სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

15 მაისი 2020


Ge/Az

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული.

სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 671 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 393 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიმდინარეობაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არ გაჩნდეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

Agentliklərarası Koordinasiya Şurası Bolnisidəki epidemioloji vəziyyəti müzakirə etdi.

Bolnisi Bələdiyyəsindəki mürəkkəb epidemioloji vəziyyət Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxariyanın rəhbərlik etdiyi video konfrans formatında keçirilən İdarələrarası Əlaqələndirmə Şurasının iclasında müzakirə edildi.

Bolnisi Bələdiyyəsinin kəndlərində son 24 saat ərzində qeydə alınan 17 yeni koronavirus hadisəsi səbəbindən Şura tədbirləri sərtləşdirmək qərarına gəldi və sərt karantin məhdudiyyətlərinin olduğu Muşavani kəndi ilə birlikdə Geta kəndində də oxşar rejim quruldu.

Xəstəliklərə Nəzarət və Xalq Sağlamlığı Milli Mərkəzinin mütəxəssisləri ərazidə əlavə tibbi tədbirlər, o cümlədən aktiv əhalinin termoskrininq və testlərdən keçirməyə başlamışdır.

Hökumət başçısı, hüquq-mühafizə orqanlarının əməkdaşlarına mümkün fəsadların qarşısını almaq üçün Muşavani  və Getanı ciddi karantin məhdudiyyətlərinin tətbiq edilməsi üçün mümkün qədər nəzarət etməyi tapşırmışdır.

İclasda ölkədəki ümumi epidemioloji vəziyyət müzakirə edildi. Mövcud məlumatlara görə, ölkədə koronavirus infeksiyası təsdiqlənmiş 671 hadisə var, onlardan 393 nəfər artıq sağalmışdır. 3 Gürcüstan vətəndaşı xaricdən müalicə üçün Gürcüstana köçürülüb. 12 nəfər dünyasını dəyişdi.

Bu mərhələdə 3,873 nəfər karantindədir, 404 nəfər nəzarət altındadır.

İdarə heyəti üzvləri iqtisadiyyatın açılış mərhələlərinin gedişatını və məhdudiyyətlərin qaldırılması baxımından atılacaq növbəti addımları da müzakirə etdilər. Məlum olduğu kimi, Gürcüstan hökumətinin qərarı ilə 18 may Bazar ertəsi günü gözəllik salonları və estetik mərkəzləri açılacaqdır. Həm qapalı, həm də açıq məkanda olan 3 nəfərin toplaşmasına qoyulmuş məhdudiyyət qaldırılacaq. 3 nəfərin toplaşmasına qoyulan məhdudiyyətlərin qaldırılmasına baxmayaraq, 10 nəfərin toplaşmasına qoyulan qadağa qüvvədə qalır.

Bununla birlikdə nəqliyyat vasitələrinin hərəkətində hələ də məhdudiyyətlər mövcuddur, xüsusilə də 3-dən çox insanın (sürücü daxil olmaqla) hərəkəti qadağandır.

İclasda təkrarlandı ki, vətəndaşlar müəyyən məhdudiyyətləri asanlaşdırmaqla yanaşı, səhiyyə işçiləri tərəfindən verilən tövsiyələrə də əməl etməlidirlər,ki, epidemioloji vəziyyətin pisləşməməsi və artıq qaldırılmış məhdudiyyətlərin yenidən tətbiq etməyə ehtiyac qalmaması ücün.

Agentliklərarası Koordinasiya Şurası, razılaşdırılmış addımlar atmaq üçün Baş nazirin rəhbərliyi altında iclaslarını davam etdirir. Sədr Archil Talakvadze və Prezident Administrasiyasının rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti Şuranın işində fəal iştirak edir.


  • უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა