სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად

15 მაისი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე

დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა და პროგრამა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები. მიუხედავად ჩვენი გეგმებისა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ Covid-19. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი დღის გამოწვევა, ესაა გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრებაც ჩვენ მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხება განათლების სფეროსაც. ჩვენ განათლებაში ძალზედ ადრე მივიღეთ აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ინფიცირებულების რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესამცირებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.

„ამან შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა -„ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ესაა ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მიღწევამ განათლების სისტემაში შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს იყო პირველი რეაგირება განათლების კრიზისზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.

„ესაა ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი რეაგირება და რეაქცია განათლების კრიზისზე, ეს იყო ჩვენი განათლების ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობისთვის ბოლო წლებში განათლება არის N 1 პრიორიტეტი. განათლების სისტემის სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს და გაგრძელდეს. ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში, ესაა ჩვენი მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული წარმატებით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Qiorqi Qaxaria – Təhsil sisteminin islahatları Gürcüstan Hökuməti üçün prioritet olaraq qalır, o, distant tədris və təhsilin müxtəlif formalarına yönəldilmiş yeni, əlavə vurğular qazanacaq

Bugün bizim söhbət və müzakirə mövzumuz təhsil sahəsindəki antiböhran planı və proqramıdır. Bildiyiniz kimi necə ki, turizm, eləcə də kənd təsərrüfatı istiqamətində antiböhran planını ictimaiyyətə təqdim etdik və prioritetlərimizi elan etdik. Planlarımıza baxmayaraq bizim üçün, cəmiyyət üçün ən böyük çağırış Covid-19-dur. Bugünə olan vəziyyətə görə son 24 saat ərzində yoluxmuşların sayı 19 nəfər artmışdır. Bu bir daha xatırladır ki, qlobal pandemiya bir və iki günlük çağırış deyil, bu ən azı aylarla birgə yaşamalı olduğumuz bir çətinlikdir. Bütün bunlar əlbəttə təhsil sahəsinə də aiddir. Biz yoluxma sayını azaltmaq üçün çox erkən vacib addımlar atdıq və 4 martdan etibarən məktəblərdə tədris prosesi dayandırıldı. Bu yalnız təhsil sahəsində deyil, bütövlükdə cəmiyyətdə yoluxmanın azaltmaq üçün kritik dərəcədə önəmli idi – bu barədə Gürcüstanın Baş naziri Qiorqi Qaxaria təhsil antiböhran planının təqdimatı zamanı bəyan edib.

Hökumət başçısının sözlərinə görə bundan sonra təhsil sistemi çox sürətli şəkildə səfərbər olmağı və distant onlayn dərslər tətbiq etməyi bacardı.

“Bu, nəticə verdi. Gürcüstanda asan şəkildə internetə bağlanmaq imkanı olmayan insanların olmasına baxmayaraq, Təhsil Nazirliyi bu problemi də həll etdi və İctimai Yayımçı ilə birgə “Teleməktəb” formatı yaratdı, hansı ki, yalnız Gürcüstanda məşhurluq qazanmaqla qalmadı, beynəlxalq səviyyədə də özünü qəbul etdirdi. Bu, etnik azlıqların dillərində yayımlanan və Gürcüstandakı hər bir şagirdə dərs ilini qaçırmamağa imkan verən bir formatdır. Bu addımların nəticəsidir ki, Gürcüstanda 2019-2020-ci tədris ili akademik il elan olunmayacaq. Bizdə tədris ili distant şəkildə, onlayn “Teleməktəb” vasitəsilə adi qaydada, normal rejimdə keçirildi və 12-ci siniflər tədris ilini 20 mayda, birinci siniflər 27 mayda, qalan şagirdlər isə 15 iyunda bitirəcəklər. Milli imtahanlar adi rejimdə keçiriləcək və onların tarixi iyunda açıqlanacaq” – Baş nazir qeyd etdi.

Qiorqi Qaxarianın bəyanatına görə bu nailiyyət təhsil sistemində artıq nəticə göstərdi, ancaq bu təhsil böhranına verilən ilk cavab idi. Baş nazirin sözlərinə görə təhsil sistemində islahatlar Gürcüstan Hökumətinin prioriteti olaraq qalır və uğurla başa çatdırılmalıdır.

“Bu, təhsil sisteminin artıq nəticə göstərdiyi nailiyyətdir, ancaq bu təshil böhranına yalnız və yalnız ilk cavab və reaksiyadır, bu bizim təhsil üzrə antiböhran fəaliyyətimiz idi. Bildiyiniz kimi Gürcüstan Hökuməti üçün təhsil son illərdə bir nömrəli prioritetdir. Başlamış olan təhsil sisteminin sistemli islahatı davam edir və bizim vəzifəmiz qlobal pandemiyaya baxmayaraq, bu islahatı heç nəyin təhdid etməməsi və davam etdirilməsidir. O, daha çox distant tədris və tədrisin müxtəlif formalarına yönəlmiş yeni, əlavə vurğular qazanacaq, təhsil sistemində islahat Gürcüstan Hökuməti üçün prioritet olaraq qalır. Hələlik heç kim pandemiyadan sonrakı dünyanın necə olacağını bilmir, ancaq aydındır ki, qlobal rəqabət daha sərt olacaq və bizim cavanlarımızın, uşaqlarımızın, məktəb şagirdlərimizin və tələbələrimizin qlobal rəqabətdə müvafiq yerləri tutmaları üçün hər şeyi etməliyik, bu bizim gələcəyimizdir, hamımız anlamalıyıq ki, təhsilin sistemli islahatının uğurla başa çatdırılması üçün həm insan resursları, həm maliyyə resursları tamamilə səfərbər olmalıdır” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

 


  • გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად