სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა

12 მაისი 2020


Ge/Az

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია წარმატებული მენეჯმენტი, გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული 24 საათის განმავლობაში, რაც, სერიოზული მიღწევაა, თუმცა ეს არ არის მოდუნების საფუძველი.

„პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წესების დაცვა და დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და სწრაფად ამოქმედებას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. Covid-19-ის, როგორც ინფექციის ეფექტური მართვა ჩვენ უნდა დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობად. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის, ვგულისხმობთ სწორედ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც წლის ბოლომდე და უახლოესი წლის განმავლობაშიც. ეკონომიკური აღორძინების ეფექტიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რომელსაც გვიწესებენ ექიმები. ეს არ არის რთული შესასრულებელი. უნდა გვქონდეს ყოველთვის პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მარტივად შესასრულებელი. სამწუხაროდ, პანდემია და ვირუსი არის ის მოვლენა, რომელთან ერთადაც ჩვენ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ცხოვრება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, სადაც მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები ფერმერების დასახმარებლად გადადგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამიტომ შემუშავდა ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ჰქვია „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე”.

პრემიერის შეფასებით, კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება.

„ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ელემენტარულად მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდაჭერაზე, ისე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანაზე ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან და ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამ დარგში არსებული კრიზისებისა და გამოწვევების მართვის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად აზიური ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი ქვეყანაში არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნით მთავრობამ შეიმუშავა იმ პროგრამების კონკრეტული გეგმა, იმ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერების დასახმარებლად უკვე არსებობს. ამასთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური დამატებითი ღონისძიებებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და მას ამუშავებენ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით.

„ეს დახმარება, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

გიორგი გახარიას თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მთავრობა მუშაობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალი წლებისთვის.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვის და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის საბაზრო ფასი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ.

ხოლო იმ ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

„თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით და ეს იქნება გრანტი. ფერმერებს შეეძლებათ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს 20 მაისიდან მიმართონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხზე მუშაობს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მთავრობის გეგმის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიწის ყველა ფართობი სრულად უნდა იყოს აღრიცხული და რეგისტრირებული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათებით და დახმარებებით ის ფერმერებიც ისარგებლებენ, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ფერმერობის განვითარებას, ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე ამას მოახერხებს, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლიათ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რასაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრ ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ჩამოყალიბების მიმართულებით გაწეული საინტერესო და უდიდესი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიას თქმით, აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„მადლობა ლევან დავითაშვილს, შთამბეჭდავი ციფრები და კარგი ნამუშევარია. ეს არის ჩვენი და ამ პროგრამის მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია, ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს, ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც - აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც 900 მილიონი დოლარი იყო და დღეს ჩამოყვანილია 350 მილიონ დოლარამდე. საუბარია სხვაობაზე ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც უნდა მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Hökumət kənd təsərrüfatı əleyhinə bir əkinçilik planını - "Kənd və Fermerə Qayğı" təqdim etdi.

Gürcüstanın böhrandan ölkə iqtisadiyyatının daha da inkişafı üçün bir fürsət kimi istifadə edə biləcəyini anlamalıyıq və bölgələrimizdə bu böyümə və irəliləyiş nöqtələrini tapmaq üçün hamımız birlikdə çalışmalıyıq, ölkə uğurla idarə edə biləcəyi və bununla məşğul ola biləcəyi yerlərdədir, - Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria kənd təsərrüfatı üçün anti-kənd təsərrüfatı planının təqdimatında bildirdi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, bu gün ilk dəfə olaraq  24 saat ərzində 16 sağalmış və bir yoluxma halı təsdiqlənib,bu, istirahət etmək üçün bir səbəb olmasa da, ciddi bir nailiyyətdir.

"Əksinə, səhiyyə sisteminin qoyduğu qaydaları tətbiq etməkdə daha ciddi olmalıyıq."Qaydalara və nizam-intizama riayət etmək, başqalarına nisbətən iqtisadi cəhətdən daha səmərəli və sürətli fəaliyyət göstərməyimizə təminat verməyin yeganə yoludur. Bu çox vacibdir. Covid-19 infeksiyasını effektiv idarə etmək üçün onu iqtisadi böyüməyə çevirməliyik. İki istiqamətdə - insanın həyatı və sağlamlığı və sürətli iqtisadi yaxşılaşdırma ilə mübarizə apardığımızı söylədiyimizdə, yalnız bunu nəzərdə tuturuq. Gürcüstan bu böhrandan fürsət kimi istifadə edə bilər və ilin sonuna və gələn ilə qədər hədəf və şüarımız olmalıdır. İqtisadi canlanmanın effektivliyi həkimlərin müəyyən etdiyi qaydalara necə əməl etməyimizlə birbaşa bağlıdır. Sosial məsafəmizi, əsas gigiyena qaydalarını və daha çox şeyləri saxlamaq üçün hər zaman cəsarətimiz olmalıdır, lakin bunu etmək asandır. Təəssüf ki, ‘’pandemiya və virus bir müddət yaşamalı olacağımız hadisələrdir”dedi Baş nazir.

Hökumət başçısının sözlərinə görə, kənd təsərrüfatı hökumətin fermerlərə kömək üçün bəzi addımlar atdığı bir istiqamətdir, ancaq bu kifayət deyil və buna görə "Kənd üçün qayğı və Fermerə Qayğı" adlı böhran əleyhinə bir proqram hazırlanmışdır.

Baş nazirin sözlərinə görə, böhran dövründə ərzaq təhlükəsizliyi və kənd təsərrüfatı məhsullarının yerli istehsalı xüsusilə kəskin olub.

“Həm vətəndaş, həm də təməl təchizat üçün çox həssas idi. Bütün bunları üstə qoymaq üçün ciddi məşğulluqun təsiri də var. Bu gün vətəndaşlarımızın böyük bir hissəsi kənd yerlərində yaşayır və güclü kənd birbaşa güclü ölkə və güclü dövlət deməkdir. Bir gürcü kişinin torpağa münasibəti həmişə xüsusi olub, ona görə də bir proqram hazırladıq, fermerin və fermerin dəstəyinə söykənən, kənd təsərrüfatımızın məhsuldarlığını birmənalı şəkildə artırmalı olan fermada keyfiyyət markalarının tətbiqi. Xüsusilə Kənd Təsərrüfatı Nazirliyinin bölgələr və yerli hökumətimizlə işləməsini nəzərə alaraq bu çox vacibdir, bu sahədəki böhranları və çətinlikləri idarə etməkdə çox yaxşı təcrübəyə malikdir. Bu, məsələn, Kənd Təsərrüfatı Nazirliyinin fermerlər və birliklər ilə birlikdə tamamilə səmərəli işlədiyi Asiya qırqovulu ola bilər. Bu proqramın nəticəsi, ölkədə bir gün aqrar prosesin dayanmaması və işlənməmiş torpaqların ölkədə qalmamasıdır. Bu məqsədlə hökumət, Kənd Təsərrüfatı Nazirliyinin maliyyələşdirməni artırmaq üçün müəyyən bir plan hazırladı, bu da artıq fermerlərə kömək etmək üçün mövcuddur. Bundan əlavə, xüsusi əlavə tədbirlər hazırladıq "dedi - Giorgi Qaxaria.

Böhran əleyhinə plana əsasən, torpaqları qeydiyyata alınan hər bir fermer dövlətdən hər hektardan 200 GEL alacaq.

Hökumət başçısının sözlərinə görə, bu o deməkdir ki, məsələn 10 hektar ərazisi olan və onu becərən orta və böyük fermer təsərrüfatları dövlətdən 2000 GEL miqdarında yardım alacaqlar.

"Bu yardım, əlbəttə ki, nisbətən az torpaq sahələri olan fermerlərə mütənasib olaraq paylanacaq" qeyd etdi Baş nazir.

Bundan əlavə, bütün fermerlər hər hektardan 150 litr dizel yanacağı alacaqlar ki, bu da bazar qiymətindən bir GEL ucuzdur.

Giorgi Qaxaria'nın sözlərinə görə, yanacağın qiyməti kənd təsərrüfatı fəaliyyətləri üçün çox vacibdir və hökumət bu problemi təkcə bu il deyil, sonrakı illərdə də həll etmək üçün çalışır.

"Kənd təsərrüfatı fəaliyyətləri üçün yanacağın qiyməti tənqidi, sistematik cəhətdən əhəmiyyətlidir və bu problemi təkcə böhranda deyil, sonrakı illərdə də həll etmək üçün çalışırıq,"və agrodizelin qiymətinin dizelin bazar qiymətindən xeyli ucuz olacağına zəmanət verə bilərəm "dedi Giorgi Qaxaria.

Böhranla mübarizə planına əsasən, Gürcüstanda 42 min fermerin hamısı suvarma haqqından tam azad olacaqdır. Hökumət başçısının qeyd etdiyi kimi, fermerlərin 2020-ci il üçün pulsuz suvarma suyu olacaqdır.

Avadanlıq almaq məcburiyyətində qalan fermerlər üçün dövlət 50 faiz qrant şəklində maliyyələşdirəcəkdir.

"Avadanlıq almaq, istixana və ya suvarma sistemi qurmaq ehtiyacı olan hər bir fermer, dövlət bu işin dəyərinin 50 faizi ilə maddi olaraq kömək edəcək və bu, qrant olacaq. Bütün bunlarla əlaqədar olaraq fermerlər mayın 20-dən Kənd Təsərrüfatı Nazirliyinin müvafiq xidmətlərinə müraciət edə biləcəklər. Bu çox vacibdir, çünki indi bahar işləri davam edir "- deyə Baş nazir vurğulayıb.

Eyni zamanda, hökumət Ədliyyə Nazirliyi tərəfindən həyata keçirilən kənd təsərrüfatını təşviq etmək üçün anti-böhran planına əsasən sistematik torpaq qeydiyyatı məsələsi üzərində işləyir. Hökümətin planına görə, yaxın 3 il ərzində ölkədəki bütün torpaq sahələri tam uçota və qeydiyyata alınmalıdır.

Hökumət başçısının sözlərinə görə, hər hansı bir səbəbdən torpaq qeydiyyatı aparmayan və ilin sonunadək bunu edə biləcək fermerlər də müəyyən edilmiş yardım və yardımlardan yararlanacaqlar.

“Kənd təsərrüfatının böhran əleyhinə planında göstərilən fermerlərə edilən bütün yardımlar birbaşa qeydiyyata alınan torpaqlarla əlaqədardır. Fermer təsərrüfatının inkişafına dəstək olmağımız üçün hər hansı bir səbəbdən torpaqlarını qeydiyyata almamış və ilin sonunadək edə biləcək bütün insanlar bu üstünlüklərdən və yardımlardan yararlanacaqlar. Bu o deməkdir ki, bu proqramın bir hissəsi gələn ilin bəzi dövrlərini əhatə edir. Biz fermerlərə, kəndə kömək edirik, bu, təkcə kənddə yaşayan insanların deyil, hər bir vətəndaşımızın və ölkənin aqro-ərzaq təhlükəsizliyinə qayğı göstərməkdir. Bundan əlavə, hər bir fermeri əllərində olan və qeydiyyatdan keçdikləri bütün torpaqlardan istifadə etməyə çağırmaq istərdim. Bu gün dövlətin xeyrinə həyata keçirdiyi bütün proqramların faydalananları olmaq üçün ən qısa müddətdə qeydiyyatdan keçməlidirlər "dedi Baş nazir.

Baş nazir, Kənd Təsərrüfatı üçün anti-böhran planının hazırlanması istiqamətində görülən maraqlı və böyük işlər üçün Ətraf Mühit və Kənd Təsərrüfatı Nazirliyinə və nazir Levan Davitaşviliyə təşəkkür etdi.

Giorgi Gaxaria'nın fikrincə, aqrar proses bir saniyə dayandırılmamalı, kənd yerlərindəki fermerlər işlərini davam etdirməli və işlənməmiş torpaq qalmamalıdır.

Baş nazirin sözlərinə görə, ölkənin aqro-ərzaq təhlükəsizliyi çox vacibdir.

“Levan Davitaşviliyə təşəkkür edirəm, etkileyici rəqəmlər və yaxşı iş üçün. Bu, bizim və bu proqramın hədəfidir. Bundan əlavə, kənd təsərrüfatı sektoru üçün sistemli bir problem olan növbəti hədəf bu sektorun sənayeləşməsi, sənaye kənd təsərrüfatına və əlbəttə məhsuldarlığın artmasına ehtiyac duyur. Bunlar illərdir mübarizə apardığımız çətinliklərdir. Burada bir sıra uğurlarımız var, hətta vacibdir - ölkədə 900 milyon dollar olan və bu gün 350 milyon dollara çatdırılan aqro-ərzaq çatışmazlığının tarazlığı. Ölkənin kənd təsərrüfatı məhsullarının idxalı və ixracı arasındakı fərqdən bəhs edirik. Bu, həll etməli olduğumuz problemdir, bu Kənd Təsərrüfatı Nazirliyi və hökumət tərəfindən hazırlanmış plandır. Vətəndaşlarımıza səslənməli olduğumuz tək şey keyfiyyətcə getdikcə gürcü məhsulları almaq və əlimizdən gələni etməkdir, və qida təhlükəsizliyimizi təmin etdikdən sonra kənd təsərrüfatı məhsullarımız beynəlxalq bazarlarda rəqabətə davamlı  olacaqdır. Bunu edə bilərik və etməliyik "dedi Giorgi Qaxaria.


  • მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა