სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

14 მაისი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით

დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს - წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს დარჩება დიდ ხანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების შესახებ დახურულ და ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.

„შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო გახლავთ იმ წესების დაცვა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად და შედარებით უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორედ დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა რაც ჩვენი მიზანია. მოგეხსენებათ, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში - რუსთავი და გარდაბანი. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ჩვენი ამ რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ გადაადგილების იმ შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე. ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სამედიცინო ცენტრები, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც მისაღები შედეგით დასრულდება და პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი.

„რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი.

„რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ - მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი - კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. ჩვენ ეს გამოწვევა, გლობალური პანდემია, გლობალური კრიზისი უნდა გავხადოთ შესაძლებლობად. გავხდეთ უფრო ეფექტურები და წარმატებულები გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. ამისთვის ძალიან აქტიურად მუშაობს ტურიზმის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, ჩვენს მეზობლებთან და ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი. მაგრამ ამისთვის უცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქართული პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება.

„ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სოფელზე და ფერმერებზე ზრუნვის, არის არა თუ მნიშვნელოვანი, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სოფელი, ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ უნდა შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვეულებრივად, ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე. ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, სადაც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი, პროექტი უკვე დაიწყო და გადმორიცხულია 30 მილიონი აშშ დოლარი.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს არ შეგვეჩერებინა, ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი უკვე დაიწყო და გადმორიცხულია 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი. სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორც სახელმწიფოს ზრუნვის უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავების, არა მხოლოდ უსაფრთხოების, ან დემოკრატიზაციის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით და ამას ჩვენთვის ეკონომიკური შინაარსის გარდა აქვს სხვა დატვირთვაც. ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში, შავი ზღვისპირეთში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Qiorqi Qaxaria – 18 maydan etibarən gözəllik salonları və estetik tibbi mərkəzlər açılacaq, necə ki, qapalı, eləcə də açıq məkanlarda 3 insanın toplaşması baxımından məhdudiyyət qaldırılacaq, ancaq bu avtonəqliyyat vasitəsilə 3 insanın hərəkəti üzrə məhdudiyyətin qaldırılması mənasına gəlmir

Bugünkü göstəricilərlə deyə bilərik ki, ölkədə epidemioloji vəziyyət nisbətən stabilləşmişdir, vurğulayaraq deyirəm, nisbətən stabilləşmişdir və nəzarət altındadır. Bizim 5 yeni yoluxma halımız var, 11 nəfər sağalmışdır və təəssüf ki, bu səhər bizə məlum oldu ki, daha bir ölüm hadisəsi var, 81 yaşlı qadın həyatını itirdi. Bu üzücü fakt bir daha bunu sübut edir – infeksiya və pandemiyaya qarşı uğurlu mübarizə bizim yekun nəticələr çıxarmalı olduğumuz mənasına gəlmir. Bu uzun bir prosesdir və hamımız anlamalıyıq ki, bu virus görünənə əsasən, uzun müddət bizimlə qalacaq – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumət iclasında bəyan etdi.

Hökumət başçısı qaydalara riayət olunmasının vacibliyindən danışdı və qeyd etdi ki, 18 maydan etibarən gözəllik salonları və estetik tibbi mərkəzlər açılacaq, həmçinin qapalı və açıq məkanlarda 3 insanın toplaşması haqqında məhdudiyyət qaldırılacaq, ancaq bu avtonəqliyyat vasitəsilə hərəkətə şamil olunmayacaq.

“Bəhs etmək istədiyim növbəti məsələ iqtisadiyyatı ardıcıl və nisbətən daha sürətlə açmaq üçün vacib olan qaydalara riayət edilməsidir. Anlamalıyıq ki, bu qaydaları nə qədər hərtərəfli, effektli və düzgün yerinə yetirsək, o qədər daha artıq imkanımız olacaq ki, iqtisadiyyatı sürətlə hərəkətə gətirək, bu da bizim hədəfimizdir. Bildiyiniz kimi bizim artıq aldığımız qərarlarla bugün Rustavi və Qardabani şəhərlərinə istənilən giriş və çıxış artıq tam açılır. Həmçinin 18 maydan etibarən Marneulidə karantin zonası qaldırılacaq və bizim bu bölgəmizin sakinləri də ölkəmizin digər sakinlərinin istifadə etdiyi bütün imkanlardan yararlana biləcəklər. İqtisadiyyatın açılmasıyla əlaqədar, epidemioloji vəziyyətdən irəli gələrək bir neçə mərhələni sürətləndirə, açılışla əlaqəli müəyyən addımları bir az erkən ata bilərik və bu imkanlar çərçivəsində qərar qəbul etdik ki, 18 maydan, bazar ertəsindən etibarən gözəllik salonları və estetik tibbi mərkəzlər açılsın, düşünürük ki, bu bizim vətəndaşlarımız üçün vacibdir. Bundan əlavə həm qapalı, həm də açıq məkanda 3 insanın toplaşması baxımından məhdudiyyət qaldırılsın, ancaq bu avtonəqliyyat vasitəsilə 3 insanın hərəkəti məhdudiyyətinin qaldırılması mənasına gəlmir. Bu məhdudiyyətin, bütün bunlara baxmayaraq, çox əhəmiyyətli epidemioloji mənası var, buna bizi həkimlərimiz əmin edirlər və biz onlara inanırıq. Bildiyiniz kimi bu sahədə, xüsusən də epidemiya ilə mübarizədə profesionalların tövsiyələri bizim üçün kritik əhəmiyyətə malikdir” – Hökumət başçısı qeyd etdi.

Qiorqi Qaxarianın sözlərinə görə bir neçə ölkə ilə turizm istiqamətində uğurlu danışıqlar aparılır, hansı ki, məqbul nəticə ilə sonlanacaq və ilk belə ölkə İsrail olacaq.

“Turizm istiqamətində bir neçə ölkə ilə uğurlu danışıqlar aparırıq, hansılar ki, bizim üçün məqbul nəticə ilə sonlanacaq, ilk belə ölkə İsrail olacaq. Bu ölkə ilə bizim aramızda Gürcüstanda tezliklə həmin ölkədən turist qəbul etmək imkanımızı təmin edəcək olan təhlükəsiz, yaşıl dəhlizimiz olacaq və biz onları ölkəmizə yaraşan şəkildə qonaqlamaq və onların sağlamlıqlarının qeydinə qalmaq üçün hər şeyi edəcəyik” – Baş nazir qeyd etdi.

Onun sözlərinə görə, həmçinin Çexiya, Polşa, Baltikyanı ölkələr, Avstriya və qonşu ölkələrlə aktiv danışıqlar aparılır. Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi, bütün bu istiqamətlər yaxın gələcəkdə məntiqi sona çatdırılacaqdır.

“Bizim təqdim etdiyimiz, iqtisadiyyatın sonrakı inkişafı və antiböhran planına gəlincə - bildiyiniz kimi bizim mövqeyimiz çox sadədir – böhran bizim ölkəmiz üçün fürsətə çevrilməlidir. Biz bu çağırışı, qlobal pandemiyanı, qlobal böhranı fürsətə çevirməliyik. Qlobal rəqabətdə daha da təsirli və uğurlu olmalıyıq. Bunun ən yaxşı nümunələrindən biri turizmdir və Gürcüstan turizmi açan, işə salan və ölkədə qonaqlar qəbul edən ilk ölkələrdən biri olmalıdır. Bunun üçün Turizm Agentliyi, Xarici İşlər Nazirliyi, İqtisadiyyat Nazirliyi aktiv şəkildə işləyir. Bugün deyə bilərik ki, bir neçə ölkə ilə bu istiqamətdə bizim üçün məqbul nəticə ilə sonlanacaq, uğurlu danışıqlar aparırıq. İlk belə ölkə İsrail olacaq, onunla təhlükəsiz, yaşıl dəhlizimiz olacaq ki, bu da bizə tezliklə Gürcüstanda bu ölkədən turistlər qəbul etmək fürsəti verəcək və biz onları ölkəmizə yaraşan şəkildə qəbul etmək və onların sağlamlıqlarının qeydinə qalmaq üçün hər şeyi edəcəyik. Bundan əlavə, Çexiya, Polşa, Baltikyanı ölkələr, Avstriya, qonşularımızla aktiv danışıqlar aparılır və bütün bu istiqamətlər tezliklə məntiqi sona çatdırılacaqdır. Ancaq bunun üçün kritik əhəmiyyət qazanan təhlükəsizlik qaydalarına riayət etməyimiz vacibdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

Baş nazirin sözlərinə görə bizim aqrar-ərzaq bazarlarının rəflərində Gürcüstan məhsulları olmalıdır və bu cür məhsulların istehsalı ölkənin ehtiyacı duyduğu miqdarda olmalıdır.

“Bizim təqdim etdiyimiz kənd və fermerlərə qayğı proqramı, ölkəmizin aqrar məhsul təhlükəsizliyi, qiymətlərə nəzarət, iş yerlərinin yaradılması və bir çox başqa isitiqamətlər üçün həddən artıq vacibdir” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Hökumət başçısı vurğuladı ki, güclü kənd, güclü ölkə deməkdir.

“Hamımız anlamalıyıq ki, kənd təsərrüfatı sənayesinin məhsuldarlığının artması ilə yanaşı, biz nəinki bir-birimizi gürcü məhsulu almağa çağırmalıyıq, həm də bu cür məhsulu ala bilməliyik, onlar adi şəkildə bizim aqrar bazarların rəflərində olmalıdırlar. Bu cür məhsulların istehsalı məhz ölkənin ehtiyac duyduğu miqdarda olmalıdır” – Baş nazir bəyan etdi.

Həmçinin hökumətin bugünkü iclasında Qiorqi Qaxaria qeyd etdi ki, Poti limanının terminallarından birinin tamamilə yenidən qurulması mərhələsi yaxın gələcəkdə başlayacaq, buraya Amerika fondu birbaşa investisiya həyata keçirir, layihə artıq başlamışdır və 30 milyon ABŞ dolları köçürülmüşdür.

“İqtisadi artımın sonrakı stimullaşdırılmasına gəlincə, bildiyiniz kimi, bizim ölkəmiz üçün birbaşa xarici investisiyalar kritik önəmə sahibdir. Biz dövlətin maliyyələşdirdiyi sistemli infrastruktur layihələrinin dayandırılmaması və ya dayandırılma tempinin minimum olması üçün və birbaşa xarici investisiyaları stimullaşdırmaq üçün əlimizdən gələni etdik. Buna misal olaraq, Poti limanının terminallarından birinin tamamilə yenidən qurulmasını göstərə bilərik, hansı ki, ən yaxın müddətdə başlayacaq və buraya Amerika fondu birbaşa investisiya həyata keçirir. Bu layihə artıq başlamışdır və 30 milyon dollar köçürülmüşdür. Layihənin ümumi dəyəri 93 milyon dollardır. Ən yaxın müddətdə işlər başlayacaq, bu, həm dövlətin xarici investisiyalara qayğısının, həm də ölkəmizin strateji tərəfdaşı ilə yalnız təhlükəsizlik və ya demokratikləşmə istiqamətində deyil, həmçinin iqtisadi istiqamətdə əlaqələrinin və əməkdaşlığının dərinləşməsinin daha bir təsdiqidir və bunun bizim üçün iqtisadi məzmundan başqa mənası da var. Hər şeylə bərabər, biz liman infrastrukturumuza sərmayələri gücləndirməliyik və ölkənin ən vacib darvaza, qapılarından olan Poti limanı daha da inkişaf etməlidir. Gürcüstanda Qara dəniz sahilindəki dəniz infrastrukturu və liman infrastrukturunun müasir, inkişaf etmiş olması üçün hər şeyi etməli və həmçinin yeni limanların inşası üçün də hər şeyə dəstək olmalıyıq” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.

 

 


  • 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში