranın ilk mərhələsindəcə biz birgə qərar aldıq və bank sektoru fiziki şəxslər üçün kreditlərin faiz ödənişlərini üç aylıq ertələdi. Bu üç ay artıq keçdi. Bizim dünən görüşümüz oldu və birgə, razılaşdırılmış qərar qəbul etdik, hansı ki, bunları nəzərdə tutur – işini itirmiş və sosial antiböhran planına əsasən dövlətin yardım etdiyi hər bir vətəndaş üçün növbəti üç ay ərzində kredit xidmətləri avtomatik olaraq ertələnəcək. Bundan əlavə, gəlirləri azalmış, bank krediti olan və öz istəyi ilə banka müraciət edən bütün vətəndaşların da kredit faizləri ödənişinin üç aylıq təxirə salınması baş tutacaq və bütün bunlar faizlərin kapitallaşdırılması olmadan baş tutacaq ki, bu da son dərəcə vacibdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Hökumət başçısının sözlərinə görə fövqəladə vəziyyətin ləğvi ölkədə fəallığı, vətəndaşların mobilizə olunmasını artıracaq ki, bu da iqtisadi aktivləşməyə imkan verəcəkdir.

Baş nazirin bəyanatına görə Gürcüstan böhranı fürsətə çevirməyə və daha da qəqabətqabiliyyətli olmağa gücü çatacaqdır.

“Bu bizə imkan verir ki, iqtisadi cəhətdən daha fəal olaq, hər bir ailəyə mümkün qədər tez gəlir qayıtsın. Buna baxmayaraq, bütün bunları ehtiyatla etməyi unutmamalıyıq. Virusu effektiv şəkildə idarə etmək imkanı verən o məhdudiyyətlərin düşünülməmiş, birbaşa götürülməsi məsuliyyətsiz addımdır və uyğun olaraq, biz özümüzə virusun yayılmasına nəzarəti əldən buraxmaq haqqı verə bilmərik, məhz buna görə müəyyən məhdudiyyətlərə ehtiyacımız var, buna görə Parlamentə baş vurduq və hər bir vətəndaşı virusun yayılmasına nəzarət etmək və bununla ölkəmizin və hər bir vətəndaşın iqtisadi dirçəlişi imkanını qoruyub saxlamaq üçün vacib olan elementar qaydalara riayət etməyə çağırdıq. Vurğulayaraq qeyd etmək istəyirəm ki, ölkəmizin sonrakı inkişafı və yaxın günlərdə, aylarda başlayacaq qlobal rəqabətdə Gürcüstanın daha da rəqabətqabiliyyətli olması üçün böhranı fürsətə çevirmək imkanımız var və bunu bacaracağıq” – hökumət başçısı qeyd etdi.

 

 


  • 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება