სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში

15 მაისი 2020


Ge/Az
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ხორციელდება. მედიკოსთა სპეციალურ ბრიგადებს 9 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში გადაჰყავთ.

პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, დილიდან, პირადად იმყოფებოდნენ სოფელ გეტაშიც, სადაც, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები ამოქმედდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 139 პირს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში აღებული 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან ვირუსი 17 პირს დაუდგინდა. აქედან 9 მუშევანის კლასტერს, 8 კი სოფელ გეტას უკავშირდება. მუნიციპალიტეტში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 49-ს შეადგენს, 3 პირი კი გარდაცვლილია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე იმყოფება.

Muşevani kəndinin sərt karantin zonasında koronavirusa yoluxmuş pasiyentlərin Tbilisiyə köçürülməsi həyata keçirilir. Xüsusi tibb işçiləri briqadası 9 pasiyenti müalicə məqsədilə müvafiq tibb müəssisələrinə aparır.

Pasiyentlərin Tbilisiyə köçürülməsi prosesini Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili, Bolnisi munisipaliteti meri Davit Şerazadaşvili və bolnisi İctimai Səhiyyə mütəxəssisləri müşahidə edirlər.

Bölgənin və munisipalitetin rəhbər şəxsləri şəxsən səhərdən mövcud epidemioloji vəziyyətə görə mütəxəssislərin tövsiyələrinə əsasən mərkəzi və yerli hakimiyyətin birgə qərarı ilə sərt karantin məhdudiyyətləri qoyulan Qeta kəndində idilər.

Bolnisi munisipalitetində 139 şəxsdə koronavirus müəyyən edilmişdir. Son 24 saat ərzində götürülmüş 131 bioloji nümunədən 17 şəxsdə virus aşkarlanmışdır. Buradan 9-u Muşevani klasteri, 8-i isə Qeta kəndi ilə əlaqəlidir. Munisipalitetdə COVID-19-dan sağalanların sayı 49 nəfərdir, 3 şəxs isə vəfat etmişdir. Hazırda 78 nəfər özünütəcrid vəziyyətində, 69 vətəndaş isə karantindədir.


  • ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
  • ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
  • ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
  • ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
  • ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში