სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ

14 მაისი 2020


Ge/Az

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 მაისიდან, მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.

აგრეთვე, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

 

Hökumət rəhbərliyi, 3 nəfərin toplaşmasına qoyulan məhdudiyyətin ləğv olunmasına baxmayaraq, 10 nəfərdən çox adamın toplaşmasına qoyulan qadağanın qüvvədə olduğunu açıqladı.

Məlum olduğu kimi, Gürcüstan hökumətinin qərarı ilə 18 may Bazar ertəsi günü gözəllik salonları və estetik mərkəzləri açılacaqdır və 3 nəfərdən artıq insanın həm açıq, həm də qapalı məkanda toplaşması ilə bağlı qadağa götürüləcək. 

Burada izah edirik ki, 3 nəfərin toplaşmasına qoyulan məhdudiyyət ləğv olunsa da, 10 nəfərdən çox insanın toplaşmasına qoyulan qadağa qüvvədə qalır.

Eyni zamanda, nəqliyyat vasitələrinin hərəkətində məhdudiyyətlər qüvvədədir, xüsusilə də 3 nəfərdən çox insanın (sürücü daxil olmaqla) hərəkəti qadağandır.

Gürcüstan hökumətinin qərarına əsasən, bu gündən (14 may) etibarən Rustavi və Qardabaniyə giriş-çıxış məhdudlaşdırılması ləğv edildi, mayın 18-dən etibarən bu məhdudiyyət Marneulidə də qaldırılacaq.

Həmçinin, iyunun 15-dən Gürcüstan yerli turizm xidmətləri göstərmək üçün açılacaq və iyulun 1-dən Gürcüstan xarici turistləri qəbul etməyə hazır olacaq.


  • მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ