სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე

20 მაისი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციები, ეკონომიკის გახსნის მიმდინარეობა, ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული რეკომენდაციები და მათი აღსრულების მონიტორინგი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სასტუმრო სექტორის, კვების ობიექტებისთვის, ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებიც მოიცავს როგორც დეზინფექციის სტანდარტებს, ასევე დისტანციის დაცვას, ტემპერატურულ სკრინინგს, ბარიერების განთავსებას თუ სხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს.

სტანდარტები, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედმა ყველა სუბიექტმა, მათ შორის განთავსების ობიექტებმა, სარესტორნო ბიზნესმა, ტურისტულმა კომპანიებმა, ტურისტულმა ტრანსპორტმა თუ გიდებმა უნდა დააკმაყოფილონ, საჯარო უახლოეს მომავალში გახდება.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიღების წესები და ის სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ტურისტს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს მოგზაურობისას. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო აეროპორტებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახმელეთო პუნქტების აღჭურვის სტანდარტებზე.

მთავრობის მეთაურმა სავალდებულო რეგულაციების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები გასცა.

აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულება, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას და ქვეყანას მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს ის წარმატებული მაჩვენებლები, რაც დღეს აქვს ხელისუფლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მოსახლეობის ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების შედეგად.

Baş nazir turizm sənayesində məcburi icra olunması gərəkən yeni tənzimləmələr və iqtisadiyyatın açılış prosesində tövsiyələrin yerinə yetirilməsi ilə əlaqədar işgüzar görüş keçirdi

Bugün Baş nazir Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi ilə Hökumət Administrasiyasında keçirilən işgüzar toplantıda turizm sənayesində məcburi icra olunması gərəkən yeni tənzimləmələr, iqtisadiyyatın açılışının gedişatı, bu prosesdə müxtəlif istiqamətlərdə müəyyən olunmuş tövsiyələr və onların icrasının monitorinqi müzakirə edildi.

Müvafiq qurumların nümayəndələri mehmanxana sektoru, iaşə obyektləri, açıq və qapalı tipli hovuzlar üçün müəyyən edilmiş, özündə necə ki, dezinfeksiya standartları, eləcə də məsafənin qorunması, hərarət skrininqi, bariyerlərin yerləşdirilməsi və başqa vacib prevensiya məqsədli tədbirləri cəmləşdirən spesifik tələbləri müzakirə etdilər.

Turizm sənayesində fəaliyyət göstərən bütün subyektlərin, o cümlədən yerləşdirmə obyektlərinin, restoran biznesinin, turizm şirkətlərinin, turistik nəqliyyatın və bələdçilərin cavab verməli olduqları standartlar yaxın gələcəkdə ictimaiyyətə açıq olacaq.

Baş nazirlə baş tutan işgüzar görüşdə ölkəyə beynəlxalq ziyarətçilərin qəbul qaydaları və turistin səhayət zamanı mütləq üzərində olması gərəkən məcburi sənədlər ətraflı müzakirə edildi. Həmçinin beynəlxalq hava limanlarının və strateji əhəmiyyət daşıyan quru yolları məntəqələrinin təchizatı standartlarına diqqət yetirildi.

Hökumət başçısı məcburi tənzimləmələrin icrası mexanizmləri ilə bağlı konkret tapşırıqlar verdi.

Qeyd edildi ki, təhlükəsizlik normalarının çox ciddi şəkildə həyata keçirilməsi həddən artıq vacibdir, bu virusun yayılmasına mane olacaq və ölkəyə bugün hakimiyyətin, ictimai səhiyyə sahəsi mütəxəssislərinin və əhalinin birgə, koordinə edilmiş addımlarının nəticəsi olaraq sahib olduğu göstəriciləri qorumaq imkanı verəcək.


  • სამუშაო შეხვედრა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე