სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან

16 მაისი 2020


Ge/Az

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე”, ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირადად შეხვდნენ სოფელ ნახიდურში, ხიდისყურსა და ფარიზში მცხოვრებ ფერმერებს და სეზონური მოსავლის რეალიზაციის პროცესში მხარდაჭერას დაპირდნენ.

საუბარი შეეხო, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის კონკრეტულ პუნქტებს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების, ხელშეწყობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით, არსებული საკარანტინო შეზღუდვების მიუხედავად, რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

Bolnisi bələdiyyəsində yaşayan fermerlərlə məlumat görüşü

Bolnisi Bələdiyyəsinin Nakhiduri kəndində mərkəzi və yerli hakimiyyət nümayəndələri böhran əleyhinə əkinçilik planı - "Kəndə və Fermerə Qayğı" ilə əlaqədar yerli fermerlərlə məlumat görüşü keçirdilər.

Kvemo Kartli-dəki Dövlət Nümayəndəsi Şota Rekhviashvili və Gürcüstanın Ətraf Mühitin Mühafizəsi və Kənd Təsərrüfatı nazirinin müavini Solomon Pavliaşvili, bələdiyyə başçıları ilə birlikdə, Naxiduri, Khidiskuri və Fariz kəndlərində yaşayan fermerlərlə şəxsən görüşdülər və mövsümi məhsul satmaqda onlara dəstək verəcəyinə söz verdilər.

Danışıqlarda hökumət tərəfindən hazırlanan, kənd təsərrüfatı fəaliyyətinin təşviqini nəzərdə tutan anti-böhran planının, müxtəlif prioritet istiqamətlərin müəyyən məqamları müzakirə edildi.

Qeyd etmək lazımdır ki, dövlət qurumlarının və özəl şirkətlərin birgə zəhməti ilə mövcud karantin məhdudiyyətlərinə baxmayaraq, bölgənin bələdiyyələrindən kənd təsərrüfatı məhsullarının satışı problemsiz davam edir.


  • საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან
  • საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან
  • საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან
  • საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან
  • საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან