საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
19 მაისი 2020
Ge/Az
გიორგი გახარია - ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ისტორია, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, კულტურა და სტუმარმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას - აამოქმედოს ეკონომიკა
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, პირველ რიგში, ტურიზმის სექტორს ეხება.
„ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ და პირველ რიგში, ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა დღეს კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის საშუალება იქნება.
„მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ კოვიდ-19-სგან სუფთა ზონებად. ეს არ იქნება რთული მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდ-19-ის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება. გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, დრო დაგვჭირდება, მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია. ეს კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ისტორია, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, კულტურა და სტუმარმასპინძლობა უნდა დაემატოს, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას - აამოქმედოს ეკონომიკა.
„ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ სამწუხაროდ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს როგორც ჩანს გაურკვეველი ვადით, შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის უნდა გაძლიერდეს. ჩვენ შეიძლება წელს და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს როგორც შარშან მივიღეთ ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმარმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა, ამავდროულად კი ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ესაა ჩვენი მიზანი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც დღეს გვაქვს, ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაშიც. პირველად ჩვენ ვიყავით ამ თემაზე სასაუბროდ აჭარაში, ბათუმში. იქაც, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის წილი ეკონომიკისა და რეგიონის განვითარებაში არის უკიდურესად დიდი, ზუსტად იგივეა დღეს კახეთში და ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ პირველ რიგში ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად თბილისიდან. იქ ცოტა სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა რთულია, კახეთში და ზოგადად რეგიონში ეს უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. ერთბაშად და სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველო, როგორც კოვიდ-19-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ კოვიდ-19-სგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ," - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს არ უნდა დაკარგოს პოტენციალი, რომელიც შექმნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
„თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან ყველას ხელთ ექნება ის ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას, იმისთვის, რომ ხვალიდან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს,"- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.
„გუშინ მე მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყნებში, ყველას ვესაუბრებით, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, კარგად მიდის მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ აღნიშნული პროტოკოლებით იხელმძღვანელონ.
„ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და აქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად.
ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად და კიდევ ბევრი რამ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენც უკვე შეგეძლებათ, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის სააგენტოდან ეს პროტოკოლები წაიღოთ და ნელ-ნელა, ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ამ პროცესში ჩაერთოთ, იმისთვის, რომ მზადება დაიწყოთ, რადგან უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ერთდროულად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, გაძლიერდეს.
„მესმის, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მთავარია, რომ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე გააჩნდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, უნდა შეგვეძლოს, სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Giorgi Gakharia -8000 illik şərabçılıq tarixi, abidələr, mətbəx, mədəniyyət və qonaqpərvərlik kimi rəqabət üstünlüklərimizə əlavə etməliyik ki, Gürcüstan virus risklərini effektiv şəkildə idarə edir, bütün bunlar ölkəyə iqtisadiyyatı aktivləşdirməyə imkan verir.
Bütün qaydalara uyğun olaraq, yavaş-yavaş, çox diqqətlə, iqtisadiyyatı aktivləşdirmək üçün əlimizdən gələni etməliyik, - Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria Tsinandalidə turizm sektoru ilə görüşü zamanı dedi.
Hökumət başçısının sözlərinə görə, bu, ilk növbədə turizm sektoruna aiddir.
"Hər şeyi etməyə çalışırıq və hər şeydən əvvəl birmənalı şəkildə bu davam etməlidir ki, insan sağlamlığı və sağlamlıq baxımından virusa qarşı mübarizə prioritet bir nömrəlidir. Bunu Kaxetidə söyləmək qürur hissi doğurur, çünki sağlamlıq baxımından burada hər şey mükəmməl gedir. Ancaq biz də çox yaxşı başa düşürük ki, iqtisadiyyatı unutmamalıyıq və bu gün Kaxetidə, belə bir vaxtda, belə havada və belə bir mövsümdə belə hazır və boş Kaxetini izləmək çətindir. Buna görə, yavaş-yavaş, çox diqqətlə, bütün qaydalara uyğun olaraq, iqtisadiyyatı aktivləşdirmək, işləmək üçün mümkün olan hər şeyi etməliyik. Əlbəttə ki, ilk növbədə bu turizmə aiddir. Hamımız çox yaxşı başa düşürük ki, son illərdə Kaxetidə qonaqpərvərlik sahəsində çox böyük bir səriştə toplanmış, çox sayda yeni otel tikilmiş, çox sayda üzüm bağları salınmış, çox sayda zirzəmilər inşa edilmişdir. Bütün bunlar müştərilərə lazımdır "qeyd etdi Giorgi Qaxaria.
Baş nazirin sözlərinə görə, Gürcüstan bu böhrandan fürsət kimi istifadə etməlidir və Kaxetidə də bu mümkün olacaq.
"Sadəcə qaydalara uyğun olaraq Covid-19-dan təmiz zonalar kimi kompleksləri elan edə bilərik. Bir çox qaydalara əməl olunmasına baxmayaraq çətin olmayacaq. Sadə bir şey barədə razılığa gəlməliyik, Gürcüstanın yaxşı öhdəlik götürməsi və Covid-19 risklərini idarə etməsi kifayət deyil. Mənə inanın, dünya pandemiya qazanan kimi, hamı tərəfindən unudulacaqdır. Əsas odur ki, eyni zamanda iqtisadiyyatımızı ən səmərəli idarə edə bilək. Sadəcə, dünya fərqli olacaq. Biz irəliləyəcəyik, bunun üzərində qalib gələcəyik, zamana ehtiyacımız olacaq, dünya bir az fərqli olacaq, tamamilə fərqli bir qlobal rəqabət olacaq. Bu rəqabət daha şiddətli olacaq və buna hazır olmalıyıq " bildirdi Baş Nazir.
Giorgi Qaxaria'nın sözlərinə görə, ölkənin tarixi, 8000 illik şərabçılıq tarixi, abidələr, mətbəxi, mədəniyyəti və qonaqpərvərliyi kimi rəqabət üstünlüklərinə Gürcüstanın virus risklərini effektiv şəkildə idarə etdiyi əlavə edilməlidir. Bütün bunlar ölkəyə iqtisadiyyatı aktivləşdirməyə imkan verir.
"Bir şeyi unutmamalıyıq ki, təəssüf ki, bu virusla qeyri-müəyyən müddət, bəlkə də bir neçə ay və ya bir il yaşamalı olacağıq. Ən pis vəziyyətə hazırlaşmalıyıq və bir turizm ölkəsi olaraq rəqabət üstünlüyümüzün gücləndirilməsinin lazım olduğunu başa düşməliyik. Bu il ola bilər və əlbəttə ki, hamımız keçən il olduğu kimi çox sayda turist toplaya bilməməyimizdən imtina etməliyik, lakin tariximiz, 8000 illik şərabçılıq tarixi, tarixi abidələrimiz kimi rəqabət üstünlüklərimiz var, mətbəx, mədəniyyət, qonaqpərvərlik əlavə edilməlidir ki, Gürcüstan virusun risklərini effektiv şəkildə həll edə və idarə edə bilər və sürətli olduğu müəyyən edilə bilər, həm də müalicə, eyni zamanda hamısı iqtisadiyyatı idarə etməyə imkan verir. Bu, bizim məqsədimizdir və dövlət yalnız bunu edə bilməz, çünki dövlətlə vətəndaş arasında virusla mübarizədə səmərəli əməkdaşlıq bu gün əldə etdiyimiz uğurun açarı idi. Başqaları ilə müqayisədə bu və ya digər şəkildə işlə eyni şeyi etməliyik. Bu mövzuda ilk dəfə Batumidə,Acarada,danışdıq. Orada da, bildiyiniz kimi, iqtisadiyyatın və bölgənin inkişafında turizmin payı son dərəcə böyükdür, bu gün Kaxetidə eyni dərəcədədir və yəqin ki, məsələn Tbilisidən deyil, bölgələrdən turizmin inkişafına başlamağımız məntiqlidir. Digər bir neçə risk var və Tbilisidə bu riskləri idarə etmək bir az çətindir, Kaxetidə və ümumiyyətlə bölgədə daha asandır.Bu odur,nə üçün ki gəldiy bura. Hər addım son dərəcə diqqətli və düşüncəli olmalıdır. Ani və sürətli bir şəkildə çıxarma olmayacaq. Biz elə hərəkət etməliyik ki, Gürcüstanı ümumiyyətlə sual altına qoymayaq və "Covid-19" ya qarşı səmərəli mübarizə aparan və riskləri effektiv idarə edən bir ölkə olaraq risk etməyək. Bunlarsız turizm mümkün olmayacaq və ziyarətçilər gəlməyəcək. Təmiz, təhlükəsiz, yaşıl, yaşıl və təhlükəsiz olmalıyıq və sonra hər şey haqqında danışa bilərik "dedi Baş Nazir.
Onun sözlərinə görə, Gürcüstan turist ölkəsi olaraq bu böhrandan sonra güclənməli və son bir neçə ildə yaratdığı potensialı itirməməlidir.
"Hər bir səfirin bir vəzifəsi var, sabahdan etibarən hər kəs Turizm Agentliyinin, Dünya Turizm Təşkilatı ilə birlikdə yaratdığı təlimatları öz ixtiyarına verəcəkdir, və hər bir səfir sabahdan Gürcüstanın qonaqları qəbul edən və riskləri idarə edən ilk ölkələrdən biri olacağını aydınlaşdırmaq üçün çox çalışmağa başlayacaq " qeyd etdi Baş Nazir.
Hökumət başçısının sözlərinə görə, Gürcüstanı qonaq qəbul edən ilk ölkələrdən biri olmaq üçün aktiv danışıqlar aparılır. Giorgi Qaxariyanın qeyd etdiyi kimi, İsrail ilk ölkə olacaq, eyni zamanda Avstriya, Baltikyanı ölkələr və Yunanıstanla danışıqlar aparılacaq.
"Dünən ölkəmizin müxtəlif ölkələrdəki 60-70-ə yaxın səfiri ilə bir danışıq aparıldı, hamı ilə danışdıq ki, Gürcüstan qonaqları qəbul edə biləcək ilk ölkələrdən biri olsun. Çoxları ilə təmiz dəhlizlər yaratmaq və yaşıl zonalar elan etmək üçün ikitərəfli müqavilələr imzalamalı olacağıq. Məsələn, belə görünür ki, ilk belə ölkə İsrail olacaq, Avstriya, Baltikyanı ölkələrlə çox yaxşı dinamikamız var, Yunanıstanla danışıqlar yaxşı gedir, çünki Yunanıstan da ən uğurlu ölkələrdən biridir,hansıki başqalarına nisbətən virusu yaxşı idarə edəndi ”dedi Giorgi Qaxaria.
Hökumət başçısının sözlərinə görə, həm quru, həm də hava sərhəd məntəqələri və nəqliyyat təhlükəsizliyi bu müddətdə çox vacibdir. Baş nazirin qeyd etdiyi kimi, bu məqsədlə artıq Səhiyyə Nazirliyinin müvafiq tapşırıqları verilmişdir, protokollar tərtib edilmişdir və turizm sektorunun nümayəndələri bu protokolları rəhbər tuta bilər.
Həm quru, həm də hava sərhəd məntəqələri bu müddətdə çox vacibdir. Bu məqsədlə artıq Səhiyyə Nazirliyinin müvafiq tapşırıqları verilmişdir, protokollar tərtib edilmişdir və yerində testlər və elan etdiyimiz müddətdə ölkənin hazır olacağı digər prosedurlar lazımdır.
Ziyarətçilərin qorxaqlıqdan qorunması üçün nəqliyyat təhlükəsizliyinin əhəmiyyəti böyükdür. Burada ən başlıcası, Səhiyyə Nazirliyindən olduğu kimi, onsuz da edə bilərsiniz Və beləliklə, bu protokolları Turizm Agentliyindən götürün və yavaş-yavaş, bu prosesdə iştirak etmək istəyənlər hazırlıqlara başlayın, çünki təhlükəsizlik qaydalarına riayət etmək çox vacib olacaqdır "- Giorgi Qaxaria deyib.
Baş nazirin sözlərinə görə, ölkə eyni vaxtda çox sayda turist qəbul edə bilməyəcək, lakin Gürcüstanın turizm ölkəsi olaraq bu böhrandan sonra gücləndirilməsi vacibdir.
"Bir anda çox sayda turist ala bilməyəcəyimizi başa düşürəm, dünyada əvvəllər olduğu qədər trafik olmayacaq, ancaq ən başlıcası budur ki, bu böhrandan sonra Gürcüstan turist ölkəsi olaraq güclənməlidir və son illər ərzində topladığımız potensialı itirməməliyik. Əsas odur ki, uğurlu turizm ölkəsi olmaq üçün bu günə qədər ölkəmizin cəlbediciliyi ilə yanaşı, başqa bir uğurlu komponent əlavə olunmalıdır - virusun effektiv idarə olunması. Ölkənin buna uyğunlaşması lazımdır, bu virusu tez bir zamanda aşkarlaya, tez bir zamanda müalicə etməyi, tez idarə etməyi və normal yaşamağı davam etdirməyimiz lazımdır. Bir şeyi bilməliyik - təəssüf ki, fakt bu virusla bir müddət yaşamalı olacağımızdır "- dedi Giorgi Gaxaria.